ვლადიმირ ვაისი: რაღაც-რაღაცებზე დავხუჭე თვალი, შემდეგში უფრო რადიკალური ვიქნები

AutoSharing Option
საქართველო - ლიტვის ამხანაგური მატჩის (4:0) დასრულების შემდეგ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენცია გამართა.

- რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს მატჩი მოვიგეთ. ყოველთვის ესე არ იქნება. ბრწყინვალე თამაში ვაჩვენეთ პირველ ტაიმში.

მატჩის დასაწყისში ჯანო ანანიძემ მიიღო ტრავმა, ის შესანიშნავი ფეხბურთელია და მის გარეშე ძალიან რთული იქნება. ვიმედოვნებ, მალე მოირჩენს ტრავმას. მას ექიმები აკვირდებიან და ხვალ გვეცოდინება, როდის შეძლებს თამაშს.

ჩვენი გუნდის სახე და პოტენციალი დღეს ვნახეთ, ვაჩვენეთ ის კონცეტრაცია, რაც მნიშვნელოვანია ყველა მატჩის დროს.

კარგია, რომ
დღეს მოვიგეთ, თუმცა უნდა ვიყოთ თანმიმდევრულნი და ხვალიდან ვიწყებთ ესტონეთთან შეხვედრისთვის მომზადებას.

- რატომ იყო პირველი ტაიმი და მეორე ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული? ეს ანგარიშის ბრალია თუ ნაკრებს კონცეტრაცია დააკლდა?
- მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, როცა ამდენ ცვლილებას აკეთებ, ხდება რაღაც გადაჯგუფებები და ამის ბრალი იყო ეს.

- ნიკა კაჭარავას წინა ამხანაგურ მატჩებშიც კვიპროსთან და ბელორუსთან მცირე დრო მიეცა, დღევანდელ შეხვედრაში კი საერთოდ არ მიუღია მონაწილეობა. ვიხილავთ თუ არა შემდეგ შეხვედრაში?
- ცხადია, ჩვენ მოვიაზრებთ კაჭარავას შემდეგი თამაშისთვის ძირითადში. დღევანდელ შემადგენლობაში კაჭარავა არ იყო საჭირო, რადგან ჩვენ გვყავდა ძირითადში ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან ჯანო ანანიძე, გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი ქვილითაია და ა.შ

- რა არ მოგეწონათ დღევანდელ შეხვედრაში და რას შეცვლიდით?

- რაც ანგარიში გახდა 4:0 , ჩვენმა ბიჭებმა დაიწყეს პუბლიკაზე თამაში და სხვადასხვა ფინტების გაკეთება. მე რაღაც-რაღაცებზე დავხუჭე თვალი და შემდეგ თამაშებში უფრო რადიკალური ვიქნები ამ მხვრივ.

- როგორ შეაფასებდით მომავალ მეტოქეს ესტონეთის ნაკრებს, რომელიც ლიტვასთან შედარებით ბევრად წინაა რეიტინგში? თან, იმ ფაქტორსაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენ წინა ამხანაგურ შეხვედრაში 3:0 დავმარცხდით?
- ესტონეთის ნაკრები კარგად გამოიყურებოდა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში, ასევე თამაშობენ ძალიან კარგ თავდაცვას და შევეცდებით მათი სიძლიერეები ვაქციოთ მათ სისუსტედ.
მკითხველის კომენტარები / 24 /
ყველას გილოცავთ! პირველი ნახევარი მართლაც სანაქებოდ ჩაატარეს და გატანილი გოლების მიუხედავად აგრძელებდნენ მეტოქის მისსავე ნახევარზე შევიწროებას და მაღალ პრესინგს.მართლაც რომ გუნდი თამაშობდა და პრაქტიკულად არავის გამოყოფა არ მინდა. აი მეორე ნახევარი კი რა გითხრათ. აბურჯანიამ კი არ მოუმატა, არამედ დღითიდღე უკლებს, ტყუილად არ ზის მეორე ლიგიდან პრაქტიკულად უკვე გავარდნილი გუნდის სათადარიგო სკამზე. არაბული გინდ ყოფილა მეოდენზე, გინდ არა. მერებაშვილიც ძალიან შეზღუდული უნარების მქონე მოთამაშეა. კვეკესკირს კი ეტყობა, რომ არაა ფორმაში(მხოლოდ ერთი კარგი პასი). ჰოდა საკვირველი სულაც არ არის მეორე ტაიმი რომ ჩავაგდეთ. ჯანოსი კი რა უნდა თქვას კაცმა, რუსი ჟურნალისტის ნათქვამისა არ იყოს ნიავის დაბერვისას იღებს ტრავმას, არადა როგორ გვჭირდება მისნაირი ხალხი. იმედია ოქრი დაბრუნდება და შუა ხაზში არჩევანი გაიზრდება. ბოლოს დავამატებდი, რომ მარცხენა მცველ ნავალოვსკის დროულად უნდა შევურჩიოთ ალტერნატივა და მის ადგილზე ურიგო არ იქნებოდა ლაკვეხელიანი გამოგვეცადა.
emigranti
24 მარტი 2018 22:32
1
ჩემო გალაქტიონ შენ და ლელო არ წერდით ამასწინათ ვაისი უნდა წავიდეს ნაკრებიდანო? სად გაქრა შენი პათოსი
Semi
24 მარტი 2018 21:35
4
სულ ლიტვასთან კი არ გვექნება თამაშები.
ანდრი
24 მარტი 2018 22:55
4
ნათელი წერტილი ჩაკვეტაძე. ერთადერთი რომელუც თამაშობს გამართულ თანამედროვე ფეხბურთს.
lashamax
25 მარტი 2018 01:09
4
წლები გადის და ერთი და იგივეა. მოიგებენ ერთ ამხანაგურს, გავგიჟდებით სიხარულით. ამას მოყვება ჩასვრა. მოდი ერთხელ ყველა შევთანხმდეთ, არც შევაქოთ და არც გავლანძღოთ. იქნებ ესე მაინც გამოვიდეს რამე.
haha
25 მარტი 2018 11:01
1
ნაკრების დღევანდელი კონტიგენტი საკმარისად ძლიერია იმისათვის რომ დაბალი ესEლონის ნაკრებები ყველგან დაამარცხოს. ეხლა ვაისზეა დამოკიდებული მთავარია ამან არ ჩაისვაროს :)
ძალიან კარგი ახალი თაობაა
lashamax
25 მარტი 2018 12:21
0
რა იყო ხალხო რომელი მეორე ტაიმის ჩაგდებაზეა საუბარი როცა მოგებული იყო თამაში 46-ე წუთზე რა საჭიროა ზედმეტი ძალის დახარჯვა როცა წინ თამაშია უფრო ძლიერ გუნდთან! თან გოლი არ გაგვიშვია რაც კონცენტრაციის არ დაკარგვაზე მიუთითებს! რამდენი მაგალითია დიდი გუნდების სადაც მოგებულ თამაშში აღარ თამშობენ მეორე ტაიმს! ბარსელონა-ხეტაფე 5-0 და რა ვიცი კიდევ რამდენი!
geno
24 მარტი 2018 23:27
5
ოფიციალური თამაში, ან ლიგის თამაში რო იყოს მართალი იქნებოდი, მაგრამ ეს ამხანაგური თამაშია სადაც მწვრთნელი კონკრეტულ დავალებას აძლევს, სისტემებს ცდის, ფეხბურთელებს აკვირდება. პრაქტიკულად - ვარჯიშია და ტესტი და მაგ დროს "მოგებული იყო თამაში და აგულავდნენ" არის სრული არაპროფესიონალიზმი და გეგმის ჩაგდება.

ამაშია საქმე
geno-ს
25 მარტი 2018 01:10
5
ჩემი აზრით ქართველებს რომ ტრავმიანობა არ აწუხებდეს და მთელი გულით ითამაშონ ევროპაში ერთ ერთი საუკეთესოები ვიქნებით არანაკლებ შევედეთის დანიას ჩეხეთის და ეგეთი ნაკრებების დონე მინიმუმ ამათზე ნაკლებები არ ვიქნებით
ტოტტი
24 მარტი 2018 21:59
5
ნამეტანი ილუზიებში ხარ შენ ბიძია-ბაბუა. ლიტვის ნაკრებმა ითამაშა ჭ-კლასის დონის ფეხბურთი. თორემ ნახავთ ყაზახეთთან თუ არ წავაგოთ გასვლაზე.
odala
25 მარტი 2018 09:01
9
ყოჩაღ ვაისი!
ბაზალეთისა ტბის ძირას მყოფი
24 მარტი 2018 21:27
3
ესტონეთთან გამოჩნდება ჩვენი ნაკრებიც და ვაისიც!!! ჩვენი ნაკრების ავადმყოფობაა ერთი თამაშის მოგება და მომდევნო თამაშის ცუდად ჩატარება... მგონი გადაბმულად 2 თამაში არასოდეს მოუგია და ვნახოთ ესტონეთთან...
zura
25 მარტი 2018 09:03
0
არც იყო საჭირო მეორე ტაიმში გოლები .. მეორეშიც რო გაეტნათ ეს უკვე უფრო შეურაცყოფა იქნებოდა ..თამ მეგობრული ქვეყანა და ასე დაჩაგვრაც არ გამოდის. რაგინდათ მშვენიერი ანგარიში იკო მეტი რაექნათ 10 ნოლი გინდოდათ
reali
25 მარტი 2018 15:54
5
daujerebeli raa ver gavige, ashkarad susti nakrebi hkavs litvas, ise rogorz pirveli taimi chaatares iseve unda etamashatq meore taimi, zlieri gundebi aset meore taims ar gvapatieben))) vulozav bichebs gamarjvebas.
qomagi
24 მარტი 2018 21:40
12

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული