სტადიონზე ანშლაგს ელოდებიან. როგორც ყაზახეთის ნაკრების პრესსამსახურში გვითხრეს, 27 000-ზე მეტი ბილეთი უკვე გაყიდულია. ცნობისათვის, "ასტანა არენა" 30 200 ადამიანს იტევს.
მატჩის შესახებ ინფორმაცია მთელს ქალაქშია გამოკრული: სავაჭრო ცენტრებში, ქუჩებში, შენობებზე და ტრანსპორტში.
მოლოდინი საკმაოდ დიდია, ხალხი ერთა ლიგის დაწყებას ელოდება. მოკლედ, ყაზახეთის ნაკრებს გულშემატკივრობა არ მოაკლდება და სავარაუდოდ სტადიონი ბოლომდე გაივსება.
მატჩზე დასასწრებად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით ჩამოსულია 25-მდე ქომაგი,
ვლადიმირ ვაისი: აქ ქალაქის დასათვალიერებლად კი არა, გამარჯვებისთვის ჩამოვედით