ვლადიმირ ვაისი: ახლა დროა გავიმარჯვოთ

AutoSharing Option
უეფას ერთა ლიგის გათამაშებაზე, საქართველოს მეტოქეთა ვინაობა დღეს ლოზანაში გაირკვა. შვეიცარიაში გამართულ ღონისძიებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, გენერალური მდივანი დავით მუჯირი, ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი და ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი ესწრებოდნენ.

საქართველო D ლიგის პირველ ჯგუფში ლატვიას, ყაზახეთს და ანდორას დაუპირისპირდება, წილისყრის დასრულების შემდეგ ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა წილისყრა და უეფას ახალი გათამაშება შეაფასა:

"რასაკვირველია, ჩვენი სურვილია მიზნის მიღწევა, თუმცა, პატივი უნდა ვცეთ ყველა მეტოქეს, რომელიც დღევანდელი წილისყრის შედეგად შეგვხვდა.

ყაზახეთის ფეხბურთს კარგად ვიცნობ, ლატვიასაც
საკმაოდ მცირე ხნის წინ ვეთამაშეთ და არც ანდორა იქნება იოლი მეტოქე. იმედია, ჩვენი ნაკრების ფეხბურთელებისთვის 2018 წლის სეზონის დასაწყისი წარმატებული იქნება და საშემოდგომოდ მზად იქნებიან ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპისთვის.

ჩვენი ნაკრების ყველა წევრი, ისევე როგორც ყველა ქართველი, ოცნებობს დიდ ტურნირზე თამაშის უფლების მოპოვებაზე. ეს ახალი ტურნირი ყველა ქვეყნისთვის ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შესანიშნავ შანსს წარმოადგენს.

რა თქმა უნდა, განსაკუთრებით სანახაობრივი იქნება მოწინავე ჯგუფებში მოასპარეზე წამყვან გუნდებს შორის ბრძოლა. რაც შეეხება ჩვენს ჯგუფს, მიმაჩნია, რომ ყველა გუნდს გააჩნია გამარჯვების და წარმატების შანსი.

შემოდგომისთვის თანმიმდევრობით მოვემზადებით ყველა მეტოქესთან შესახვედრად, - გასულ საკვალიფიკაციო ციკლში ჩვენ ხშირად კარგი თამაში ვაჩვენეთ, თუმცა, სასურველი შედეგების მოპოვება ვერ შევძელით. ახლა დროა, გავიმარჯვოთ. რადგან თუ გსურს ევროპის ჩემპიონატზე გასვლა, აუცილებლად უნდა მოიგო და გაიმარჯვო ჯგუფში", - აღნიშნა ვლადიმირ ვაისმა.

"ერთა ლიგის ფორმატი ძალიან საინტერესოა,ამხანაგურ თამაშებს, რეალურად ეს ფორმატი ჩაანაცვლებს. რაც შეეხება წილისყრას და ჯგუფს. ვფიქრობ რომ საინტერესო ჯგუფია, იოლი თამაშები არ იქნება, ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი არ იყო ვინ შეგვხვდებოდა, ჩემთვის მნიშვნელოვანი არის ის, რომ სექტემბერში , როდესაც დაიწყება თამაშები, ისეთი გუნდი გვყავდეს მოედანზე,რომელიც ნებისმიერ მოწინააღმდეგესთან თამაშისას შეძლებს, შეხვედრა ჩვენს სასარგებლოდ დაასრულოს. ეს უნდა იყოს ჩვენი ამოცანა და ამისკენ უნდა წავიდეთ და ვიმუშაოთ. როგორც ჩვენ ვთვლით,რომ ეს არის შანსი, დარწმუნებული ვარ ყველა ის გუნდიც ასე ფიქრობს ერთა ლიგაზე", - განაცხდა ლევან კობიაშვილმა.




მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 9 /
აქამდე არ უნდა გაგვემარჯვა, "ყველას გააგებინეთ, ახლა დროა გავიმარჯვოთ, დღეიდან ვიწყებთ გამარჯვებას".
ასეთი მწვრთნელი არ გამიგია, შეიძლება ტაქტიკას და ტექნიკას მსოფლიო ჩემპიონატის წინ მალავს, რომ ბრაზილიამ, არგენტინამ, ესპანეთმა, გერმანიამ.... არ გადაიღონ. თვალი გამიხელია მსგავსი რამ არ............
გულშემატკივარი
29 იანვარი 2018 20:39
0
ჩემს კომენტარს რატო არ აქვეყნებთ
butxa
25 იანვარი 2018 17:52
0
სამწუხაროდ ჩემი აზრით იმაზე ბევრად დაბალი დონის ნაკრები გყვავს ვიდრე ყოველი შესარჩევის დასაწყისში გვგონია ხოლმე. ბოლო წლებიდან გამომდინარე სამწუხაროთ ყველანაირ ლოგიკას მოკლებულია ამ შესარჩევის მოგება (უბრალოდ ზღაპარი მგონია) დიდი ალბათობით ჯგუფსაც ვერ მოვიგებთ. არ მჯერა ამ ნაკრების და მომკალი თუ გინდა. მთელი სულით და გულით ვუქომაგებ მაგრამ არ მჯერა რომ თუნდაც 2 თამაშის მოგება შეგვიძლია. აქედან თუ საქართველო გავიდა ძალიან არალოგიკური იქნება მაგრამ სასიამოვნოდ არალოგიკური.
dadu
25 იანვარი 2018 10:28
3
ჩვენ რომ რეიტინგში მაღლა ვყოფილიყავით და თუნდაც C დივიზიონში გვეთამაშა შან სი საკმაოდ დაბალი იქნებოდა. ამ შემთხვევაში გაგვიმართლა რომ რეიტინგში დაბლა ვართ, შანსი 50/50-ზე ხომ მაინ არის?
ზაზა
25 იანვარი 2018 09:59
1
ვფიქრობ აზერბაიჯანი გავა,დიდძალ ფულს მიაყრის უეფას და გაათრევენ
ბაჩო გ
24 იანვარი 2018 22:29
5
ჩვენგან რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, მეტოქის დაუფასებლობაზე საუბარი, სულ მცირე უხერხულია, არ ვართ 'სიმაღლეზე' და ამიტომ! სხვა მხრივ სურვილთან ერთად, ბუჭების პროფესიონალიზმის მჯერა და მგონია, რომ 4 თამაშის მოგების შანსი გვაქვს.
True detective
24 იანვარი 2018 21:23
1
შარშანაც ვთქვი და ეხლაც ვამბობ ევროპაზე ვერ გახვალთ და ვაისი კიდევ თუ იმართლებს თავს კობიაშვილთან ერთად არის გადასაყენებელი!!
პოეტი
24 იანვარი 2018 20:14
16
25-30 წელია ვიძახით მწვრთნელი,მწვრთნელი.რამდენი შეიცვალა.ხო უნდა მივხვდეთ,რომ ფეხბურთელი არ გვყავს.ნაკრებში მისულ ფეხბურთელს ნაკრების მწვრთნელი კარში დარტყმას არ უნდა ასწავლიდეს,როგორც ერთ ერთი მწვრთნელი ამბობდა...მიზეზი სხვაგანაა.ვერ ვამზადებთ ფეხბურთელს.
გოჩა
24 იანვარი 2018 22:38
2
ვითომ გულშემატკივრებმა დაიწყეთ ეხლა ჩვენი ფეხბურთელების და ნაკრების დაცინვა და ღადავი და უეჭველი მოვიგებთ.

წარმატებები ბიჭებს!
1
24 იანვარი 2018 20:00
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული