უეფას ერთა ლიგის ყველა ჯგუფი დაკომპლექტდა

AutoSharing Option
დღეს, 24 იანვარს, ერთა ლიგის წილისყრა გაიმართა, სადაც ნაკრებები ჯგუფებში განაწილდნენ.

  • A დივიზიონი:
I ჯგუფი: ჰოლანდია, საფრანგეთი, გერმანია.

II ჯგუფი: ისლანდია, შვეიცარია, ბელგია.

III ჯგუფი: პოლონეთი, იტალია, პორტუგალია.

IV ჯგუფი: ხორვატია, ინგლისი, ესპანეთი

A დივიზიონში პირველ ადგილებზე გასული გუნდები 2019 წლის ივნისში უეფას ერთა ლიგის ფინალურ ეტაპზე იასპარეზებენ და გამოვლინდება ტურნირის საუკეთესო ნაკრები. ფინალური ეტაპის მასპინძელი ქვეყანა 2018 წლის დეკემბერში დასახელდება.

ის ნაკრებები, რომლებიც ჯგუფებში ბოლო ადგილებს დაიკავებენ, 2020 წლის ერთა ლიგაში ერთი დივიზიონით დაქვეითდებიან და B დივიზიონში გააგრძელებენ ასპარეზობას.

ჯგუფური
ეტაპის შემდეგ, 2020 წლის მარტში, 4 გამორჩეული ნაკრები საპლეიოფო ბატალიებში ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის იბრძოლებს.

  • B დივიზიონის ჯგუფები ასე გამოიყურება:

I ჯგუფი: ჩეხეთი, უკრაინა, სლოვაკეთი.

II ჯგუფი: თურქეთი, შვედეთი, რუსეთი.

III ჯგუფი: ჩრდილო ირლანდია, ბოსნია, ავსტრია.

IV ჯგუფი: დანია, ირლანდია, უელსი.


ჯგუფის გამარჯვებული 4 ნაკრები 2020 წლის ერთა ლიგაში ერთი დივიზიონით მაღლა აიწევს. 2020 წლის მარტში 4 საუკეთესო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად იბრძოლებს.

ჯგუფების აუტსაიდერები B დივიზიონიდან გავარდებიან და მომავალ გათამაშებაში C დივიზიონში იასპარეზებენ.

  • C დივიზიონის ჯგუფები ასე გამოიყურება:
I ჯგუფი: ისრაელი, ალბანეთი, შოტლანდია.

II ჯგუფი: ესტონეთი, ფინეთი, საბერძნეთი, უნგრეთი.

III ჯგუფი: კვიპროსი, ბულგარეთი, ნორვეგია, სლოვენია.

IV ჯგუფი: ლიტვა, მონტენეგრო, სერბეთი, რუმინეთი.

ოთხი საუკეთესო ნაკრები მომავალ ერთა ლიგაში მაღალ დივიზიონში დაწინაურდება. გარდა ამისა, 2020 წლის მარტში ეს ოთხი ნაკრები ტრადიციული საპლეიოფო სისტემით გაითამაშებს ევროპის ჩემპიონატის საგზურს. ოთხი აუტსაიდერი კი D დივიზიონში დაქვეითდება.

პირველი ტური: 6-8 სექტემბერი, 2018 წელი
მეორე ტური: 9-11 სექტემბერი, 2018 წელი
მესამე ტური: 11-13 ოქტომბერი, 2018 წელი
მეოთხე ტური: 14-16 ოქტომბერი, 2018 წელი
მეხუთე ტური: 15-17 ნოემბერი, 2018 წელი
მეექვსე ტური: 18-20 ნოემბერი, 2018 წელი

შეგახსენებთ, რომ ფინალური ეტაპის წილისყრა 2018 წლის დეკემბერში გაიმართება, ხოლო თავად ფინალური ეტაპი - 2019 წლის 5 ივნისიდან 9 ივნისამდე. ევრო 2020-ის პლეი-ოფის წილისყრა 2019 წლის 22 ნოემბერსაა დანიშნული. ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის პლეი-ოფის მატჩები კი 2020 წლის 26-დან 31 მარტამდე გაიმართება.

რაც შეეხება საქართველოს, D დივიზიონის წილისყრის შედეგების ნახვა აქ შეგიძლიათ:


ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული