ანანიძემ სოციალური ქსელით ქომაგებს მადლობა გადაუხადა:"სულ რაღაც ორი საათის წინ დასრულდა ოპერაცია, რომელმაც ექიმების თქმით, წარმატებით ჩაიარა. წინ რეაბილიტაციის პერიოდი მაქვს და ძალიან ვიმედოვნებ, რომ წარმატებით და რაც მთავარია, სწრაფად დასრულდება.
ჩემთვის ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ დამემართებოდა ის, რაც დამემართა. ძირითად შემადგენლობაში ხანგრძლივი არყოფნის შემდეგ დაბრუნებულმა ასეთი ტრავმა მივიღე.
თქვენი მხარდაჭერა და კეთილი სურვილები ჩემთვის სწორედ ახლა იყო მნიშვნელოვანი.