sports.kz: საქართველოს ბორცვებზე ღამის წყვდიადს დაუსადგურებია

AutoSharing Option
ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრებთან ერთ ჯგუფში ყაზახეთის ეროვნული გუნდი ითამაშებს. ამასთან დაკავშირებით ყაზახურ პორტალზე sports.kz-ზე გამოქვეყნებულ წერილს გთავაზობთ, რომელიც მიუხედავად გარკვეული სუბიექტურობისა, ვფიქრობთ, ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს ჩვენი მკითხველისთვის.

"უახლოესი თვეების განმავლობაში ყაზახი გულშემატკივრები ქართულ ფეხბურთს ყურადღებით მიადევნებენ თვალს. ეს გასაკვირი არცაა, რამეთუ ბევრი სპეციალისტი თვლის, რომ ჯგუფში პირველი ადგილისთვის საქართველოს და ყაზახეთის ნაკრებები იბრძოლებენ. ლატვიის გუნდის ფეხბურთელები რა თქმა უნდა, ასე არ ფიქრობენ. ალბათ, ანდორელებიც. თუმცა, ეს უკვე მათი პირადი პრობლემაა.

ჩვენ კი საქართველოზე ვისაუბროთ. თუ სიღრმისეულად დავაკვირდებით, ახალი
ტურნირის ჯგუფის მონაწილეები ორ დუეტად შეიძლება დავყოთ - ერთს შეადგენენ ლატვიის და ანდორას გუნდები, ხოლო მეორეს - ყაზახეთის და საქართველოსი. ასეთი კვალიფიცირება შეიძლება მოვახდინოთ უკანასკნელ შესარჩევ ციკლში მიღწეული გამარჯვებებით. ეს შეუძლებლად შეიძლება მოგეჩვენოთ, ვინაიდან საქართველოსა და ყაზახეთის ნაკრებებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე ვერც ერთი გამარჯვება ვერ მოიპოვეს. ამ დროს, ანდორამ უნგრეთი დაამარცხა, ლატვიამ კი ორი შეხვედრა მოიგო. თუმცა, ორივეჯერ ანდორას სძლია, მაგრამ არსი არაა მთავარი. მთავარია, ამ ორმა გუნდმა საქართველოსა და ყაზახეთის ნაკრებებისგან განსხვავებით ოფიციალურ თამაშებში გამარჯვების გემო გადმოცემით არ იცის.

აი, მოდით, ჩვენი სიკეთისა არ იყოს, სანაკრებო კრიზისში მყოფ ჩვენს ქართველ თანამოძმეებზე ვისაუბროთ.

ჩვენთვის კარგად ნაცნობი სპეციალისტის ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით ჩატარებული მუნდიალის შესარჩევი ციკლი ქართველებს აქტივში ნამდვილად არ ჩაეთვლებათ. ორ წელიწადში ვერც ერთი მატჩის მოგება - ამას რა თქმა უნდა, მოხერხება უნდოდა... განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მართალია, ბოლო წლებში მაღალი დონის შემსრულებლების მხრივ ცოტა შეზღუდულნი არიან (რაზეც ისიც მიუთითებს, რომ ნაკრებში უჩა ლობჟანიძეს და ვლადიმირ დვალიშვილს უხმეს, რომლებიც გასულ სეზონში ჩვენს ჩემპიონატზე არ ბრწყინავდნენ...), თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, მათ საფეხბურთო ტალანტები არ ამოწურვიათ.

გასული წლის მიხედვით ეროვნული გუნდის ძირითადი მეკარე "რიუ ავეს" 27 წლის გოლკიპერი გიორგი მაკარიძეა. დაცვის ხაზის ლიდერი ჰოლანდიის "ვიტესის" 30 წლის მცველი გურამ კაშიაა. მოწოდების სიმაღლეზე მარცხენა ფლანგზე ხაბაროვსკის სკა-ს წარმომადგენელი გიორგი ნავალოვსკია, რომელსაც ადვილად შეუძლია მთელი ზონის ჩაკეტვა. მიუხედავად ხანგრძლივი სათამაშო პრაქტიკის არქონისა, ვაისი ნახევარდაცვაში "ტობოლის" ახალწვეულს, 31 წლის ჯაბა კანკავას უცხადებდა ნდობას. მასთან ერთად ქმნიდნენ ამინდს მისი ამჟამინდელი თანაგუნდელი, 25 წლის ნიკა კვეკვესკირი, ვალერი ყაზაიშვილი (სან ხოსე), რომელიც ამ დღებში 25 წლისა მოიყრება და 23 წლის ვალერიან გვილია (ბატე). დამრტყმელ ფორვარდად 24 წლის გიორგი ქვილითაია (რაპიდი) ითვლებოდა, მის სეხნიას, 19 წლის გიორგი არაბიძეს (შახტარი) უფრო იშვიათად კი უწევდა თამაში, მაგრამ შედეგიანობით უფროს მეგობარს არ ჩამორჩებოდა.

ალბათ, ვაისის ხელში საქართველოს ნაკრების ჩავარდნა ადვილად პროგნოზირებადი იყო. ყაზახეთშიც საკმაოა ხალხი, რომლებიც ვაისის "კაირატში" მუშაობას  დადებითად აფასებდა მხოლოდ ბორის კიტკას ასისტენტობის გამო. საქართველოში ვლადიმირ ვლადიმირის ძე თითქმის ამ თანაშემწის გარეშე მუშაობდა - სამწვრთნელო შტაბში მხოლოდ შარშან აგვისტოში აიყვანეს. შედეგიც სახეზეა.

უეჭველია: ერთა ლიგის სადებიუტო ტურნირი შესანიშნავი საშუალება იქნება საკუთარი გულშემატკივრების წინაშე რეაბილიტაციისა და იმისა, რათა ბოლოსდაბოლოს ისტორიაში ქართველთა გუნდმა გადალახოს წარუმატებელი პერიოდი. იგივე ითქმის ყაზახთა კრებულზეც. ვის უფრო გაუღიმებს ფორტუნა?..

fortes fortuna adiuvat. ფორტუნა მამაცემს სწყალობს".
მკითხველის კომენტარები / 13 /
საქართველოს ნაკრებში სულ 5-6 კაცი თამაშობს ფეხბურთს და მარტო ერთი ახსენა, რაც კარგია
ოქრიაშვიკი, ანანიძე, მჭედლიძე და კვერკველია არ უხსენებია მაგათ გარდა მარტო კაშიამდა ვაკომ იცის თამაში დანარჩენებთან ბოდიში მაგრამ 11ს ავსებს.!!!
მე
21:09 28-01-2018
0
კი მაგრამ ამ სტატიაში სუბიექტური რა დაინახა ავტორმა არ მესმის,კი არა და ზედმიწევნით ობიექტური სტატიაა.
sake
18:23 28-01-2018
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული