12:45 21-05-2018
ნაცუ ბაშო. IX დღე: ცხრიდან ცხრა - ტოჩინოშინმა დაიეიშოც ასწია და გადაიტანა [VIDEO]
AutoSharing Option
ტოჩინოშინის მეტოქე მესამე მაეგაშირა, იაპონელი დაიეიშო ჰაიატო იყო, რომელთანაც დადებითი ბალანსი 3:1-ზე ჰქონდა. ქართველმა სეკიტორმა თავიდანვე შეძლო მავაშში ხელის ჩავლება და მცირე წინააღმდეგობის მიუხედავად, მეტოქე დოჰიოდან იორიკირით გადაიყვანა.
ტოჩინოშინი ამ გამარჯვებით ბაშოს ერთპიროვნულად ლიდერობს. მას ჩამორჩებიან ერთი გამარჯვებით 40-გზის ჩემპიონი დიდი იოკუძუნა ჰაკუჰო და იოკუძუნა კაკარიუ.
რაც შეეხება გაგამარუს, რომელიც რანგით მეორე ლიგაში ასპარეზობს, მისი მეტოქე ლიგის მეექვსე ნომერი დაიშოჰო იყო, რომელთანაც იორიკირით დამარცხდა. ეს ქართველი ფალავნისთვის მეშვიდე მარცხია და ერთი მარცხის შემთხვევაში მაკე-კოშს (უარყოფითი ბალანსი) გაიფორმებს, რაც ლიგაში მის მეორე ნომრობიდან დაქვეითებას გამოიწვევს.
ხვალ ტოჩინოშინის მეტოქე მეოთხე მაეგაშირა ჩიოტარიუ იქნება, რომელთანაც ბალანსი 3:2-ზე აქვს. იაპონელმა ამ ბაშოზე ჯამში 5 შეხვედრა წააგო და 4-ში მოახერხა გამარჯვება.
მკითხველის კომენტარები / 18 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ყოჩაღ ლევან, ყოჩაღ. ჩემი აზრით, ოძეკობა თითქმის გარანტირებულია და იქნებ დამოუკიდებლობის დღე იმპერატორის თასით დალოცო!
47
0
- "უჰ შენ გენაცვალე!" - ეს სიტყვები აღმომხდა აბდუშაჰილივით რომ აიტაცა და გადაიტანა დოჰიოს გარეთ... :)
42
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული