ლევან კობიაშვილი: არ დაუშვათ ისეთი ქმედება, რაც გავლენას მოახდენს თამაშზე

AutoSharing Option
ერთა ლიგაზე მეორე ტურის მატჩში საქართველოს ნაკრები ლატვიის ნაკრებს უპირისპირდება. შეხვედრა 20:00 საათზე დინამო არენაზე დაიწყება. შეხვედრაშთან დაკავშირებით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა განცხადება გააკეთა.

-  დღეს არის ერთა ლიგის კიდევ ერთი მატჩი, ლატვიას წინააღმდეგ და ეს არის ჩვენი ნაკრებისთვის, ფეხბურთის თითოეული გულშემატკივრისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თამაში. ჩვენმა ნაკრებმა გამარჯვება მოიპოვა ყაზახეთში, რის შემდეგაც წარმატებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი უნდა გადავდგათ.

მივმართავ გულშემატკივრებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც სტადიონზე მოვა, არ დაუშვან ისეთი ქმედება, რაც გავლენას მოახდენს თამაშის ხარისხზე, მსვლელობასა და
შედეგზე. იმედა დღეს გავიმარჯვებთ და ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდება - განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

altშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება დღევანდელ მატჩთან დაკავშირებით

altსაქართველო vs ლატვია - თამაში ქულებისთვის, მოგება გიორგისთვის!

მკითხველის კომენტარები / 2 /
პარლამენტში რა გინდოდა, დრო თავზე საყრელი გაქვს? კაშიას "პრიზს" შენ რად ღებულებდი, დრო თავზე საყრელად გაქვს? ...
zurab
15:26 09-09-2018
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული