გურამ კაშია: მეტი გოლი უნდა გაგვეტანა და უფრო თავდაჯერებულად მოგვეგო

AutoSharing Option
ამხანაგურ შეხვედრაში მალტის ნაკრების დამარცხების შემდეგ, კომენტარი საქართველოს ნაკრების მცველმა გურამ კაშიამ გააკეთა, რომელიც ფეხბურთის ფედერაციის საიტმა გამოაქვეყნა.

"როდესაც ათი კაცის შემადგენლობით დავრჩით მოედანზე, გავირთულეთ მდგომარეობა. რაც შეეხება პირველ ტაიმს, ძალიან დადებითად შევაფასებ, მითუმეტეს ახალგაზრდა ფეხბურთელების თამაშს, ვისაც დღეს შანსი მიეცა.

ძალიან ბევრი მომენტი შევქმენით და ეს რა თქმა უნდა არის პოზიტიური, რადგან გუნდურობით იქმნება ასეთი მომენტები. მსგავსი თამაშები ძალიან კარგი გამოცდილებაა ახალგაზრდებისთვის, რადგან სადებიუტო თამაშებს ყოველთვის ახლავს ემოცია. კარგია, რომ ათი კაცითაც შევძელით გამარჯვება.

დავიმსახურეთ ეს მოგება, მაგრამ უფრო
მეტი გოლი უნდა გაგვეტანა და უფრო თავდაჯერებულად მოგვეგო. ბოლო თამაშებს პოზიტიურად შევაფასებ, არც ერთი გოლი არ გაგვიშვია და ზედიზედ სამი თამაში მოვიგეთ.

ვფიქრობ სწორი გზით მივდივართ. მწვრთნელიც კმაყოფილია, ფეხბურთელებიც. შეიძლება დღევანდელი თამაშის ხარისხი უკეთესიც ყოფილიყო, მაგრამ არ დაგვავიწყდეს,რომ ჩვენ მოვიგეთ და ეს არის ყველაზე მთავარი. მითუმეტეს სეზონის ბოლოს არ არის იოლი სანაკრებო თამაშები, თან ბევრი წამყვანი ფეხბურთელი გვაკლდა და ესეც გასათვალისწინებელია“- განაცხდა კაშიამ.

alt10-ბალიანი სისტემა: საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების შეფასებები მალტასთან მატჩში

altვლადიმერ ვაისი: მომდევნო მეტოქე უფრო რთულია და გარკვეული ცვლილებები იქნება

altსაქართველო - მალტა 1:0 - ასეთ გუნდს უფრო ადვილად უნდა მოუგო! [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
მალტასთან კიარა უფრო ძლიერ გუნდებთანაც ასე უნდა ითამაშო კარგი იყავი პირველად გაქებ რაც ნაკრებში ხარ.
კახა
16:01 02-06-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული