ანდორასთან სახლში ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ ლატვიის ნაკრების მწვრთნელი მიკსუ პაატელაინენი გააკრიტიკეს, თუმცა აღინიშნა, რომ მას ფეხბურთელთა შერჩევის მხრივ დიდი არჩევანი არ გააჩნია და მაინც სანახევროდ შეცვლილი სასტარტო შემადგენლობა გაიყვანა "დინამო არენაზე". ცვლილებები განსაკუთრებით შემტევებს შეეხო.
რაც შეეხება "ჯვაროსნებს", ვლადიმირ ვაისმა ყაზახეთთან მოგებულ შემადგენლობაში ორი ცვლილება განახორციელა - მერებაშვილის ნაცვლად ოქრიაშვილი, ხოლო ტრავმირებული ქვილითაიას მაგივრად კაჭარავა დააყენა ძირითადში. მოკლედ, ვაისს
სავარაუდო იყო, რომ სტუმრები თავიდანვე დაცვაში ჩადგებოდნენ და კონტრშეტევებზე ააგებდნენ თამაშს. ეს ყაზახეთისგან განსხვავებული მატჩი იქნებოდა და მიუხედავად მეტოქის უკანასკნელ წლებში სუსტად ასპარეზობისა, ჩვენს ეროვნულ გუნდს ადვილი გასეირნება არ ელოდა.
მართლაც, სტუმრები თავიდანვე მთელი გუნდით დაცვაში ჩადგნენ და მასპინძლებს მათი მასირებული დაცვის გარღვევა უჭირდათ, სახიფათო მომენტებამდე საქმე არ მიდიოდა.
მე-18 წუთზე ჩაკვეტაძე მარჯვენა ფლანგზე შეიჭრა საჯარიმოში, მისი ჩაწოდებული ბურთი მეტოქისგან ყაზაიშვილს მიუვიდა, მაგრამ დარტყმა არაზუსტი გამოუვიდა.
საქართველოს ნაკრები ორივე ფრთიდან უტევდა, ცენტრიდანაც, თუმცა უშედეგოდ. საჯარიმოში ჩაწოდებებიც არ იყო სახიფათო, ვინაიდან მეურვეებს კაჭარავა განეიტრალებული ჰყავდათ.
პირველად კარში ჩვენმა გუნდმა 37-ე წუთზე დაარტყა კარში, როდესაც ჩაკვეტაძის საჯარიმოს გარედან გასროლილი ბურთი მეკარის ადვილი ნადავლი შეიქნა.
თბილისი. "დინამო არენა"
საქართველო - ლატვია 0:0
საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, კვირკველია, ნავალოვსკი, კვეკვესკირი, კანკავა, ყაზაიშვილი, ოქრიაშვილი, ჩაკვეტაძე, კაჭარავა
ლატვია: ვანინსი, მაკსიმენკო, დუბრა, გაბოვსი, რუგინსი, ფერტოვსი, კარაშაუკსი, ისაევსი, ლუკიანოვსი, იაგოდინსკისი, გუტკოვსკისი