ვლადიმირ ვაისი: რაღაც-რაღაცებზე დავხუჭე თვალი, შემდეგში უფრო რადიკალური ვიქნები

AutoSharing Option
საქართველო - ლიტვის ამხანაგური მატჩის (4:0) დასრულების შემდეგ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენცია გამართა.

- რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს მატჩი მოვიგეთ. ყოველთვის ესე არ იქნება. ბრწყინვალე თამაში ვაჩვენეთ პირველ ტაიმში.

მატჩის დასაწყისში ჯანო ანანიძემ მიიღო ტრავმა, ის შესანიშნავი ფეხბურთელია და მის გარეშე ძალიან რთული იქნება. ვიმედოვნებ, მალე მოირჩენს ტრავმას. მას ექიმები აკვირდებიან და ხვალ გვეცოდინება, როდის შეძლებს თამაშს.

ჩვენი გუნდის სახე და პოტენციალი დღეს ვნახეთ, ვაჩვენეთ ის კონცეტრაცია, რაც მნიშვნელოვანია ყველა მატჩის დროს.

კარგია, რომ
დღეს მოვიგეთ, თუმცა უნდა ვიყოთ თანმიმდევრულნი და ხვალიდან ვიწყებთ ესტონეთთან შეხვედრისთვის მომზადებას.

- რატომ იყო პირველი ტაიმი და მეორე ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული? ეს ანგარიშის ბრალია თუ ნაკრებს კონცეტრაცია დააკლდა?
- მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, როცა ამდენ ცვლილებას აკეთებ, ხდება რაღაც გადაჯგუფებები და ამის ბრალი იყო ეს.

- ნიკა კაჭარავას წინა ამხანაგურ მატჩებშიც კვიპროსთან და ბელორუსთან მცირე დრო მიეცა, დღევანდელ შეხვედრაში კი საერთოდ არ მიუღია მონაწილეობა. ვიხილავთ თუ არა შემდეგ შეხვედრაში?
- ცხადია, ჩვენ მოვიაზრებთ კაჭარავას შემდეგი თამაშისთვის ძირითადში. დღევანდელ შემადგენლობაში კაჭარავა არ იყო საჭირო, რადგან ჩვენ გვყავდა ძირითადში ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან ჯანო ანანიძე, გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი ქვილითაია და ა.შ

- რა არ მოგეწონათ დღევანდელ შეხვედრაში და რას შეცვლიდით?

- რაც ანგარიში გახდა 4:0 , ჩვენმა ბიჭებმა დაიწყეს პუბლიკაზე თამაში და სხვადასხვა ფინტების გაკეთება. მე რაღაც-რაღაცებზე დავხუჭე თვალი და შემდეგ თამაშებში უფრო რადიკალური ვიქნები ამ მხვრივ.

- როგორ შეაფასებდით მომავალ მეტოქეს ესტონეთის ნაკრებს, რომელიც ლიტვასთან შედარებით ბევრად წინაა რეიტინგში? თან, იმ ფაქტორსაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენ წინა ამხანაგურ შეხვედრაში 3:0 დავმარცხდით?
- ესტონეთის ნაკრები კარგად გამოიყურებოდა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში, ასევე თამაშობენ ძალიან კარგ თავდაცვას და შევეცდებით მათი სიძლიერეები ვაქციოთ მათ სისუსტედ.
მკითხველის კომენტარები / 24 /
ყველას გილოცავთ! პირველი ნახევარი მართლაც სანაქებოდ ჩაატარეს და გატანილი გოლების მიუხედავად აგრძელებდნენ მეტოქის მისსავე ნახევარზე შევიწროებას და მაღალ პრესინგს.მართლაც რომ გუნდი თამაშობდა და პრაქტიკულად არავის გამოყოფა არ მინდა. აი მეორე ნახევარი კი რა გითხრათ. აბურჯანიამ კი არ მოუმატა, არამედ დღითიდღე უკლებს, ტყუილად არ ზის მეორე ლიგიდან პრაქტიკულად უკვე გავარდნილი გუნდის სათადარიგო სკამზე. არაბული გინდ ყოფილა მეოდენზე, გინდ არა. მერებაშვილიც ძალიან შეზღუდული უნარების მქონე მოთამაშეა. კვეკესკირს კი ეტყობა, რომ არაა ფორმაში(მხოლოდ ერთი კარგი პასი). ჰოდა საკვირველი სულაც არ არის მეორე ტაიმი რომ ჩავაგდეთ. ჯანოსი კი რა უნდა თქვას კაცმა, რუსი ჟურნალისტის ნათქვამისა არ იყოს ნიავის დაბერვისას იღებს ტრავმას, არადა როგორ გვჭირდება მისნაირი ხალხი. იმედია ოქრი დაბრუნდება და შუა ხაზში არჩევანი გაიზრდება. ბოლოს დავამატებდი, რომ მარცხენა მცველ ნავალოვსკის დროულად უნდა შევურჩიოთ ალტერნატივა და მის ადგილზე ურიგო არ იქნებოდა ლაკვეხელიანი გამოგვეცადა.
emigranti
22:32 24-03-2018
1
ჩემო გალაქტიონ შენ და ლელო არ წერდით ამასწინათ ვაისი უნდა წავიდეს ნაკრებიდანო? სად გაქრა შენი პათოსი
Semi
21:35 24-03-2018
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული