ჯანო გასახდელში ტიროდა - ვლადიმირ ვაისი ანანიძის ტრავმაზე საუბრობს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რუსულ გამოცემა "სპორტ ექსპრესთან" ინტერვიუში ჯანო ანანიძის შესახებ ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ფეხბურთელმა ლიტვასთან ამხანაგურ მატჩში მძიმე ტრავმა მიიღო.


- ვიდეოზე ისე ჩანს, თითქოს ჯანომ უვნებელ სიტუაციაში მიიღო ტრავმა...
- დიახ, სამწუხაროდ, ასე. მისთვის ეს სპორტული ტრაგედიაა, ძალიან სამწუხაროა. ის კარგად ვარჯიშობდა, უხაროდა, რომ ითამაშებდა და ეს ძალიან უნდოდა. ეს უბრალოდ შემთხვევითობაა, ჯანომ ცუდად დადგა ფეხი პასის დროს.

- მიხვდით, რომ სერიოზულად იყო საქმე?
- არა,
ეს ჩვენი ადგილიდან შორს მოხდა. იმედი მქონდა, რომ უბრალო დარტყა იყო, მაგრამ ბიჭებმა თქვეს, რომ ჯანო ყვიროდა, ხოლო შემდეგ ექიმმა ივარაუდა, რომ ჯვარედინი იქნებოდა.

- თავად ანანიძე რას ამბობს?
- ჯანო გასახდელშიც კი ტიროდა. მას მხარი დავუჭირე. თამაშის შემდეგ ის შემოწმებაზე წავიდა და იქ ჯვარედინი მყესების დაზიანება დაადასტურეს.

- ანანიძე ახლახან გამოჯანმრთელდა. არ იყო სარისკო მისი მოედანზე პირველი წუთებიდან შეყვანა?
- იცით, რომ ჯანოს გამო სპეციალურად ჩავედი მოსკოვში და "ლოკომოტივი"-"სპარტაკის" მატჩს დავესწარი. შეხვედრის დასრულების შემდეგ მასიმო კარერასთან ვივახშმე. ანანიძის შესახებ ვისაუბრეთ, თუ რამდენად მზად იყო ის. მე ვკითხე: "გინდა, რომ ჯანომ ნაკრებში მხოლოდ 20-30 წუთი ითამაშოს? რა მდგომარეობაშია ფეხბურთელი?" იტალიელმა მიპასუხა, რომ ის ბოლომდე ჯანმრთელია და თამაში შეუძლია. ის, რაც მოხდა, დიდი დარტყმაა ჩვენთვის. ძალიან მეცოდება ასეთი ნიჭიერი ფეხბურთელი და ჩემი წამყვანი მოთამაშე, რომელიც შეტევებს აზრს აძლევს. მხოლოდ მალე გამოჯანმრთელება შემიძლია ვუსურვო.

აღნიშნული ინფორმაცია თავად მოსკოვის "სპარტაკის" მთავარმა მწვრთნელმა მასიმო კარერამაც დაადასტურა.

- ჯანო იდეალურ ფიზიკურ ფორმაში იყო. მართალია, ჯანომ ახლახან მოირჩინა ტრავმა, მაგრამ ლიტვასთან მატჩისთვის მზად იყო. დიახ, ფორმა მას მოედანზე ყოფნის 90 წუთის საშუალებას არ აძლევდა, მაგრამ ის შეხვედრისთვის მზად იყო.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ჯანო ამასაც გაუძლებს,უბრალოდ საცოდაობაა რომ ამდენი ტკივილი მიიღო და ამდენი დრო უცდება.
სოსო
12:13 26-03-2018
1
თვითონ სპარტაკმაც შეიყვანა შეცვლაზე ცოტა ხნის წინ გაყინულ მოედანზე,მგონი ლოკომოტივთან.
გოჩა
13:03 26-03-2018
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული