ვლადიმირ ვაისი: იდეალურად არ გვითამაშია, მაგრამ მთავარი მეტოქე სტუმრად დავამარცხეთ

AutoSharing Option
ერთა ლიგის პირველ მატჩში სტუმრად ყაზახეთის დამარცხების შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა გააკეთა.

"ეს პირველი თამაში იყო და მნიშვნელოვანი გამარჯვებაა. იყო რა თქმა უნდა შეცდომები, რადგან ფეხბურთელთა ნაწილი ბოლომდე არ იმყოფებოდა სასურველ ფორმაში. გამოვყოფდი გიორგი ჩაკვეტაძეს, რომელმაც ლამაზი გოლი გაიტანა.

ვერ ვიტყვი, რომ იდეალურად ვითამაშეთ და არ გვქონდა პრობლემები. ეს ყველაფერი ამ მატჩს თან ახლდა და ჩვენ მათი გამოსწორება გვმართებს. აუცილებლად უნდა გავზარდოთ სათამაშო ხარისხი
და მეტი დრო დავუთმოთ შეცდომებზე მუშაობას.

ლევან მჭედლიძეს რაც შეეხება, ერთი წელია უთამაშებელია და ამიტომ ვერ მოხვდა განაცხადში. მე ვიცი მისი შესაძლებლობები და ის საქართველოს ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, მე მის ფორმაში შესვლას ველოდები.

მე არ ვარ სტანიმირ სტოილოვის მოწინააღმდეგე, მე ვარ საქართველოს ნაკრების მწვრთნელი. სტოილოვი დამარცხდა, თუმცა იყო მომენტები, როცა მისი გუნდი თამაშში გვჯობდა. სასიხარულოა, რომ ჯგუფის მთავარი მეტოქე სტუმრად დავამარცხეთ.

ჩვენ მხოლოდ ორი დღე გვქონდა მოსამზადებლად, ჩემი ბიჭებით კმაყოფილი ვარ. მაგალითად გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი ამერიკიდან ჩამოვიდნენ, ამხელა გზაზე მგზავრობის შემდეგ კი კარგად იასპარეზეს.

თბილისში გამოვემგზავრებით და მომავალი შეხვედრისთვის სამზადისს შევუდგებით. ჩვენ უნდა გავითავისოთ, რომ წინ ლატვიასთან მატჩი გველის და ემოციები დროებით გვერდზე უნდა გადავდოთ. ფეხბურთს უხდება ემოციები, თუმცა გუნდისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი თამაში გველის და ახლა ამისათვის არ გვცალია".

altჩაკვეტაძის ულამაზესი გოლი - საქართველოს ნაკრებმა ყაზახეთი დაამარცხა! [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 41 /
ნახეთ რა შეფასება მისცეს ებრალიძეს პორტუგალიაში? ესენი კიდე არ იძახებენ. მერებას და ჯიღაურს, კიდე ერთ ორს ერთად აღებულს სჯობს. გაგიმართლა ვაის, მარა ეგრე არ ივარგებს
zvare
14:31 07-09-2018
7
იდიალურათ კი არა ცუდად ითამაშეთ, გაგვიმართლა რომ მოვიგეთ, არადა გაცილებით მაღალ დონეზე შეუძლიათ თამაში, გუნდს თვითდაჯერება აკლია. შუაში ბუღთის დაჭერის ეშინიათ და მოცილებაზე არიან, გახსნაც ნაკლებათ ქონდათ თითქოს ერიდებოდნენ ბურთის მიღებას, მეტი მოძრაობა და თვითდაჯერება თუ იქნება მეტის მიღწევა შეუძლიათ
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული