გულშემატკივრებს შეხვედრის ბილეთების შეძენა ინტერნეტის საშუალებით, ბმულზე www.tkt.ge/geovlat შეუძლიათ. ბილეთის ფასი 5, 10, 15 და 25 ლარია.
საქართველო-ლატვიის მატჩის ბილეთების ფიზიკური გაყიდვა "დინამო არენის" სალაროებში, მოგვიანებით, 1-ლი სექტემბრიდან დაიწყება.
საქართველოსა და ლატვიის დაპირისპირება 9 სექტემბერს, 20:00 საათზე, "დინამო არენაზე" გაიმართება.
ბილეთის მფლობელი სტადიონზე შესვლას მხოლოდ ბილეთზე მითითებული შესასვლელიდან მოახერხებს.
შეგახსენებთ, რომ 6 სექტემბერს საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პირველ ტურში ყაზახეთს სტუმრად დაუპირისპირდება.
მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით