ერთა ლიგის სასტარტო მატჩში საქართველოს ნაკრებთან დამარცხების შემდეგ ყველა ყაზახურმა სპორტულმა გამოცემამ და ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ თანაბარი თამაში იყო, მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, მაგრამ შანსები უკეთ მეტოქემ გამოიყენა. უფრო ობიექტური მოწინააღმდეგის სერბი მეკარე ნენად ერიჩი იყო.
"ახლა არ შეიძლება იმაზე ლაპარაკი, იყო თუ არა თანაბარი თამაში. მთავარია შედეგი. პირველი ტაიმი კარგად ჩავატარეთ, მეორე ტაიმში შეცდომები დავუშვით და გოლები გავუშვით. საქართველომ დამსახურებულად გაიმარჯვა. კი ვფლობდით ინიციატივას, თუმცა ამას კონკრეტიკა არ მოჰყვა.
უპირატესობა ჩვენს მხარეს იყო, მაგრამ ორი მომენტი პირველ ტაიმში ქართველებმაც
შექმნეს. თანაბარი თამაში იყო. მერე იყო ძალიან ლამაზი გოლი. ღიად შევუტიეთ და კონტრშეტევაზე მეორე გოლი გავუშვით. საქართველომ დამსახურებულად გაიმარჯვა. ჩვენ ვეცადეთ".
ჩაკვეტაძის ულამაზესი გოლი - საქართველოს ნაკრებმა ყაზახეთი დაამარცხა! [VIDEO]