ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, ერთა ლიგის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში, ორ ამხანაგურ თამაშს ჩაატარებს. ქართველი ფეხბურთელები, ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით, ავსტრიაში მდებარე დაბა ბად ჰერინგში 26 მაისიდან შეიკრიბებიან. ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა უახლოესი ორი ამხანაგური მატჩისთვის 26 მოთამაშისგან დაკომპლექტებული შემადგენლობა დაასახელა.

ეროვნულ ნაკრებში პირველად თამაშის შანსი ეძლევა დონეცკის „ოლიმპიკის“ მეკარე ზაურ მახარაძეს. უკრაინული კლუბის 25 წლის წევრმა საქართველოს მოქალაქეობა მიიღო და გუნდთან ერთად საწვრთნელ შეკრებაზე იქნება. აგრეთვე, ნაკრებში სადებიუტო მატჩის ჩატარების შესაძლებლობა ექნებათ ბექა ვაჩიბერაძეს (რიგასი, ლატვია), გიორგი ბერიძეს (ტრენჩინი, სლოვაკეთი) და
საქართველოს ეროვნულ ლიგაში მოასპარეზე თბილისის "დინამოს" წევრ ლევან ხარაბაძეს.

მნიშვნელოვანი საკლუბო შეხვედრების გამო, კლუბსა და ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბს შორის არსებული კომუნიკაციის საფუძველზე, ავსტრიასა და ლუქსემბურგში დაგეგმილ შეხვედრებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ გიორგი პაპუნაშვილი და ოთარ კაკაბაძე. სავარაუდოდ, ლუქსემბურგთან თამაშის შესაძლებლობა ექნება უნგრეთის ჩემპიონატში მოასპარეზე ბაჩანა არაბულს. ასევე, მალტასთან, ავსტრიაში ჩასატარებელ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებენ ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი და ჯაბა ჯიღაური. სამივე მოთამაშე ნაკრებს ლუქსემბურგში შეუერთდება. ამხანაგურ მატჩებს ტრავმების გამო აგრეთვე რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი გამოტოვებს.

საქართველო-მალტას შეხვედრა ავსტრიის ქალაქ შვაცში 1-ელ ივნისს შედგება. 3 ივნისს საქართველოს ნაკრები ლუქსემბურგში გადაინაცვლებს. ლუქსემბურგისა და საქართველოს საფეხბურთო დაპირისპირება 5 ივნისს გაიმართება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ამხანაგურ მატჩებში:

მეკარეები: გიორგი მაკარიძე ("რიუ ავე", პორტუგალია), როინ კვასხვაძე ("ტორპედო", ქუთაისი), ზაურ მახარაძე ("ოლიმპიკი", დონეცკი)

მცველები: გურამ კაშია ("ვიტესი", ჰოლანდია), ლევან გეგეჭკორი ("რუსთავი", რუსთავი) სოლომონ კვირკველია ("ლოკომოტივი", მოსკოვი), დავით ხოჭოლავა ("შახტარი", დონეცკი), ლაშა დვალი ("პოგონი", პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი ("სკა-ენერგია", რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი ("რიგასი", ლატვია), ლევან ხარაბაძე ("დინამო", თბილისი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი (ორივე - "ტობოლი", ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია ("სევილია", ესპანეთი), ოთარ კიტეიშვილი ("დინამო", თბილისი), ვაკო გვილია ("ლუცერნი", შვეიცარია), ბექა  ვაჩიბერაძე ("რიგასი", ლატვია), საბა ლობჟანიძე ("რანდერსი", დანია), გიორგი ბერიძე ("ტრენჩინი", სლოვაკეთი), გიორგი ჩაკვეტაძე ("გენტი", ბელგია), ვახტანგ ჭანტურიშვილი ("სპარტაკი", ტრნავა, სლოვაკეთი), ჯაბა ჯიღაური ("ორდაბასი", ყაზახეთი)

თავდამსხმელები: ნიკა კაჭარავა ("კორონა", პოლონეთი), ბუდუ ზივზივაძე ("დინამო", თბილისი), ლადო დვალიშვილი ("ჰაპოელ აშქელონი", ისრაელი), ბაჩანა არაბული ("ბალმაზუივაროში", უნგრეთი)

საქართველოს ნაკრები წლის პირველ ოფიციალურ მატჩს 6 სექტემბერს ჩაატარებს. ყაზახეთისა და საქართველოს საფეხბურთო დაპირისპირება უეფას ერთა ლიგის გათამაშების პირველი შეხვედრა იქნება. აღნიშნული შეხვედრა ასტანაში შედგება.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 51 /
არც ერთი თავდამსხმელი მომწონს მსორი
ქუთაისელი-2
22 მაისი 2018 14:38
1
დვალიშვილი რატოოოოოოოოოოოომ??????????? ასეთი რა შესცოდა ერმა ან ბერმაააა???????????? რისთვის ვისჯებიიიიიიით???????
georgian
23 მაისი 2018 12:11
1
სტატუს ქუო, რას მიახტებით თუ დაახტებით ამ დვალიშვილს!!!! მწვრთნელი ასე თვლის და იძახებს. ვინ ყავს და ბებია ყავს ყოფილი ფეხბურთელი და იმის ხათრით იძახებენ თურმე ნაკრებში. ვინ ყავს არა!!!!!!!
meko
22 მაისი 2018 15:01
18
მეკო ჯან, ეტყობა არ იცი,რომ ბებიამისი ყოფილი ფეხბურთელი კი არა, ყოფილი ხოკეისტია, მაგრამ ფეხბურთის ფედერაციასთან ცხოვრობდა და იცნობდა მამებს. ისე სიმართლე რომ ითქვას ადვოკატობის ნიჭით ვერ გამოირჩევი,ჰოდა შეეშვი დაცვას, ხალხი მართალია ბაბუ!
G E L A
23 მაისი 2018 08:52
0
კობახიძეს რატო არ იძახებს?
levani
22 მაისი 2018 13:51
2
lobjanidzes rato ar idzaxes nakrebshi?
geo
23 მაისი 2018 07:04
0
ყველა ვისაც ტრამვა არ ქონდა და გამოსაძახებელია გამოძახებულია, ერთადერთი ვერ ვხვდები გია გრიგალავას რატომ არ იძახებს არ მესმის მარცხენა ფლანგზე არ გვილხინს საერთოდ.
gionat
22 მაისი 2018 14:13
7
სან-კიტსი და ნევისს თუ რაღაცას რო ვეთამაშეთ იმას ხო გაუტანა!!!(მგონი)
levani zesta
23 მაისი 2018 08:38
0
დვალიშვილი, აბურჯანია, ჯიღაური ნამდვილად არ იყვნენ გამოსაძახებელი და კომენტარებში ნახსენები ფეხბურთEლების გამოცდა ბევრად უფრო სასარგებლო იქნებოდა... ან არაბიძეს რას ერჩის ისიც ვერ გავიგე.
emigranti
23 მაისი 2018 02:09
0
Sirbiladze nakrebshi.
Ki .
22 მაისი 2018 15:06
5
ძალიან გამიხარდა დვალიშვილის დაბრუნება ნაკრებში.
ბესო
28 მაისი 2018 19:41
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული