Sports.kz: ყაზახეთის ნაკრები. საქართველოსთან ქართველით?..

AutoSharing Option
ყაზახური სპორტული გამოცემა Sports.kz სტატიას აქვეყნებს, სადაც ყაზახეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის მთავარ კანდიდატურად ქართველ სპეციალისტს, კახა ცხადაძეს განიხილავს.

თურმე ყაზახეთის ნაკრები მთავარი მწვრთნელის გარეშეა. გამოცემის ინფორმაციით, რუსი სპეციალისტის, ალექსანდრ ბოროდუკის წასვლა იმდენად გაიწელა კონტრაქტის გაწყვეტის დეტალების შეთანხმების გამო, რომ მსოფლიოში ყველას ჰგონია, ბოროდუკი კვლავ ყაზახეთის ნაკრებს წვრთნის.

"ყაზახეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის კანდიდატურის განხილვისას უამრავი ასპექტი და ნიუანსი უნდა გაითვალისწინო, მაგრამ მოდით, ერთა ლიგის შედეგებიდან გამომდინარე, ასე ვიმსჯელოთ: ვინ არის ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად ჩვენი მთავარი მეტოქე? სწორია - საქართველო. და
შეიძლება თუ არა იპოვო უკეთესი სპეციალისტი, რომელმაც საქართველოზე ყველაფერი იცის, ვიდრე კახა ცხადაძე, რომელიც არცთუ ის ადრე "ქაირათში" მუშაობდა?! ნაკლებად სავარაუდოა.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ალმათიში გადასვლამდე, ცხადაძე საქართველოს ნაკრების მწვრთნელი იყო და ნაკრებში მოთამაშე ფეხბურთელებს ხუთი თითივით იცნობს.

ყველას გვახსოვს, რომ ბოროდუკის შეცდომების გამოსწორება ცხადაძეს ერთხელ უკვე მოუწია. ეს ამბავი "ქაირათში" მოხდა და ქართველმა ამ სამუშაოს ძალიან კარგად გაართვა თავი.

შესაძლოა, ცახადაძისთვის ყოფილი გუნდის წინააღმდეგ მატჩები დამატებითი მოტივაცია და პრინციპული დაპირისპირება გახდეს, რაც ყაზახეთის ნაკრებს მხოლოდ წაადგება.

ცხადაძე კარგად იცნობს ყაზახ ფეხბურთელებს. "ქაირათში" მისი ხელმძღვანელობის დროს კლუბიდან ნაკრებში ფეხბურთელებს მუდამ იძახებდნენ და მათი რიცხვი ზოგჯერ 8-ს აღწევდა.

რა თქმა უნდა, აქ სხვა ბევრი მნიშვნელოვანი ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ. მათ შორის, ის, რომ თავად კახა ცხადაძეს თუ ექნება სურვილი, სხვა ქვეყნის ნაკრების მეთაურობით მშობლიურ ნაკრებს დაუპირისპირდეს?

სინამდვილეში, მსოფლიოში ძალიან ბევრი მაღალკვალიფიციური მწვრთნელია, მაგრამ ცოტა თუ არის ადაპტირებული ყაზახურ ფეხბურთთან", - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის პირველ მატჩს საქართველოს ნაკრები სწორედ ყაზახეთთან გამართავს. ვლადიმირ ვაისის შეგირდები მეტოქეს 2018 წლის 6 სექტემბერს ესტუმრებიან.

მკითხველის კომენტარები / 19 /
სპორტი სპორტია. ცხადაძისგან სწორი გადაწყვეტილება იქნება, თუ ჩაიბარებს ყაზახეთის ნაკრებს და კობიაშვილის კლანს დაუმტკიცებს, რომ მისი სახით კარგი სპეციალისტი გაუშვა საქართველომ.
ქომაგი
26 იანვარი 2018 17:45
15
რა შუაშია გაყიდვა ან პატრიოტობა თუ მისთვის მისაღები პირობები იქნება უნდა წავიდეს დაე გაიმარჯვოს ძლიერმა თუ ამ ჯგუფიდან გასვლა არ შეგვიძლია ჩემპიონატზე რა გვინდა ეხლა მაინც აღარ არის ევროპაში წასვლა რთული ისე წავიდნენ თუ სეირნობა უნდათ აუცილებელია ფედერაციის ხარჯზე იარონ
nnn
26 იანვარი 2018 21:13
2
ცხადაძე არასდროს არ გაყიდის საქართველოს ყაზახეთზე
dvalishvili lado
26 იანვარი 2018 16:39
11
წავიდა ცრუპატრიოტობა. რა შუაშია გაყიდვა? კაცი პროფესიონალია და თუ მიიწვიეს, წავა და იმუშავებს.
odala
26 იანვარი 2018 17:38
9
ჰო,მაგრამ სამაგიეროდ თავის სიმართლეს დაამტკიცებს და კობიაშვილს ვირზე შესვამს,თანაც უკუღმა.
სოსო
26 იანვარი 2018 17:46
9
ყველა გამოხმაურება
ძალიან კარგი!!! ეს ცხადაძესთვის დიდი გამოწვევა იქნება, ჩვენთვის კი სულ ერთი უნდა იყო ვინ ეყოლებათ მწვრთნელად, თუ ვერ მოვუგეთ არაფერი გვესაქმება ევროპაზე!!!!!!!!
rigiti
26 იანვარი 2018 22:36
0
რა შუაშია გაყიდვა?
ჩვენ ხომ გადავწყვიტეთ რომ მასზე უკეთესი მწვრთნელი მოვიყვანეთ და თან ლაფში ამოვსვარეთ- ფულზე დახარბებული ვუწოდეთ(ჭუმბურიძემ, პრეზიდენტის მოადგილემ)...
ამიტომ, პატრიოტიზმი თუა, შევუგროვოთ იმდენი ფული რამდენსაც გადაუხდიან მწვრთნელობაში.. რა, ჩვენ არ ვართ პატრიოტები?
აბა, უმუშევარი იყოს კაცი?
სადაც დაუძახებენ, თუ მისთვის მისაღები იქნება უნდა იმუშაოს!
ყური მიგდე
26 იანვარი 2018 21:30
5
და იმას რატომ არ ამბობთ ცხადაძე რომ გაყიდეს ყაზახეთზე . არ გამიკვირდება რომ მაგათი მწვრთნელი გახდეს და საქართველო გაამწაროს
ტოტტი
26 იანვარი 2018 17:54
10
მე მხოლოდ ის მოგწერეთ, რომ თუ ყაზახებს ყოფნით ჭკუა საიმისოდ, რომ ქართული ფეხბურთის მცოდნე მწვრთნელი დაუნიშნონ საკუთარ ნაკრებს, იქნებ, არ ჩვენ გვაწყენდა ყაზახურ ფეხბურთში ჩახედული ცხადაძე ჩვენი ნაკრების მწვრთნელად თქო... რა იყო ამაში დასაბლოკი - კობიაშვილი გიზით ადმინად?!...
მსქროლავი ტროლი
27 იანვარი 2018 15:07
2
ძალიან არ მინდა ეს რომ მოხდეს, რადგან დარწმუნებული ვარ, ცხადაძე და მისი ყაზახეთი გვაჯობებენ. მაინც იმედი მაქვს, კახას გონებაში პატრიოტიზმი აჯობებს წყენას და დიდ ფულს!
patrioti
26 იანვარი 2018 20:01
5
სამწუხაროა თუ ჩაიბარებს ცხადაძე ყაზახეთს, თითქმის დარწმუნებული ვარ რომ მისი ხელმძღვანელობით ვერ მოვუგებთ. ცუდია რაც ადრე მოხდა არ უნდა გაეშვათ ცხადაძე ასე უცერემონიოდ და სკანდალურად, ვნახეთ რომ შედეგიც კატასტროფული დადგა ვაისის ხელში.
გიორგი
26 იანვარი 2018 20:13
9
არ მგონია ცხადაძე დათანხდეს ამ წინადადებას მარტივი მიზეზის გამო:ყაზახეთი რომ ვერ გაიყვანო პირველ ადგილას გაუშვებენ და თუ გაიყვანა მაშინ ჩვენი ნაკრები დარჩება ისე. ბევრი გამიგია ამ კაცზე და არ მგონია ნაკრების წარმატებას ხელი შეუშალოს და მაინც გამორიცხული არაფერია მაგრამ რომც იყოს იმათი ტრენერი მაინც ჩვენ უნდა გავიდეთ პირველზე. ნორმალური მეკარე გვყავს და კარგი დაცვა შეილება ამაზე თამაშის აწყობა. კაშია კვერკველიას დუეტი ძალიან კარგი დასაყრდენი იქნება და მთავარია ამ დროისთვის ფორმაში იყვნენ
ქართველი
27 იანვარი 2018 10:02
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული