ვლადიმირ ვაისი: აქ ქალაქის დასათვალიერებლად კი არა, გამარჯვებისთვის ჩამოვედით

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ერთა ლიგაზე ყაზახეთთან მატჩამდე ერთი დღით ადრე პრესკონფერენცია ჩაატარა, რომელმაც დიდი ინტერესი გამოიწვია.

"ჩვენი მოთამაშეები ჯანმრთელად არიან. შემადგენლობაზე ჯერ ვერ ვისაუბრებ. არის ერთი-ორი პრობლემური პოზიცია, რომელზედაც ჯერ გადაწყვეტილება არ მიმიღია. საბოლოო გადაწყვეტილებას დღეს ჩატარებული ვარჯიშის მერე მივიღებ.

მე მოხარული ვარ, რომ ხვალ სტანიმირ სტოილოვს დავუპირისპირდები. ის ძალიან კარგი მწვრთნელია და ხვალ ერთმანეთის წინააღმდეგ წარვდგებით. ჩვენ მეგობრები ვართ, თუმცა ხვალ მეტოქეები ვიქნებით.

ჩემი აზრით, ყაზახები სწრაფად
და აგრესიულად ითამაშებენ. ორივე გუნდი ფლობს ერთმანეთზე სრულად ინფორმაციას და დიდ როლს ითამაშებს ტაქტიკური გადაწყვეტილებები.

მიუხედავად იმისა, რომ მინდორი ხელოვნურია, იდეალურ მდგომარეობაშია. არ შეიძლება საუბარი იმაზე, თუ რა როლს ითამაშებს საფარი. ჩვენ გვაქვს ჩვენი სტილი და მაქსიმალურად უნდა გამოვავლინოთ. ჩვენი მიზანია, ვაჩვენოთ შემტევი ფეხბურთი და მოვიპოვოთ გამარჯვება. მატჩი საკმაოდ მნიშვნელოვანია და ყოველ ქულას ძალიან დიდი ფასი აქვს.

საქართველოსთვისაც და ყაზახეთისთვისაც მიზანია ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლა. ხვალინდელი მატჩი ამ ფაქტორზე დიდ როლს ითამაშებს. თუმცა ჩვენ აქ ქალაქის დასათვალიერებელად არ ჩამოვსულვართ, გამარჯვება გვსურს.

შანსები თანაბარია, ფავორიტი არ არსებობს, უკეთესი გუნდი მხოლოდ მინდორზე გამოჩნდება. სტოილოვი საკმაოდ ჭკვიანი მწვრთნელია. სტადიონიც, ალბათ, გაივსება და ეს დიდი მუხტი იქნება ფეხბურთელებისთვის", - აღნიშნა ვაისმა.

შეგახსენებთ, ხვალ, 6 სექტემბერს, თბილისის დროით 18:00 საათზე საქართველოს ნაკრები სტუმრად ყაზახეთს დაუპირისპირდება.

altყაზახეთი-საქართველოს მატჩი ისტორიაში შევა

altსტანიმირ სტოილოვი: ჩემი გუნდი ნებისმიერი სქემის წინააღმდეგ სათამაშოდ მზადაა

მკითხველის კომენტარები / 21 /
ტამაში 90 წუტია, ხელოვნურზე ვთამაშობთ, რო რამე, ზამენაზე ვინ შეყავს და ვისით აძლიერებს შეტევას? გამოძახებული უთამაშებელი მიცვალებულებით? აქ ტრამვების დიდი რისკია, თან თურქი მსაჯთა ბრიგადა. არა მაქვს მოგების ილუზია, მიუხედავად ჩემი დიდი სურვილისა
zvare
14:41 06-09-2018
4
აბა თქვენ იცით თუ ფიზიკურად დავჩაგრეთ ჩვენია და რომ იცოდეთ თამაში მსაჯის საფინალო ჩაბრვამდეა.
dato
10:39 06-09-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული