ამ სტატიაში იმ ნაკრებების მომავალ მეტოქეებსა და რეიტინგში მათ ცვლილებებზე დაგელაპარაკებით, ვინც საქართველოსთან ერთად ერთა ლიგის ჯგუფშია.
დავიწყოთ ყაზახეთის ნაკრებით:
სტანიმირ სტოილოვის გუნდს 5 ივნისს ერთი ამხანაგური შეხვედრა აქვს ჩანიშნული. ყაზახები 5 ივნისს საკუთარ მოედანზე აზერბაიჯანის ნაკრებს უმასპინძლებენ.
რაც შეეხება ფიფას რეიტინგს, ყაზახებმა 2 საფეხურით წაიწიეს წინ და ამჟამად 117-ე პოზიციას იკავებენ.
ივნისის თვეში ერთბაშად 3 მატჩი აქვს გასამართი ლატვიის ნაკრებს, რომელიც ახალი მწვრთნელის, მიკსუ პაატელაინენის
ლატვიელები ბალტიის თასზე 2 ივნისს ჯერ ესტონეთს, ხოლო 5 ივნისს ლიტვას ეთამაშებიან. ამხანაგური დაპირისპირების ფარგლებში კი, მათი მეტოქე 9 ივნისს აზერბაიჯანი იქნება.
რაც შეეხება ფიფას რეიტინგს, მათი პოზიცია კვლავაც უცვლელია, რომელიც 139-ე ადგილია.
ჯერჯერობით არცერთი ამხანაგური შეხვედრის შესახებ არ განუცხადებია ანდორის ნაკრებს. მათ უკანასკნელად 21 მარტს ითამაშეს, როდესაც გასვლით შეხვედრაში ლიხტენშტეინი 1:0 დაამარცხეს.
საინტერესოა, რომ ანდორის ნაკრები ფიფას რეიტინგში ლატვიაზე წინაა და 139-ე პოზიცია უკავია.
უეფას ერთა ლიგის შეხვედრები ჩვენს ჯგუფში 6 სექტემბერს, ყაზახეთისა და საქართველოს ნაკრებების დაპირისპირებით გაიხსნება. იმავე დღეს ლატვია ანდორას მიიღებს.