მეტოქე: ყაზახეთის ნაკრების შემადგენლობაში ცვლილებებია

AutoSharing Option
ყაზახეთის ნაკრების შემადგენლობაში საქართველოსა და ანდორასთან ერთა ლიგის მატჩებისთვის ცვლილებაა.

ტრავმების გამო ყაზახეთის ნაკრებს ალმათის "კაირათის" მცველი სტანისლავ ლუნინი და ნახევარმცველი მაგამედ პარაგულგოვი გამოაკლდნენ.

ტრავმირებული ფეხბურთელების ნაცვლად, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სტანიმირ სტოილოვმა "კაისარის" ნახევარმცველი დუმან ნარზილდაევი და "კაირათის" მცველი აიბოლა აბიკენი გამოიძახა.

altყაზახეთის ნაკრების შემადგენლობის ანალიზი - ასტანაშივე უნდა მოვიგოთ!

altთითქმის ყველა ყაზახეთის ჩემპიონატიდან - ყაზახეთის ნაკრების შემადგენლობა საქართველოსთან მატჩისთვის ცნობილია



მომზადებულია kff.kz-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 2 /
და რატომ უნდა დაასახელოს? ჯერ საკმაოდ ადრეა.
გუგა
19:41 22-08-2018
1
ბატონი ვაისი როდის აპირებს შემადგენლობის დასახელებას თუ დასასვენებლად არის მალდივებზე და არ ცალია ჯერ. მოვიდა 6 უკვე
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული