თითქმის ყველა ყაზახეთის ჩემპიონატიდან - ყაზახეთის ნაკრების შემადგენლობა საქართველოსთან მატჩისთვის ცნობილია

AutoSharing Option
ყაზახეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სტანიმირ სტოილოვმა ერთა ლიგაზე გასამართი მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა.

ბულგარელი დამრიგებლის განკარგულებაში 23 ფეხბურთელი იქნება, საიდანაც რუსეთის ჩემპიონატის ბინადარ "უფას" ფორვარდის, ერკებულან საიდახმეტის გარდა, ყველა ადგილობრივ პირველობაზე თამაშობს.

ყაზახეთის ნაკრების შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები: ნენად ერიჩი (ასტანა), ვლადიმირ პლოტნიკოვი (კაირატი), დმიტრო ნეპოგოდოვი (ტობოლი)

მცველები: სერგეი მალიჰი, ევგენი პოსტნიკოვი, დიმიტრი შომკო, აბზალ ბეისებეკოვი, იური ლოგვინენკო (ყველა - ასტანა), გაფურჟან სიუიუმბაევი, სტანისლავ ლუნინი (ორივე - კაირატი), დიმიტრი მიროშნიჩენკო (ტობოლი)

ნახევარმცველები: ისლამბეკ კუატი, ბაუირჟან ისლამხანი, იან ვოროგოვსკი, მამედ პარაგულგოვი, გეორგი ჟუკოვი
(ყველა - კაირატი), ბაკტიერ ზაინუტდინოვი, სერიკჟან მუჟიკოვი (ყველა - ასტანა)

თავდამსხმელები: ერკებულან ტუნგიშბაევი (ორდაბასი), ალექსეი შჩეტკინი, რომან მურთაზაევი (ორივე - ასტანა), ბაუირჟან ტურისბეკი (ტობოლი), ერკებულან საიდახმეტი (უფა, რუსეთი).

ყაზახეთის ფეხბურთის ფედერაციის საიტი იქვე დასძენს, რომ შემადგენლობაში შესაძლოა, ცვლილებები მოხდეს.

ყაზახები 6 სექტემბერს საქართველოს უმასპინძლებენ, 10-ში კი ანდორას ეწვევიან.

აღსანიშნავია, რომ "ჯვაროსნებთან" შეხვედრისთვის ჩვენმა მომავალმა მეტოქემ ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო.

altყაზახეთის ნაკრების მწვრთნელი: ჩვენ შეგვიძლია ერთა ლიგის ჯგუფიდან გასვლა

altყაზახეთის ნაკრების კაპიტანი დავით ლორია: პირველ ადგილზე გასვლა შეგვიძლია

altყაზახეთის ნაკრების მწვრთნელი: საქართველოსთან დადებითი შედეგის მიღწევის იმედი გვაქვს

მკითხველის კომენტარები / 4 /
მშვენიერი ნაკრები გვყავს კარში ზაურ მახარაძე შუაში კვირკველია კაშია მარჯვნივ კაკაბაძე მარცხნივ ნავალოვსკი ჩამშლელები გვილია კანკავა მარცხნივ ჩაკვეტაძე მარჯვნივ ყაზაიშვილი და წინ წაწეული პაპუნაშვილი და ცენტრ ფორვარდი მარტო მჭედლიძე
ტოტტი
20:35 20-08-2018
3
ესენი ვინ არიან არ ვიცი, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენები ვიცი. მართლა ამხანაგური რომ იყოს, და ქულები არ იწერებოდეს უეჭველი წელგამართული ვიქნებოდი, ახლა ამათი უაზრო ნერვიულობა რომ ვიცი, უთამაშობლობა, უფორმობა ... მეშინია.
ჰაჰა
16:51 20-08-2018
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული