ვლადიმირ ვაისი: აქ ქალაქის დასათვალიერებლად კი არა, გამარჯვებისთვის ჩამოვედით

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ერთა ლიგაზე ყაზახეთთან მატჩამდე ერთი დღით ადრე პრესკონფერენცია ჩაატარა, რომელმაც დიდი ინტერესი გამოიწვია.

"ჩვენი მოთამაშეები ჯანმრთელად არიან. შემადგენლობაზე ჯერ ვერ ვისაუბრებ. არის ერთი-ორი პრობლემური პოზიცია, რომელზედაც ჯერ გადაწყვეტილება არ მიმიღია. საბოლოო გადაწყვეტილებას დღეს ჩატარებული ვარჯიშის მერე მივიღებ.

მე მოხარული ვარ, რომ ხვალ სტანიმირ სტოილოვს დავუპირისპირდები. ის ძალიან კარგი მწვრთნელია და ხვალ ერთმანეთის წინააღმდეგ წარვდგებით. ჩვენ მეგობრები ვართ, თუმცა ხვალ მეტოქეები ვიქნებით.

ჩემი აზრით, ყაზახები სწრაფად
და აგრესიულად ითამაშებენ. ორივე გუნდი ფლობს ერთმანეთზე სრულად ინფორმაციას და დიდ როლს ითამაშებს ტაქტიკური გადაწყვეტილებები.

მიუხედავად იმისა, რომ მინდორი ხელოვნურია, იდეალურ მდგომარეობაშია. არ შეიძლება საუბარი იმაზე, თუ რა როლს ითამაშებს საფარი. ჩვენ გვაქვს ჩვენი სტილი და მაქსიმალურად უნდა გამოვავლინოთ. ჩვენი მიზანია, ვაჩვენოთ შემტევი ფეხბურთი და მოვიპოვოთ გამარჯვება. მატჩი საკმაოდ მნიშვნელოვანია და ყოველ ქულას ძალიან დიდი ფასი აქვს.

საქართველოსთვისაც და ყაზახეთისთვისაც მიზანია ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლა. ხვალინდელი მატჩი ამ ფაქტორზე დიდ როლს ითამაშებს. თუმცა ჩვენ აქ ქალაქის დასათვალიერებელად არ ჩამოვსულვართ, გამარჯვება გვსურს.

შანსები თანაბარია, ფავორიტი არ არსებობს, უკეთესი გუნდი მხოლოდ მინდორზე გამოჩნდება. სტოილოვი საკმაოდ ჭკვიანი მწვრთნელია. სტადიონიც, ალბათ, გაივსება და ეს დიდი მუხტი იქნება ფეხბურთელებისთვის", - აღნიშნა ვაისმა.

შეგახსენებთ, ხვალ, 6 სექტემბერს, თბილისის დროით 18:00 საათზე საქართველოს ნაკრები სტუმრად ყაზახეთს დაუპირისპირდება.

altყაზახეთი-საქართველოს მატჩი ისტორიაში შევა

altსტანიმირ სტოილოვი: ჩემი გუნდი ნებისმიერი სქემის წინააღმდეგ სათამაშოდ მზადაა

მკითხველის კომენტარები / 21 /
ტამაში 90 წუტია, ხელოვნურზე ვთამაშობთ, რო რამე, ზამენაზე ვინ შეყავს და ვისით აძლიერებს შეტევას? გამოძახებული უთამაშებელი მიცვალებულებით? აქ ტრამვების დიდი რისკია, თან თურქი მსაჯთა ბრიგადა. არა მაქვს მოგების ილუზია, მიუხედავად ჩემი დიდი სურვილისა
zvare
06 სექტემბერი 2018 14:41
4
აბა თქვენ იცით თუ ფიზიკურად დავჩაგრეთ ჩვენია და რომ იცოდეთ თამაში მსაჯის საფინალო ჩაბრვამდეა.
dato
06 სექტემბერი 2018 10:39
0
არ მახსოვს ასეთი განწყობით ყოფილიყოს ნაკრები წინასამტჩოდ. ყოველთვის ყოყმანით იყო ლაპარაკი შედეგზე და ეხლა მოსაგებად არიან ჩასულები და არც მალავენ. წარმატებები და 3 ქულა ასტანადან.
Dave
06 სექტემბერი 2018 09:54
0
ნოშრევან, არ ვიცი რა ასაკის ხარ, მაგრამ აბსოლიტურად ბავშვურ კომენტარს აკეთებ. შეიძლება ასეც ფიქრობდე, მაგრამ მისი საჯაროდ გაცხადება თამაშის წინ, არის უკეთური საქმე. ნუთუ ვერ ხვდები, რომ ასეთი "აზრიანი" მოსაზრებით, უარყოფით ფსიხოლოგიურ ზემოქმედებას ახდენ ფეხბურთელებზე! ეს ხომ ორჯერ ორი ოთხია და ბავშმაც კი იცის. მოკლედ ფუუუუუუუუუუუუუუუუუ!!!!
gela
06 სექტემბერი 2018 09:53
1
თუ ვაისი თავის ჩვეულ სტილში დააგვიანებს შეცვლებს, მაშინ გაგვიჭირდება... თუ არა და მოვიგებთ.
vaisis kritikosi
06 სექტემბერი 2018 05:07
2
აუცილებლად ვაგებთ. საქართველოს გულშემატკივარი ვარ მაგრამ 23 წელია როდესაც კი მოგების მოლოდინია ყოველთბის ვაგებთ ( სლოვენია, რუმინეთი, ნორვეგია, ...) იმედი ყოველთვის არის მაგრად აგერ მე და აგერ თქვენ. იმედია ვცდები...
ნოშრევან
06 სექტემბერი 2018 01:08
21
მიდით ბიჭებო 4- 0 უნდა მოუგოთ.ისედაც ეკონომიურად იყურებიან თვალში.
დათო ქუთაიაიიი
06 სექტემბერი 2018 00:40
1
ძალიან ვიქადნებით მოგებას და არ არის სინემდვილეში საქმე ამგავარად. როგორც გუნდი, ჩვენზე უფრო შეკრულია, ფეხბურთელები უფრო შეთამაშებული არიან.
კი ბატონო, ჩვენები უფრო უკეთეს კლუბებში არიან მაგრამ გუნდურ თამაშში ეჭვი მკლავს - გვაჯობებენ (https://www.youtube.com/watch?v=tdOskrv5AVc).

ჩვენი წარსულიდან და აწმყოდან გამომდინარე - Меня терзают смутные сомнения....

kote
05 სექტემბერი 2018 23:30
8
მიდით რა ბიჭებო, კაცურად და ლამაზად მოიგეთ რომ შემდეგი მატჩებისთვის საკუთარი ძალების ირწმუნოთ. კაშო არ გაატარო ყაზახები!!!
ლაშა
05 სექტემბერი 2018 22:16
4
თამაშის წინ გასახდელში როგორც რაგბისტები იქცევიან, შემოსძახეთ ერთმანეთს, გაახსენეთ ვისაც არ ახსოვს, რომ მთელი საქართველო გიყურებთ და ანთებულები გამოდით მოედანზე, წარმატებები...
Felisio
05 სექტემბერი 2018 21:53
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული