საქართველოს ნაკრების მეტოქეები უეფას ერთა ლიგის ჯგუფში ცნობილია!

AutoSharing Option
დღეს, 24 იანვარს უეფას ერთა ლიგის წილისყრა გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრების ჯგუფის მეტოქეები გაირკვა.

D დივიზიონის ჯგუფები შემდეგნაირად დაკომპლექტდა:

I ჯგუფი: ანდორა, ყაზახეთი, ლატვია, საქართველო

II ჯგუფი: სან მარინო, მოლდოვა, ლუქსემბურგი, ბელორუსი

III ჯგუფი: კოსოვო, მალტა, ფარერები, აზერბაიჯანი

IV ჯგუფი: გიბრალტარი, ლიხტენშტეინი, სომხეთი, მაკედონია

2018 წელი. ჯგუფური ეტაპი.
I ტური: 6-8 სექტემბერი
II ტური: 9-11 სექტემბერი
III ტური: 11-13 ოქტომბერი
IV ტური: 14:16 ოქტომბერი
V ტური: 15-17 ნოემბერი
VI ტური: 18-20 ნოემბერი

უეფას 2020
წლის ჩემპიონატის საგზურის პლეი-ოფის წილისყრა 2019 წლის ნოემბერში გაიმართება, ხოლო პლეი-ოფები - 2020 წლის 26-31 მარტს.

მკითხველის კომენტარები / 36 /
ამ არაფრის მომცემ ფეხბურთის ნაკრებზე ამდენს რომ წერთ კარგია, მაგრამ სუმომ რა დაგიშავათ რომ გააშუქოთ??? ანგრევს იქაურობას ჩვენი ფალავანი ტოჩინოშინი!!!
Sumo
23:09 24-01-2018
5
წარმატებას ვუსურვებ ნაკრებს და მჯერა ახლოს ვართ დიდ სიხარულთან, უფრო დიდი იქნება ბიჭების მოტივაცია რადგან შანსი დიდია გასვლის წინა წლებთან შედარებით. გულშემატკივრებს კი ვეტყოდი რო დამშვიდდით და ნუ პროფესორობთ, არამგონია ვინმე კმაყოფილი იყოს ნაკრების შედეგით ან ხარისხით ან შიდა ჩემპიონატით, მაგრამ მოდი ერთად დავუდგეთ ნაკრებს გვერდით, და ეგებ ერთად გავიხაროთ ყველამ...
ბასკო
20:15 24-01-2018
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული