ჩაკვეტაძის ულამაზესი გოლი - საქართველოს ნაკრებმა ყაზახეთი დაამარცხა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგა გამარჯვებით დაიწყო - სტუმრად ყაზახეთი 2:0 დაამარცხა.

არის პირველი გამარჯვება! არის პირველი 3 ქულა!

გილოცავთ!

კარგი დასაწყისი საქმის ნახევარიაო და ერთა ლიგაზე ჩატარებულ პირველ შეხვედრას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. მას უნდა დაენახვებინა ყველასთვის, თუ რისი შემძლენი არიან "ჯვაროსნები"  და რამდენად ობიექტურია ქართველი გულშემატკივრების უმრავლესობის ოპტიმიზმი, რომელმაც ყაზახების გაღიზიანება გამოიწვია.

ყაზახების უპირატესობა საკუთარ მოედანზე თამაში იყო და ისინი შეხვედრის წინ აცხადებდნენ, რომ საქართველოს ნაკრები ე.წ საშინაო გუნდია.

რა თქმა უნდა, ასტანას სტადიონის ხელოვნურ, ძალზედ სპეციფიკურ მოედანზე თამაში მასპინძელთათვის
უფრო ადვილი გახლდათ, რადგან ასეთ საფარზე ასპარეზობას მიჩვეულნი არიან.

მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა სტანიმირ სტოილოვამა აზერბაიჯანთან მოგებულ მატჩის სასტარტო შემადგენლობასთან შედარებით ერთადერთი ცვლილება განახორციელა - ტუნგიშბაევის ნაცვლად ჟუკოვი გაიყვანა მოედანზე. შეგახსენებთ, აზერებაიჯანელები ყაზახებმა 3:0 დაამარცხეს და მე-14 წუთზე 2:0 დაწინაურდნენ.

რაც შეეხება საქართველოს ეროვნული გუნდის მწვრთნელის ვლადიმირ ვაისის მიერ შერჩეულ თერთმეტეულს, მოულოდნელობა გახლდათ ძირითადში კვეკვესკირის დაყენება. თუმცა, ეს ალბათ, უფრო იმით იყო განპირობებული, რომ ის ყაზახეთის ჩემპიონატზე ასპარეზობს და იქაურ ფეხბურთს კარგად იცნობს. მოკლედ, ვაისმა 4-2-3-1 ტაქტიკა აირჩია.

მასპინძლებმა თავიდანვე შეუტიეს და მე-6 წუთზე საჯარიმოს უფლება მოიპოვეს, რომელიც ისლამხანმა არაზუსტად შეასრულა. ჩვენმა გუნდმა ყაზახთა პირველი შეტევები მოიგერია და იქით დაიწყო იერიშების მიტანა - ხიფათის გარეშე. ორივე გუნდმა ერთმანეთს ზონები გადაუკეტა და ნაკლებად სანახაობრივი, თანაბარი თამაში წავიდა.

21-ე წუთზე კვეკვესკირმა შორიდან დაარტყა ბურთი, მაგრამ მეკარემ მოიგერია. შემდეგ კი ჩაკვეტაძის წამოწყებული შეტევა ჩვენმა გუნდმა გოლით ვერ დააგვირგვინა - ბურთი მცველმა ზედ კარის ხაზიდან გამოიტანა.

31-ე წუთზე კინაღამ გოლი ლორიას შეცდომის შედეგად გავუშვით, რომელმაც ბურთი უხეიროდ მოიგერია, მასპინძელთა თავდამსხმელმა დაარტყა და ნავალოვსკიმ აკრობატულ ნახტომში გადაგვარჩინა.

მეორე ტაიმი ყაზახეთის ნაკრების შეტევებით დაიწყო, ცენტრალურმა მცველებმა პოზიციური შეცდომა დაუშვეს და შეტკინს დარტყმისას ხელი ნავალოვსკიმ შეუშალა, რომელმაც დაზღვევაზე ითამაშა.

59-ე წუთზე ყაზაიშვილმა მერებაშვილი მეკარეს პირისპირ შეჰყარა, მაგრამ მან მისი მოტყუება სცადა, რაც არ გამოუვიდა და ჩინებული მომენტი დაიკარგა.

ერთი სიტყვით, ერთ შეცდომამდე წავიდა თამაში.

65-ე წუთზე ვაისმა ქვილითაია გვილიათი შეცვალა და შემადგენლობა უფრო დაცვითი გახადა. მასპინძლები უპირატესობას დაეუფლნენ და კონტრშეტევაზე ჩაკვეტაძემ ბრწყინვალე გოლი გაიტანა. გოლი და რა გოლი! აი, ესაა რასაც ჰქვია ფეხბურთელი, რომელსაც მარტოს შეუძლია მატჩის ბედი გადაწყვიტოს.

მერე ლორიამ ოდნავ მახვილი კუთხიდან მოიგერია ბურთი, კონტრშეტევაზე ისევ ჩაკვეტაძე გაიჭრა, ყაზაიშვილს უპასა, მის დარტყმულ ბურთს კი მალიმ საკუთარი კარის ბადეში მიუჩინა ადგილი.

დარჩენილ დროში სტოილოვის შეგირდებმა უშედეგოდ შეგვიტიეს და საქართველოს ნაკრებმა გაიმარჯვა, ჩაკვეტაძემ კი ტურნირზე პირველი გოლი გაიტანა და ისტორიაში შევიდა.

ასტანა. "ასტანა არენა". 28 736 მაყურებელი
ყაზახეთი - საქართველო 0:2
გოლი: 0:1 ჩაკვეტაძე (69), 0:2 მალი (საკ. კარში)

ყაზახეთი: ერიჩი, მალი, პოსტნიკოვი, კუატი (ტურისბეკი 75), მუჟიკოვი, ისლამხანი (ზაინუტდინოვი 81), ჟუკოვი, შეტკინი, მურტაზაევი (სეიდახმეტი 88), შომკო, ბეისებეკოვი

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, კვირკველია, ნავალოვსკი, კვეკვესკირი, კანკავა, ყაზაიშვილი (ხოჭოლავა 84), ქვილითაია (გვილია 65), მერებაშვილი, ჩაკვეტაძე (ოქრიაშვილი 74)

altვლადიმირ ვაისი: იდეალურად არ გვითამაშია, მაგრამ მთავარი მეტოქე სტუმრად დავამარცხეთ

altსტანიმირ სტოილოვი: საქართველო ფავორიტად რჩება - ომი არ დასრულებულა

altნენად ერიჩი: საქართველომ დამსახურებულად გაიმარჯვა

მკითხველის კომენტარები / 85 /
გილოცაააააავთ! ისე ვაისის შეცვლებს და სასტარტოს ვერასდროს ვერ გამოიცნობს კაცი!არალოგიკური კაცია!
KIKA
07 სექტემბერი 2018 10:48
0
ე ბიჯო,
ტური გადადეს მთელ ყაზახეთში და ამ თამაშისთვის ემზადებოდნენ, მთელი 10 დღე;
ჩვენებმა 1 დღეც ვერ ჩაატარეს სრულყოფილი ვარჯიში;
თან ჩვენ სულ ლეგიონერები გვყავს მათგან განსხვავებით და ყველამ თვითმფრინავში უფრო მეტი დრო გაატარა ვიდრე მწვანე მინდორზე;
და კიდე მინდორიცაა და მინდორიც, ხელოვნურზე ვეთამაშეთ;
გასაგებია რო ეიფორიაში არ უნდა ჩავარდეთ და სუპერ-გუნდი რომ ვიყოთ დ კალათში კი არა ა-ში ვიქნებოდით. შეირგეთ ეს მოგება და შეგვარგეთ რა უბედურებაა... კრიტიკა ძაან კაი და საჭიროა, მარა ისე ჩანს თითქოს ბევრს ,,გაუტყდა" რო სალაპარაკო და საწერი არ მიეცათ ბევრი...
Irakli Apkhaidze
07 სექტემბერი 2018 10:29
2
ძალიან ძნელია ხელოვნურზე თამაში, ჩვენები ისე დარბოდნენ მოედანზე გეგონებოდა 1 წლის უვარჯისებლები იყვნენ, ძალიან მძიმედ გადაადგილდებოდნენ, სისწრაფეებიც დავარდნილი იყო, ვფიქრობდი იქნებ არ წავაგოთთქო მაგრამ ძლიერმა მაინც მოიგო, ეს გუნდი ბევრად ხარისხიან და სწრაფ და შემტევ ფეხბურთს აჩვენებს მინდორზე და დარწმუნდებით მალე ლატავიასტან მაგაშიც, მერებაშვილი კი არა ისეთი დონის ფეხბურთელები აფუჭებენ მომენტებს რომლებიც 100 მეტი ღირს ბაზარზე ვიდრე მერებაშვილია.. ზოგადად ეს თამაში მოიგო ჩვენმა მწვრთნელმა ვაისმა, დროული შეცვლები გააკეთა და რაც ყველაზე პოზიტიურია სათადარიგოდან თამაშის გაძლიერება შეგვიძლია !!!!
თაზო
07 სექტემბერი 2018 10:28
3
გამარჯვებას გილოცათ ყველას, ყველას. ძალიან იშვიათად ხდება, როცა მოგებულ გუნდებს შეცდომების გარეშე ჩაეტარებინოთ მთელი თამაში და ამაზე დიდი ყურადღების გამახვილება, როცა მოგებით უნდა ვტკბებოდეთ არასწორად მიმაჩნია. ამაზე მწვრთნელი იმუშავებს ბიჭებთან. თუ გავიხსენებთ, რომ გუნდს გაზაფხულის შემდეგ არ უთამაშიათ და თანაც თამაშის წინ ორიოდე დღით ადრე შეიკრიბნენ, მეტ ხარისხს ნამდვილად არ ველოდი. ახლა მთავარია ტემპი შევინარჩუნოდ და ლატვიასთან დავამტკიცოთ, რომ ყაზახებთან მოგება იყო კანონზომიერი და სერიოზულ გუნდად ჩამოვყალიბდით.
გიზოგ
07 სექტემბერი 2018 10:27
2
რა შუაშია , ბოღმა და ღვარძლი? ხალხი ხედავს ყველაფერს,, მერებას ნუ ეწყინება და ვერ იყო სანაკრებო დონეზე!!! და რა ? არ თქვას ხალხმა?? ყველამ შევამჩნიეთ ეს,, თორე ვის რა უნდა უნდოდეს პირადულად?! როცა ფორმაში იყო , ხალხი ხო ითხოვდა გამოძახებას? უნდა იცოდნენ ფეხბურთელებმა რო ვუყურებთ და ბრმები არ ვართ!!! /// 9-ში სამი ქულა მგონია რო ჯიბეში გვაქ უკვე...////
Vasili
07 სექტემბერი 2018 10:09
1
ნავალოვსკიმ 100%-იანი გოლისგან იხსნა საქართველოს ნაკრები, რომელიც რომ გასულიყო არავინ იცის როგორ დასრულდებოდა თამაში. ჩაკვეტაძემ ბრწყინვალე გოლი გაიტანა! კრიტიკისგან ეხლა თავს შევიკავებ, მადლობა ბიჭებს!
ლაშა
07 სექტემბერი 2018 10:03
0
ყველას გვახსოვს ალბათ მოწინააღმდეგის მაისურით ბევრი ქართველი იყო ტრიბუნაზე.იტალიასთან მატჩი იყო მგონი.მოკლედ ეს რომელიღაც ეხბურთელის ამოჩემება მიზანმიმართული ქმედება მგონია.გახსოვთ ალბათ ფაჩულიამ ძველებურად ვერ ითამაშა შარშან და რა დღეში იყო ბევრი ვაი გულშემატკივარი.კანკავაზეც იყო ასეთი უაზრო შეტევები.კაშიაზე გასაგებია რატომაც არი აგრესია მაგრამ სხვა შემთხვევაში აშკარად გადაჭარბებულია კრიტიკა.
პაატა
07 სექტემბერი 2018 09:53
5
მერებაშვილის ამდენი ლანძღვა ძალიან მიკვირს. კი შეცდომები და უშვა, მომენტი ვერ გამოიყენა და შეიძლება სხვა ბევრი რამე ვთქვათ კიდევ. უბრალოდ ერთი რასაც დავაკვირდი, მერებეშვილის ფლანგიდან შედარებით იშვიათად იწყებოდა შეტევები. როგორც ჩანს დაცვაზე აქცენტიც ჰქონდა დავალებული მწვრთნელისგან. იმედი მაქვს ლატვიასთანაც დააყენებს მწვრთნელი და დარწმუნებული ვარ ბევრად უკეთეს თამაშს ვნახავთ. წარმატებები გიორგი მერებაშვილს!
გიორგი
07 სექტემბერი 2018 09:32
6
არის!!!!! კი გაგვიჭირდა, გოლი აქეთაც უნდა მიგვეღო მაგრამ გაგვიმართლა, უნდა მოგვეგო და მოვიგეთ. იცით ტამაში ბედიც გწყალობთ და მგონი დროააა!!!!
asaqsdasa
07 სექტემბერი 2018 08:59
0
მერევაშვილმა გულიანად ითამაშა და ამისთვის მადლობა მაგრამ მგონი რომ აჯობებდა არაბიძეც და პაპუნაშვილიც . ან შეცვლაზე მაინც შემოეყვანა ვაისს გაავსო მცველებით სტადიონი კაში კვირკველია ხოჭოლავა გვილია კანკავა კაკაბაძე ნავალოვსკი ყველა დაცვაში იდგნენ ჯანო გვაკლია მაგრათ რომელიც ბურთს დაიჭერს და გააზრებულ პასს გააკეთებს
ტოტტი
07 სექტემბერი 2018 08:28
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული