ვლადიმირ ვაისის ავანტიურა თუ სასარგებლო ექსპერიმენტი?

AutoSharing Option
რა სარგებელი მოუტანა საქართველოს ნაკრებს ორმა ამხანაგურმა მატჩმა?

ერთა ლიგაზე ჩვენი ნაკრების მომავალმა მეტოქემ, ყაზახეთის ნაკრებმა ასტანაში აზერბაიჯანი გაანადგურა და მისი მწვრთნელი სტანიმირ სტოილოვი მეტად და მეტად ოპტიმისტურ განწყობაზე დააყენა. ბულგარელი სპეციალისტი ყაზახეთში უკვე 4 წელია მუშაობს და იქაურ ფეხბურთს შესანიშნავად იცნობს. ის ასეთი ანგარიშით გამარჯვებას აშკარად არ ელოდა და თქვა, რომ მეტოქედ სპეციალურად შეარჩია აზერები, რადგან თამაშის სტილით "ჯვაროსნებს" ჰგვანან.

altყაზახეთმა "საქართველოს მსგავსი" ნაკრები გაანადგურა [VIDEO]


მის ოპტიმიზმს საქართველოს ნაკრების სუსტ ლუქსემბურგთან წაგებაც დაედო საფუძვლად, თუმცა მთლად ის არ
უთქვამს, ჯგუფიდან გავალთო - ასე ბრძანა, შეგვიძლია ჩვენი დონის გუნდებს თანაბრად ვეთამაშოთ და ჯგუფიდან გავიდეთო. ვფიქრობ, სტოილოვის ოპტიმიზმი ილუზიურია და თუ რატომ, შევეცდები, ჩამოგიყალიბოთ:

პირველი და უმთავრესი მიზეზი ისაა, რომ ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა ეს შეხვედრები მეორე და შესაძლოა, მესამე შემადგენლობითაც ჩაატარა და ლუქსემბურგთან გაყვანილი შემადგენლობა დონით ისე განსხვავდება ოპტიმალურისგან, როგორც ცა და დედამიწა.

მალტასთან მატჩის პირველმა ტაიმმა ნათლად დაგვანახა, თუ რა შეუძლია ჩვენს გუნდს და შექმნილი 5 ნაღდი საგოლე მომენტიდან თუნდაც 2 რომ გამოეყენებინა, იმ შეხვედრას დიდი ანგარიშით მოიგებდა. მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა დაინახა, ვის რისი შნო და მარიფათი აქვს და ვის შეუძლია მომავალში დაეყრდნოს.

თუმცა, სლოვაკი სპეციალისტის სტრატეგიული და ტაქტიკური გადაწყვეტილებები ხშირად, რბილად რომ ვთქვათ, გაოცებას იწვევდა. პირველ რიგში, მეტოქის კარზე გრძელი გადაცემებით სწრაფი შეტევების მიტანა. ამის გამოყენება, რა თქმა უნდა, აუცილებელია, მაგრამ ეს არაა ჩვენი სტილი და არა მგონია, სარგებელი მოგვიტანოს. უფრო ბურთის დაჭერასა და მეტოქესთან ტექნიკური უპირატესობის რეალიზაციაზე უნდა გაკეთდეს აქცენტი. უნდა გამოიყენო ის, რაც გეხერხება და ველოსიპედის მოგონება არაა საჭირო. მაგალითად, ძველი თბილისის "დინამო" ვერასოდეს ვერ ითამაშებდა კიევის "დინამოს" ან გერმანიის ნაკრებისნაირად.

კიდევ გასაკვირი ვლადიმირის მიერ ზოგიერთი ფეხბურთელის უჩვეულო პოზიციაზე დაყენება გახლდათ, სადაც მათ თავი ვერ წარმოაჩინეს და ეს არცაა გასაკვირი. შეიძლება ეს იმით იყო გამოწვეული, რომ სხვა არჩევანი არ ჰქონდა, ან უბრალოდ, მისი წარუმატებელი ექსპერიმენტი იყო.

ვახტანგ ჭანტურიშვილი

ამ ორმა სპარინგმა დაგვანახა "დინამოს" ახალგაზრდა ნახევარმცველის, ოთარ კიტეიშვილის სათამაშო კლასი და ის, რომ ის უკვე მზადაა პირველ გუნდში სათამაშოდ, მას აქვს ის, რაც ასე ფასეულია: ეხერხება ბურთის დაჭერა, შეტევების წამოწყება და თამაშის სასურველ ტემპში წარმართვა. სწორედ ესაა ქართული ფეხბურთის კოზირი და არა მოედანზე თავქუდმოგლეჯილი სირბილი.

არავინ იცის, დაბრუნდებიან თუ არა სექტემბერში ტრავმირებული თორნიკე ოქრიაშვილი და ჯანო ანანიძე და კიტეიშვილის კარგი, დამაჯერებელი თამაში ერთობ სასიხარულოა. თანაც, ეს ფეხბურთელი სტაბილურია და ღვთის მადლით, ტრავმებისკენ მიდრეკილი არაა. სხვა რომ არაფერი, ჩატარებული შეხვედრები მხოლოდ ამ ფაქტორითაც შეიძლება სასარგებლოდ ჩაითვალოს.

პირველი მატჩი 6 სექტემბერს ასტანაში გვაქვს. აზერებთან დებიუტში მოიპოვეს ყაზახებმა დიდი უპირატესობა, 2 გოლი გაიტანეს და ფაქტობრივად, დასაწყისშივე გადაწყვიტეს მატჩის ბედი. სავარაუდოდ, იმავეს შეეცდებიან ჩვენთანაც და საჭირო კი არაა, აუცილებელია, მათ ამის უფლება არ მივცეთ, ამის საუკეთესო საშუალება კი ბურთის ცენტრში დაჭერა და ტექნიკური უპირატესობის გამოყენებაა.

იქამდე ჯერ 3 თვეა, ბევრი რამ შეიცვლება, ტრავმირებული ფეხბურთელები დაგვიბრუნდებიან და მათ რომც ვერ მოახერხონ ნაკრების დახმარება, ვაისს საკმაოდ დიდი და კარგი არჩევანი აქვს და არაა საჭირო ლუქსემბურგთან წაგებისგან ტრაგედიის შექმნა.

განვმეორდები, 6 სექტემბერს ჩვენ სულ სხვა კლასის გუნდი გვეყოლება და რაც მთავარია, არაა საჭირო, "ჯვაროსანთა" მესაჭემ რაღაც ახალ, გაუმართლებელ სტრატეგიულ და ტაქტიკურ ექსპერიმენტებს მიმართოს, რამეთუ არაა გამორიცხული, ეს ძალიან ძვირად დაგვიჯდეს.

და კიდევ - რატომღაც მომავალი მოწინააღმდეგეებიდან აქცენტი რატომღაც ყაზახებზე გადავიტანეთ და ყურადღება ნაკლებად მივაქციეთ, რომ ლატვიის ნაკრები მისმა ახალმა ფინელმა მწვრთნელმა მიკა-მატი პაატელაინენმა საკმაოდ გამართულად ათამაშა ვილნიუსში ლიეტუვასთან, სადაც მასპინძლებმა ფრის (1:1) მიღწევა მხოლოდ 86-ე წუთზე მოახერხეს და ლატვიამ ბალტიის თასი მოიგო.

სხვათა შორის, პაატილაინენი ადრე ფინეთის ნაკრების მწვრთნელი იყო და კარგად იცნობს საქართველოს ნაკრებს - 2014 წლის მუნდიალის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრები ჯგუფში ფინეთთან ერთად იყო.

ასე რომ, ვლადიმირ ვაისსა და მის სამწვრთნელო შტაბს საფიქრალი და სამუშაო საკმაო აქვთ.

altვლადიმირ ვაისი: არც ერთი შემადგენლობით არ შეგვიძლია წავაგოთ ლუქსემბურგთან!

alt10-ბალიანი სისტემა: საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების შეფასებები ლუქსემბურგთან მატჩში

altსამწუხაროა - საქართველოს ნაკრებმა უხეიროდ ითამაშა და სუსტ ლუქსემბურგთან დამარცხდა! [VIDEO]

alt10-ბალიანი სისტემა: საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების შეფასებები მალტასთან მატჩში

