ვლადიმირ ვაისი: არც ერთი შემადგენლობით არ შეგვიძლია წავაგოთ ლუქსემბურგთან!

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ლუქსემბურგთან (0:1) ამხანაგური მატჩის შესახებ კომენტარი გააკეთა.

"პირველ რიგში, ჩვენ გვაქვს საგოლე მომენტების რეალიზების პრობლემა. მიუხედავად იმისა, რომ მეორე შემადგენლობით ვთამაშობდით, ვერ უარვყოფთ, რომ ამჟამად ჩვენი შეტევა იყო სუსტი.

ეს ფეხბურთელები უნდა გაიხსნან, კონკურენცია შექმნან მათთან, ვინც შეკრებაზე არ იყო. ჩემი აზრით, ეს არ იყო საკმარისი იმიტომ, რომ ჩვენ გავიტანეთ მხოლოდ ერთი გოლი პენალტით პირველ მატჩში მალტის წინააღმდეგ.

თუმცა ვითამაშეთ ათი ფეხბურთელით და ეს იყო დადებითი შედეგი. ჩემთვის მეორე შეხვედრა იყო გასაკვირი იმიტომ, რომ
არც ერთი შემადგენლობით არ შეგვიძლია წავაგოთ ლუქსემბურგთან ამ თამაშის ხარისხით.

მომენტების რეალიზაცია ძალიან დაბალია. ახალწვეულებიდან კმაყოფილი მხოლოდ ჭანტურიშვილით და კიტეიშვილით ვარ, რომლებმაც შეძლეს კონკურენციის გაწევა სხვა ფეხბურთელებთან.

ერთა ლიგის ჯგუფში ყველა გამარჯვებისთვის იბრძოლებს, რადგან  ეს დიდი შანსია, მიაღწიო წარმატებას და გახვიდე ევროპის ჩემპიონატზე. ეს ეხება ყველა ჩვენს მოწინააღმდეგეს.

ერთა ლიგას ვიწყებთ ყაზახეთში, სადაც მარტივი თამაში არ გველის. ყაზახები ძალისმიერ ფეხბურთს თამაშობენ, ასევე კარგად თამაშობენ ფლანგიდან. დარწმუნებული ვარ, კარგი შემადგენლობით ვიქნებით, ფეხბურთელები დაბრუნდებიან ტრავმების შემდეგ გუნდში, თუმცა ყოველთვის პრობლემაა ტრავმირებულები, ამ შეკრებაზეც გვქონდა ეს პრობლემა.

გვილიამ წითელი ბარათი მიიღო და ვერ დაგვეხმარა. ამიტომ დისციპლინას დიდ ყურადღებას მივაქცევთ. რა თქმა უნდა, ყურადღებას მივაქცევთ ასევე ტაქტიკას და ვეცდებით, გვყავდეს ისეთი შემადგენლობა, რომელიც მოიგებს ყაზახეთში ან დადებით შედეგს აჩვენებს, რადგან პირველი თამაში ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა ვლადიმირ ვაისმა.

alt10-ბალიანი სისტემა: საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების შეფასებები ლუქსემბურგთან მატჩში

altჩემპიონი ლატვია და დამაჯერებელი ყაზახეთი - რა ქნეს საქართველოს ნაკრების ერთა ლიგის მეტოქეებმა?

altლუქსემბურგის ნაკრების მწვრთნელი: გამარჯვება დამსახურებულად მოვიპოვეთ

altსამწუხაროა - საქართველოს ნაკრებმა უხეიროდ ითამაშა და სუსტ ლუქსემბურგთან დამარცხდა! [VIDEO]


მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 14 /
მჭედლიშვილი გამოსცადოს ერთხელ მაინც, კაცი საუკეთესო მცველად დაასახელეს და გუნდსი უმაღლეს ლიგაში გადასვლაში ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, გამოცდის ღირსი არაა?
emigranti
08 ივნისი 2018 04:47
0
რატომ დააყენე ნაკლებად შემტევი შემადგენლობა პირველ ტაიმში, რატომ არ ათამაშე წინ ორი თავდამსხმელი-კაჭარავა და ზივზივაძე ერთად და მათ უკან ბრწყინვალე ფორმაში მყოფი ლობჟანიძე და კიტეიშვილი. მიუხედავად იმისა რომ მესამე შემადგენლობით ვიყავით მაინც აშკარად ვჯიობდით კლასით და ტექნიკით ლუქსემბურგს და თუ წავაგეთ უაზრო ტაქტიკიდან გამომდინარე წავაგეთ
იაგო
07 ივნისი 2018 11:29
0
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტზე რატომ არაფერს არ ამბობთ, მაგას არ ეხება ჩვენი ასეთი წყალწაღებულობა?, პრეზიდენტად წამოჯდომა და პრტყელ-ბრტლელი სითყვებით ლაპარაკი ადვილია, საქმის კეთებაა საჭირო!!!
777
07 ივნისი 2018 10:57
1
ამ კაცს მგონი თამაში არ უნახია
gio
06 ივნისი 2018 23:30
3
რეზერვი არის ნული მხოლოდ კიტეიშვილის და ლობჟანიძის გამოძახება შეიძლება. აბურჯანიას არაფერს ვერჩი მაგრამ ბიჭი სადაა ან რა სპორტის სახეობას თამაშობს არ იცის და ესენი მაინც ტენიან ნაკრებში
ზიზუ
06 ივნისი 2018 22:57
2
გოლები ვისაც გააქვს - კაცი ბომბარდირია ორი წელიწადია ჩვენს ჩემპიონატზე უფრო რეიტინგულ ჩემპიონატში - ზაქარია ბეგლარიშვილი, პრინციპულად არ იძახებს. და იძახებს ბუდუ ზივზივაძეს და ლადო დვალიშვილს... და მერე წუწუნებს რეალიზაცია ნაკლებიაო. აბა, რა იქნება?!
ალეკო
07 ივნისი 2018 00:26
5
და ესპანეთში მოთამაშე აბურჯანია? ეს კაცი ლუქსემბურგთან ასე რომ თამაშობს, შედარებით ძლიერ ყაზახეთთან რაც იქნება, ადვილი წარმოსადგენია.მაგრამ ერთ რამეს ვიტყვი, აი იმათ გასასგონად რაგბს და ფეხბურთს რომ ადარებენ: უჯიგროდ თამაშია ჩვენი ფეხბურთელების მთავარი პრობლემა და არა მარტო ამ ნაკრების. თვითონ თუ უყურებენ თავისი თამაშების ჩანაწერს?!
giorgi
06 ივნისი 2018 22:41
3
ტყუილად იხარჯება ამდენი ფული. არაფერი არ გამოვა ამათგან. ჯობია ვინმე ქართველი მწვრთნელი დანიშნონ...
Status quo
06 ივნისი 2018 21:21
8
ერთი ამ ჭანტურიშვილის ამბავში გამარკვიეთ, წასული ვიყავი და თამაშს ვერ ვუყურე. ჟურნალისტები აკრიტიკებენ, ეს კი აქებს. რომელს დავუჯეროთ?
გულშემატკივარი
06 ივნისი 2018 17:59
0
ერთადერთი შანსი რომ ერთა ლიგაზე ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდეთ გვექნება იმ შემთხვევაში თუ ყველა ჩვენი პირველი გუნდის ფეხბურთელი ფორმაში იქნება და ტრამვა არ ექნება. მაგრამ როდის იყო ბოლოს რომ ეს ასე იყო?! მეორე გუნდის იმედზე ჩვენი მტერი იყოს! ამ ორმა თამაშმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ქეცბაიას მიერ ხშირად გამოთქმული გულისტკივილი, რომ ფეხბურთელები არ ყავდა! ორმა ამხანაგურმა თამაშმა მხოლოდ ე რ თ ა დ ე რ თ ი ნაკრების დონისთვის საკადრისი ფეხბურთელი გამოავლინა - კიტეიშვილი! გაიგეთ ხალხო, საქართველოს არ ყავს საკმარისი ფეხბურთელები რომ შედეგი დადოს!
ლუკა
06 ივნისი 2018 17:57
2
ჭანტურიშვილის რა მოეწონა ამ ადამიანს გამაგებინეთ ვინმემ.
ემილ მპენზა
06 ივნისი 2018 17:47
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული