"ნახევარდაცვაში გიორგი ჩაკვეტაძეა გამორჩეული - შესანიშნავი ქართველი ტალანტი, ბელგიური "გენტის" ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი, რომელსაც ნათელი გონება აქვს. ამ ბიჭს მართლა შეუძლია გატანჯოს ჩვენი დაცვა, - აღნიშნავს "პროსპორტი".
ამ პორტალზე გამოქვეყნდა წერილი - "პოსტსაბჭოთა სივრცის 7 ტალანტი", ამ შვიდეულში ჩაკვეტაძეა შეყვანილი და ასეა დახასიათებული:
"საქართველოში ყოველთვის იყვნენ ტექნიკური შემტევი ფეხბურთელები, ამის პრობლემა არასოდეს არ ჰქონიათ და
რაც შეეხება ჩაკვეტაძეს, სანამ "გენტში" გადავიდოდა, თბილისის "დინამოს" პრეზიდენტი რომან ფიფია ამბობდა, რომ მისი სამსახურით "ტოტენჰემი", "ბაიერი" და "ჰოფენჰაიმი" იყვნენ დაინტერესებულნი. თუმცა, "გენტი" და ბელგიის ჩემპიონატი მისი კარიერისთვის იდეალური სასტარტო მოედანია, სადაც თამაში კევინ დე ბრიუნემ დაიწყო.
"გენტში" სადებიუტო სეზონში მან 19 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა, ნაკრებში გამოიძახეს და მწვრთნელის ვლადიმირ ვაისის იმედები გაამართლა - ლიეტუვას გოლი გაუტანა".
იმედია, გიორგი არც ყაზახებს არ "დასწყვეტს გულს" და მათაც გაუტანს გოლს.
რაც შეეხება შვიდეულის სხვა ფეხბურთელებს, ესენი არიან: ვიქტორ ციგანკოვი (კიევის დინამო), ელდორ შომორუდოვი (როსტოვი), ალეკსანდრ გოლოვინი (მონაკო), ვაან ბაჩახჩიანი (ჟილინა), ანდრეი ლუნინი (ლეგანესი) და ერკებულან სეიდახმეტი (უფა). ნუ, როგორც იტყვიან, გემოვნებაზე არ დავობენ...
ვლადიმირ ვაისი: აქ ქალაქის დასათვალიერებლად კი არა, გამარჯვებისთვის ჩამოვედით