ჩემპიონი ლატვია და დამაჯერებელი ყაზახეთი - რა ქნეს საქართველოს ნაკრების ერთა ლიგის მეტოქეებმა?

AutoSharing Option
ერთა ლიგის ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეებმა ამხანაგური შეხვედრები გამართეს. საინტერესოა, რომ მარცხი არცერთ მათგანს არ განუცდია.

Sportall.ge ამ სტატიაში სწორედ ყაზახეთის, ლატვიისა და ანდორის ნაკრებების შესახებ გესაუბრებათ.

სტანიმირ სტოილოვის ქვეყნის მთავარ ნაკრებში მოსვლის შემდეგ ყაზახეთი კარგ ფეხბურთს აჩვენებს. გუშინ მათ ასტანაში აზერბაიჯანს უმასპინძლეს და მეტოქე 3:0 გაანადგურეს.

თუ ვინმეს აინტერესებს, გოლის ავტორები "ასტანას" ფეხბურთელები - რომან მურთაზაევი, სერიკზან მუჟიკოვი და ბახტიორ ზაინუტდინოვი გახდნენ.

როდესაც გაირკვა, რომ ყაზახეთი აზერბაიჯანს უმასპინძლებდა, მაშინ სტოილოვმა განაცხადა, რომ მათი შემდეგი მეტოქე საქართველოს ნაკრების სტილში თამაშობსო.

alt

სტანიმირ სტოილოვი: საქართველო და აზერბაიჯანი ერთი სტილის ფეხბურთს თამაშობენ


თამაშის დასრულების შემდეგ კი სულაც თქვა, რომ მის ნაკრებს ერთა ლიგის ჯგუფიდან გასვლა შეუძლია და მთელ ქვეყანას გუშინდელი გამარჯვება მიულოცა.

altყაზახეთის ნაკრების მწვრთნელი: ჩვენ შეგვიძლია ერთა ლიგის ჯგუფიდან გასვლა

ფაქტია, რომ სტოილოვი და მისი ბიჭები საქმეს სერიოზულად უდგებიან და ამ ნაკრებთან იოლი თამაში არ გველის.

ყაზახებს ჩვენთან დაპირისპირებამდე არცერთი მატჩი აღარ აქვთ დაგეგმილი. 9 სექტემბერს კი ასტანას "ჯვაროსნები" ეწვევიან.

ბალტიის თასის გამარჯვებული გახდა ლატვიის ნაკრები. ასე რომ, გუნდის მთავარი მწვრთნელის, მიკა პაატელაინენის დებიუტი წარმატებული გამოდგა.

მისმა ბიჭებმა იანის იკაუნიეკსის გოლით ჯერ ესტონეთი დაამარცხეს, შემდეგ კი ვილნიუსში ლიეტუვასთან ფრეს (1:1) გამორჩნენ და ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ.

ერთა ლიგის დაწყებამდე ლატვიელებს ერთი მატჩი კიდევ აქვთ დაგეგმილი. 9 ივნისს ისინი რიგაში აზერბაიჯანს უმასპინძლებენ.

altსაქართველოს ნაკრების მომავალი მეტოქე ლატვია სტუმრად ლიეტუვას დაუზავდა [VIDEO]


რაც შეეხება ანდორას, ხესუს ალვარესის გაწვრთნილები ქალაქ ალმადაში კაპო ვერდეს ეთამაშნენ და მატჩი უგოლო ფრით, 0:0 დაასრულეს.

ჩვენი და ყაზახების მსგავსად, ერთა ლიგის დაწყებამდე ამხანაგური შეხვედრა არც ანდორას აქვს დაგეგმილი.

ერთა ლიგის D ჯგუფის პირველი ქვეჯგუფის შეხვედრები 6 სექტემბრიდან დაიწყება. ყაზახეთი საქართველოს უმასპინძლებს, ლატვია კი ანდორას დაუხვდება.

altსამწუხაროა - საქართველოს ნაკრებმა უხეიროდ ითამაშა და სუსტ ლუქსემბურგთან დამარცხდა! [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 6 /
რახდება რა დრეში ხართ ზოგჯერ წავაგებთ ზოგჯერ მოვიგებთ რაა გასაკვირი ლუქსემბურქთან თუ ვერ მოვიგეთ >> მაგ ლოგიკით რო ვიმჯელოთ ესპანეთის ნაკერბი 2 წლის უკან ესპანეთში ჩვენმა ნაკრებმა ამხანაგური მატჩი მოუგო 0-1 და ამის გამო არ გაულანძღიათ ესპანეთის ნაკრები რამოხდა ბურთი მრგვალია და ყველაფერი ხდება.. მთავრია მოსაგები თამაშები მოვიგოთ .. ბოლობოლო ბრაზილიამ ფინალში გასულ ჩემპიონატზე წაგო გერმაინსთან სამრცხვინოდ და და მესის არგენტინამ ჩილეს ვერ მოუგო ფინალი ცოპა ამერიკაზე რამოხდა ფეხბურთია .... საქართველოს ნაკრები მონდომებულია და როგორც გამოუდიტ ისე თამაშობს .. ინგლისის ნაკრებს ჯერ წარმატებაზე არ მიუღწევია 60 წლების მერე და რა გუნდი ყავდა ინგლის კი გახსოვტ და რა კლუბური თამაშებია იქ მაგრამ რაცა ნაკრები ყველა ვხედავტ ასე რომ საქართველოს ნაკრებს მთალად ასეც ნუ მოიხსენიბთ მშვენიერი გუნდია ზუსტად შეესაბამება ჩვენ ქვეყანას რა დონეცაა საქართველოში ის დონეა გუნდიც.. 2- ჯერ 2 ოთხია
reali
15:33 12-06-2018
0
ნუ წერთ საქართველოს ნაკრებს ეს არიყო საქართველოს ძირითადი და იქ უნდა მიაწეროთ,რომ საქართველოს მესამე ნაკრები იყო 2 კაცის გამოკლებით კაშიას და კანკავას გარდა.ძირითადის არიან
ლორია

კაკაბაძე კაშია კვერკველია ნავალოვსკი
ყაზიაშვილი ოქრიაშვილი კანკავა ანანიძე
მჭედლიძე ჩაკვეტაძე
მეორე ნაკრები
კვასხვაძე
ლობჟანიძე ხოჭოლავა ( ) ( )
ყენია პაპუნაშვილი ჭანტურია დაუშვილი
ვაწაძე ძალამიძე
და ის ვინც გუშინ იყვნენ 2,3 კაცის გამოკლებით იყო მესამე ნაკრებიი
ვაი თქვენს პატრონს
14:00 06-06-2018
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული