ფინელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ ერთა ლიგის ჯგუფში ფავორიტი საქართველოს ნაკრებია.
"ვფიქრობ, ერთა ლიგის ჯგუფში ფავორიტი საქართველოს ეროვნული ნაკრებია. ქართველებს ჯგუფში სხვა ნაკრებებზე ძლიერი შემადგენლობა ჰყავთ.
ჩვენ მათთან ვიბრძოლებთ და მაქსიმუმს შევეცდებით, შემდეგ კი ვნახოთ, რა მოხდება.
სავარაუდოდ, ყველაზე რთული ბრძოლის გადატანა სწორედ საქართველოს ნაკრებთან მოგვიწევს.
სექტემბერში ორი განსხვავებული თამაში გვექნება. ანდორასთან ჩემი ფეხბურთელები შეუტევენ, საქართველოსთან კი თავს დაიცავენ.
ამ გამოწვევისთვის ლატვიის ნაკრები მზად არის", -
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ლატვიის ნაკრებების მატჩი "დინამო არენაზე" 9 სექტემბერს, 20:00 საათზე დაიწყება.
მანამდე კი "ჯვაროსნები" 6 სექტემბერს, სტუმრად ყაზახეთს ეთამაშებიან.
საქართველოს მეტოქემ, ლატვიის ნაკრებმა შემადგენლობა დაასახელა
ლატვიის ნაკრების შემადგენლობის ანალიზი - როცა მეტოქეზე ერთი თავით უკეთესი ხარ