- რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს მატჩი მოვიგეთ. ყოველთვის ესე არ იქნება. ბრწყინვალე თამაში ვაჩვენეთ პირველ ტაიმში.
მატჩის დასაწყისში ჯანო ანანიძემ მიიღო ტრავმა, ის შესანიშნავი ფეხბურთელია და მის გარეშე ძალიან რთული იქნება. ვიმედოვნებ, მალე მოირჩენს ტრავმას. მას ექიმები აკვირდებიან და ხვალ გვეცოდინება, როდის შეძლებს თამაშს.
ჩვენი გუნდის სახე და პოტენციალი დღეს ვნახეთ, ვაჩვენეთ ის კონცეტრაცია, რაც მნიშვნელოვანია ყველა მატჩის დროს.
კარგია, რომ
- რატომ იყო პირველი ტაიმი და მეორე ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული? ეს ანგარიშის ბრალია თუ ნაკრებს კონცეტრაცია დააკლდა?
- მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, როცა ამდენ ცვლილებას აკეთებ, ხდება რაღაც გადაჯგუფებები და ამის ბრალი იყო ეს.
- ნიკა კაჭარავას წინა ამხანაგურ მატჩებშიც კვიპროსთან და ბელორუსთან მცირე დრო მიეცა, დღევანდელ შეხვედრაში კი საერთოდ არ მიუღია მონაწილეობა. ვიხილავთ თუ არა შემდეგ შეხვედრაში?
- ცხადია, ჩვენ მოვიაზრებთ კაჭარავას შემდეგი თამაშისთვის ძირითადში. დღევანდელ შემადგენლობაში კაჭარავა არ იყო საჭირო, რადგან ჩვენ გვყავდა ძირითადში ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან ჯანო ანანიძე, გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი ქვილითაია და ა.შ
- რა არ მოგეწონათ დღევანდელ შეხვედრაში და რას შეცვლიდით?
- რაც ანგარიში გახდა 4:0 , ჩვენმა ბიჭებმა დაიწყეს პუბლიკაზე თამაში და სხვადასხვა ფინტების გაკეთება. მე რაღაც-რაღაცებზე დავხუჭე თვალი და შემდეგ თამაშებში უფრო რადიკალური ვიქნები ამ მხვრივ.
- როგორ შეაფასებდით მომავალ მეტოქეს ესტონეთის ნაკრებს, რომელიც ლიტვასთან შედარებით ბევრად წინაა რეიტინგში? თან, იმ ფაქტორსაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენ წინა ამხანაგურ შეხვედრაში 3:0 დავმარცხდით?
- ესტონეთის ნაკრები კარგად გამოიყურებოდა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში, ასევე თამაშობენ ძალიან კარგ თავდაცვას და შევეცდებით მათი სიძლიერეები ვაქციოთ მათ სისუსტედ.