Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია

AutoSharing Option
"ალავესის" ფორვარდმა გიორგი გაგუამ კარიერა შესაძლოა "სლოვანში" გააგრძელოს, ამის შესახებ ინფორმაციას Geo Team-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ქართველი ფეხბურთელის დამატებით პირადად სლოვაკური კლუბის მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისია დაინტერესებული.

ტრანსფერის შესახებ დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, გაგუა "ალავესს" 2020 წელს "მერანის" აკადემიიდან შეუერთდა.

alt"გაგუა მარცხნივ დაარტყამს" - ისრაელის მედია საინტერესო დეტალებზე წერს

altგაგუა და ალავესი ლა ლიგაში გადავიდნენ

მკითხველის კომენტარები / 6 /
სლოვანიდან თუ ეგრევე პრემიელ ლიგის გუნდში წავა რატომაც არა, გადავიდეს.. ახლა უნდა ითამაშოს და იტანოს გოლები რომ ალღო გამოუმუშავდეს.. მაგრამ იმათი ფორვარდი დაიმტვრაო და შანსი აქვსო და.. რავიცი.. იქნება ათამაშონ?
ilar10N YouTube
19:39 13-08-2023
2
უკვე 3 წელია,მანდ ვარჯიშობს.კარგად იცნობენ და რატომ უნდა ჰქონდეთ უნდობლობა?რაკი პირველ გუნდში უხმეს,ესე იგი იმედი აქვთ და აკვირდებიან.შანსსაც აუცილებლად მისცემენ.თუ ბევრი უკლია,ძირითადის დონემდე,თვითონვე ეტყვიან და გაუშვებენ,იჯარით.მანდ სათაკილო არაფერია.ბიჭს ახლა,სათამაშო პრაქტიკა სჭირდება,ყველაზე მეტად.ვაისმა კარგად იცის ქართული ფეხბურთის ავან-ჩავანი და აუცილებლად დაეხმარება გაგუას,თუ რა თქმა უნდა,გუნდმა გაშვება გადაწყვიტა.
სოსო
19:11 13-08-2023
1

სიახლეები პოპულარული