altსაქართველო - მალტა 1:0 - ასეთ გუნდს უფრო ადვილად უნდა მოუგო! [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 21 /
ძველ თბილისის დინამოს ამ საქართველოს ნაკრებს როგორ ადარებთ რა ბურთის ფლობა და ტექნიკური თამაში ადმინ შენ სათვალეები გაქ საყიდელი , სვარკას თამასობენ რა მწრთვნელის ბრალია რამდენი მწრთვნელი უნდა შეიცვალოს რო მიხვდეთ საქმე ფეხბურთელებშია და არა მწრთვნელში ბოჯე მოი რაა კარგია ხო სკამზე ჯდომა და კრიტიკური წინადადებების წერა :D მითუმეტეს რო ძველ დინამოს რო ადარებთ
koka
07 ივნისი 2018 15:32
5
აქ ზოგიერთი, ლუქსემბურგის სიძლიერეზე ლაპარაკობს და სტატისტიკასაც იშველიებს, რაშიც არ შეიძლება არ დავეთანხმოთ, მაგრამ ჩემი აზრით, სისუსტეში ის იგულისხმება, რაც ვაისმა ჩვენი ბიჭების მისამართით თქვა, "ნახეთ სად თამაშობენო თქვენი ფეხბურთელები"-ო, გახსოვთ?.
და იქნებ ის გუნდებიც ჩამოგვითვალოს სადაც ლუქსენბურგელები თამაშობენ, ასეთ შემთხვევაში სუსტები კი არა მთლად წყალწაღებულები მოგეჩვენებათ.
არ ვიცით, ქართველებმა მწვრთნელის როლი ფეხბურთში, არც გვინდა გაგება და ესაა უბედურების სათავე.
goga
07 ივნისი 2018 15:20
2
ძალიან ბევრი კომენტარი წავიკითხე, ბევრიც სტატია. მაინც ყველა ერიდება პირდაპირ ითქვას სათქმელი, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს სტატიები შედარებით კრიტიკული გახდა.გამოჩნდა, რომ ვაისი აშკარად ეძებს ნავალოვსკი-კაკაბაძის ჩამნაცვლებელს და ცენტრფორვარდს და სწორედ ამას ემსახურებოდა ეს ამდენი ექსპერიმენტი, რომელიც ავანტურას დაემსგავსა. აბა თქვენ თვითონ განსაჯეთ, გაამართლა? არა. აშკარაა რომ ფლანგებზე გვყავს ზუსტად ისეთი ფეხბურტელები, რომლებიც კარგად შეითავსებენ გარემარბის ფუნქციებს მთელ ფლანგზე. ებრალიძე და კობახიძე. ორივე კარგ ჩემპიონატში თამაშობს და პრაქტიკა აქვთ. ავთოს გუნდი, რომ არა მცირედი უიღბლობა უმაღლეს ლიგაში იქნებოდა, თუმცა მას ამის დიდი გამოცდილება აქვს. სწორედ გამოცდილი, ფიზიკურად და ინდივიდუალურად მომზადებული ხალხი სჭირდება ნაკრებს ლიგაზე, რადგან ეს გათამაშება მარათონია და მხოლოდ ზემოთ აღნიშნული თვისებების მქონე ბიჭებით დაკონპლექტებულ ნაკრებს ექნება შანსი. მე პირადად მომეწონა ჭანტურიშვილი და კიტეიშვილი / გაითვალისწინეთ სეზონის ბოლო, თან ლიგაზეაქ თამაშები ჭანტუს და ვერ გარისკავდა/, მათ აქვთ პოტენციალი, ეს იგრძნობა და მათ ადგილს ოფიციალურ შეხვედრებში, ამ ეტაპზე სათადარიგოთა სკამზე ვხედავ, რადგან ისინი ვერ თამაშობენ ვაკოს, ჩაკვეს და პაპუს დონეზე, მაგრამ ნაკრებში მათი ყოფნა აუცილებელია. კაშია, დვალი, კვერკვე, ხოჭოლა, ტაბიძე ცენტრები არიან და აქ არიან მხოლოდ პროდუქტიულები. რაც შეეხება ცენტრფორვარდს. მომეწონა ლობჟანიძე, ის იდეალურად არჩევს პოზიციას და ვაისს სწორად რომ დაეყენებია ამ ტესტებში, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ 4-5 გოლი გავიდოდა. გვილია ნაკრებისთვის შეუცვლელია. ასევე ბუდუს მაგივრად სხირტლაძის გამოცდა სჯობდა. ნუ არაბიძეზე არაფერს ვამბობ, მან თავის ენას დააბრალოს. მთელი ქართული საფეხბურთო სამყარო დამეთანხმება, რომ ეს ასეა. აბა რაშია საქმე, ბრმაა ვაისი ? არა მგონია. ხოდა ეს ნაკრები ხალხს ეკუთვნის და ბნელ ოთახში კატას ნუ ეძებთ. გადადეთ გვერძე პირადი გრძნობები, ეს ბიჭები მოიყვანეთ ნაკრებში, თუ ვინმეს ჩამოიყვანთ ათამაშეთ, / მახარაძე და ვაჩიბერაძე. რისთვის მისცეს პასპორტები და ჩამოიყვანეს გაუგებარია/, და მის პოზიციაზე დააყენეთ ხალხი, თორე ვფიქრობ, რომ ეს შეგნებულად კეთდება. ასეა ეს, ყოველ შემთხვევაში ასე სჩანს. აქედან გამომდინარე ეს 2 სპარინგი უშედეგო იყო და ხალხისთვის თვალში ნაცრის შეყრას ემსგავსება. 3 თვე დარჩა და თუ ფედერაცია მოინდომებს, აუცილებელია კიდევ ერთი საკონტროლო მატჩი, სადაც ეს ყველაფერი დალაგდება და ამით დასრულდება და სრულყოფილი გახდება მოსამზადებელი ეტაპი, მიიღებთ კიდეც შედეგს. თვითიმედოვნება დანაშაულია, რადგან ჯანოს, ოქრის და მჭედლოს, ასევე მერებას და ქვილოს იმედი სასექტემბროდ, ფეხბურთის მცოდნეს არ უნდა ჰქონდეს. მე ყველაფერი ვთქვი და ღმერთმა ხელი მოგიმართოთ. წარმატებებს გისურვებთ ყველას. გთხოვთ ნუ დამიბლოკავთ, რადგან ეს ყველაზე მეტად გჭირდებათ დღეს. რა თქმა უნდა არა ვარ ბოროტი.
vaso
07 ივნისი 2018 15:19
3
6 სექტემბერს თუ დავმარცხდით დიდი არაფერი ტრაგედია არ იქნება მანდედანაც! წინ ევროპის შესარჩევი გველის და ვაისი იქ უფრო "გულიანად იმუშავებს"!
ტრეზეგე
07 ივნისი 2018 15:19
4
კარგი სტატიაა სწორია ყველაფერი მაგრამ მესამე შემადგენლობა არ იყო ლუქსთან , პრსოტა ვაისმა იმენა ჩაიწია და იმასქნა, ჯიღაური მარჯვენა "მცველად " კაჭარავას გადამწყვეტ მომენტში გაყვანა , კოჭოლავას ჩამშლელად დაყენება, ლობჟანიძის მარჯვენა გარემარბად თამაშის ბოლოს შემოყვანა , კაროჩე კარგად იმასაქნა რაა ... და ავტორო მწვრთნელს პროსტა მეტი კრიტიკა რაა ...
moro
07 ივნისი 2018 15:10
2
2014ში თუ ჯგუფში ჩვენთან ერთდ იყო ე.ი. საქართველოს ნაკრებს კარგად იცნობს?!! რა ლოგიკაა, ან მწვრთნელისთვის ჭკუის დარიგება რა უბედურობააა, ცენტრი დაიჭიროს და არა გრძელი პასებიო და ა.შ. მოკლედ არაა ჩვენი ჟურნალისტების საშველი რა
ქარ
07 ივნისი 2018 14:43
1
Okriashvili da ananidze tu gveyoleba darcmunebuli var gavalt jgufidan.ananidzes ukvars tavistavze ageba tamadhis iseve rovorc okris.mitumetes orives shoridan kargi dartyma aq da esaa chveni dzaan didi koziri.jarimebs mshvenivrad asrulebs orive.kankava da gvilia.ukan kashia kvirkvelia.shemochrebi metoqis sajarimoshi kakabadze navalovski dzaan sasargebloa.chemi azrit flangebis scrafi shetevebi unda moxdes marjvena marcxena srafi gadanacvlebit da uechveli mougebt kaxaxets tavbrus xveva unda movaxerxerot araa dzan didi problema magati dacvis xazis darbeva vukureb me magat tamashebs.azerbma ki dzaan cudi tamashi achvenes chemi azrit.chven gundtan axlosac ki ararian klasitac da tamashis stilitac ki.mjera ro mougebt ksxaxets ubralot mtlad matze ar girs kuradgebis datmoba
Butxa
07 ივნისი 2018 14:38
0
თქვენ გრამატიკის მასწავლებლები ხართ თუ ფეხბურთის გჯლშემატკივრები??რას კრიტიკოსობთ,წერტილ მძიმეს რასუყურებ, ისდაწერე რასფიქრობ შემადგენლობიდან გამომდინარე....
euhh
07 ივნისი 2018 14:21
2
დვალი ალბათ ყაზახეთან ითამაშებს ფლანგზე, დაცვას გაამაგრებს სტროგად -რომ ფლანგიადნ გოლი არ გავუშვათ - მაგის დაყენების აზრი ეგ იყო ალბათ -

მაგრამ წინ გაგვიჭირდება ნავალოვსკის გარეშე.
მარა რა ვუყოთ ახმახი იგროკები გვჭირდება ახმახ ყაზახებთან
ოთარი
07 ივნისი 2018 13:39
1
ჩემო ვაჟა,კი არ განვმეორდები,არამედ გავიმეორებ.ეს რუსული კლიშეა და შენნაირ განათლებულ ჟურნალისტს რუსული კლიშეები არ ეკადრება.
status quo
07 ივნისი 2018 12:56
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული