თითქმის ყველა ყაზახეთის ჩემპიონატიდან - ყაზახეთის ნაკრების შემადგენლობა საქართველოსთან მატჩისთვის ცნობილია

AutoSharing Option
ყაზახეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სტანიმირ სტოილოვმა ერთა ლიგაზე გასამართი მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა.

ბულგარელი დამრიგებლის განკარგულებაში 23 ფეხბურთელი იქნება, საიდანაც რუსეთის ჩემპიონატის ბინადარ "უფას" ფორვარდის, ერკებულან საიდახმეტის გარდა, ყველა ადგილობრივ პირველობაზე თამაშობს.

ყაზახეთის ნაკრების შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები: ნენად ერიჩი (ასტანა), ვლადიმირ პლოტნიკოვი (კაირატი), დმიტრო ნეპოგოდოვი (ტობოლი)

მცველები: სერგეი მალიჰი, ევგენი პოსტნიკოვი, დიმიტრი შომკო, აბზალ ბეისებეკოვი, იური ლოგვინენკო (ყველა - ასტანა), გაფურჟან სიუიუმბაევი, სტანისლავ ლუნინი (ორივე - კაირატი), დიმიტრი მიროშნიჩენკო (ტობოლი)

ნახევარმცველები: ისლამბეკ კუატი, ბაუირჟან ისლამხანი, იან ვოროგოვსკი, მამედ პარაგულგოვი, გეორგი ჟუკოვი
(ყველა - კაირატი), ბაკტიერ ზაინუტდინოვი, სერიკჟან მუჟიკოვი (ყველა - ასტანა)

თავდამსხმელები: ერკებულან ტუნგიშბაევი (ორდაბასი), ალექსეი შჩეტკინი, რომან მურთაზაევი (ორივე - ასტანა), ბაუირჟან ტურისბეკი (ტობოლი), ერკებულან საიდახმეტი (უფა, რუსეთი).

ყაზახეთის ფეხბურთის ფედერაციის საიტი იქვე დასძენს, რომ შემადგენლობაში შესაძლოა, ცვლილებები მოხდეს.

ყაზახები 6 სექტემბერს საქართველოს უმასპინძლებენ, 10-ში კი ანდორას ეწვევიან.

აღსანიშნავია, რომ "ჯვაროსნებთან" შეხვედრისთვის ჩვენმა მომავალმა მეტოქემ ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო.

altყაზახეთის ნაკრების მწვრთნელი: ჩვენ შეგვიძლია ერთა ლიგის ჯგუფიდან გასვლა

altყაზახეთის ნაკრების კაპიტანი დავით ლორია: პირველ ადგილზე გასვლა შეგვიძლია

altყაზახეთის ნაკრების მწვრთნელი: საქართველოსთან დადებითი შედეგის მიღწევის იმედი გვაქვს

მკითხველის კომენტარები / 4 /
ბომბარდირ ბეგლარიშვილს არ იწვევს, გასაგებია და ამჯერად, რომელ შშმ ფეხბურთელს მოიწვევს ვაისი თავდამსხმელის პოზიციაზე, ძალიან მაინტერესებს? ვინც ასე თუ ისე, რაღაცას თამაშობს და 2-3 გოლი გააქვს წელიწადში თავიანთ ჩემპიონატებში, უმეტესობა ისევ ტრავმირებულია და ვინღა დარჩა მოსაწვევი? თავდამსხმელზე მაქვს საუბარი და არა ნახევარმცველზე...
ალეკო
21:44 22-08-2018
0
ყაზახეთის ნაკრები ძალიან შემტევი გუნდია, მითუმეტეს თავის მოედანზე, ჩვენების გამარჯვება რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ ფრეც არ იქნება ურიგო.
s.s.
17:58 22-08-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული