ყაზახეთისა და საქართველოს ნაკრებების პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა

AutoSharing Option
ერთა ლიგაზე ყაზახეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩის პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა

კარგი დასაწყისი საქმის ნახევარიაო და ერთა ლიგაზე ჩატარებულ პირველ შეხვედრას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მას უნდა დაენახვებინა ყველასთვის, თუ რისი შემძლენი არიან "ჯვაროსნები"  და რამდენად ობიექტურია ქართველი გულშემატკივრების უმრავლესობის ოპტიმიზმი, რომელმაც ყაზახების გაღიზიანება გამოიწვია.

ყაზახების უპირატესობა საკუთარ მოედანზე თამაშია და ისინი შეხვედრის წინ აცხადებდნენ, რომ საქართველოს ნაკრები ე.წ საშინაო გუნდია.

რა თქმა უნდა, ასტანას სტადიონის ხელოვნურ, ძალზედ სპეციფიკურ მოედანზე თამაში მასპინძელთათვის უფრო ადვილია, რადგან ასეთ საფარზე ასპარეზობას მიჩვეულნი არიან და
თანაც, მასზე ტრავმის მიღების ალბათობა უფრო მეტია.

მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა სტანიმირ სტოილოვამა აზერბაიჯანთან მოგებულ მატჩის სასტარტო შემადგენლობასთან შედარებით ერთადერთი ცვლილება განახორციელა - ტუნგიშბაევის ნაცვლად ჟუკოვი გაიყვანა მოედანზე. შეგახსენებთ, აზერები ყაზახებმა 3:0 დაამარცხეს და მე-14 წუთზე 2:0 დაწინაურდნენ. ამდენად, ალბათ ისინი ამჯერადაც სასტარტო შტურმის მოწყობას და სწრაფი გოლის გატანას აპირებდნენ.

რაც შეეხება საქართველოს ეროვნული გუნდის მწვრთნელის ვლადიმირ ვაისის მიერ შერჩეულ თერთმეტეულს, მოულოდნელობა გახლდათ ძირითადში კვეკვესკირის დაყენება. თუმცა, ეს ალბათ, უფრო იმით იყო განპირობებული, რომ ის ყაზახეთის ჩემპიონატზე ასპარეზობს და იქაურ ფეხბურთს კარგად იცნობს. მოკლედ ვაისმა 4-2-3-1 ტაქტიკა აირჩია.

მასპინძლებმა თავიდანვე შეუტიეს და მე-6 წუთზე საჯარიმოს უფლება მოიპოვეს, რომელიც ისლამხანმა არაზუსტად შეასრულა. ჩვენმა გუნდმა ყაზახთა პირველი შეტევები მოიგერია და იქით დაიწყო იერიშების მიტანა - ხიფათის გარეშე. ორივე გუნდმა ერთმანეთს ზონები გადაუკეტა და ნაკლებად სანახაობრივი, თანაბარი თამაში წავიდა.

21-ე წუთზე კვეკვესკირმა შორიდან დაარტყა ბურთი, მაგრამ მეკარემ მოიგერია. შემდეგ კი ჩაკვეტაძის წამოწყებული შეტევა ჩვენმა გუნდმა გოლით ვერ დააგვირგვინა - ბურთი მცველმა ზედ კარის ხაზიდან გამოიტანა.

31-ე წუთზე კი კინაღამ გოლი ლორიას შეცდომის შედეგად გავუშვით, რომელმაც ბურთი უხეიროდ მოიგერია, მასპინძელთა თავდამსხმელმა დაარტყა და ნავალოვსკიმ აკრობატულ ნახტომში გადაგვარჩინა.

ასტანა. "ასტანა არენა".
ყაზახეთი - საქართველო 0:0

ყაზახეთი: ერიჩი, მალი, პოსტნიკოვი, კუატი, მუჟიკოვი, ისლამხანი, ჟუკოვი, შეტკინი, მურტაზაევი, შომკო, ბეისებეკოვი

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, კვირკველია, ნავალოვსკი, კვეკვესკირი, კანკავა, ყაზაიშვილი, ქვილითაია, მერებაშვილი, ჩაკვეტაძე


მკითხველის კომენტარები / 8 /
kashias golebs velodebit!!!
სანდრო
19:56 06-09-2018
6
მერებაშვილმა მოიგო თამაში. ქეცბაიას ტაქტიკა გაცოცხლდა
სოუსა
19:55 06-09-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული