ჩაკვეტაძე, ოქრიაშვილი - საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგაზე ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის მეორე ტურში საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ლატვია მძიმე მატჩში 1:0 დაამარცხა.

გილოცავთ!

ანდორასთან სახლში ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ ლატვიის ნაკრების მწვრთნელი მიკსუ პაატელაინენი გააკრიტიკეს, თუმცა აღინიშნა, რომ მას ფეხბურთელთა შერჩევის მხრივ დიდი არჩევანი არ გააჩნია და მაინც სანახევროდ შეცვლილი სასტარტო შემადგენლობა გაიყვანა "დინამო არენაზე". ცვლილებები განსაკუთრებით შემტევებს შეეხო.

რაც შეეხება "ჯვაროსნებს", ვლადიმირ ვაისმა ყაზახეთთან მოგებულ შემადგენლობაში ორი ცვლილება განახორციელა - მერებაშვილის ნაცვლად ოქრიაშვილი, ხოლო ტრავმირებული ქვილითაიას მაგივრად კაჭ
არავა დააყენა ძირითადში. მოკლედ, ვაისს
არც სტრატეგიული და არც ტაქტიკური ცვლილებებისთვის არ მიუმართავს.

სავარაუდო იყო, რომ სტუმრები თავიდანვე დაცვაში ჩადგებოდნენ და კონტრშეტევებზე ააგებდნენ თამაშს. ეს ყაზახეთისგან განსხვავებული მატჩი იქნებოდა და მიუხედავად მეტოქის უკანასკნელ წლებში სუსტად ასპარეზობისა, ჩვენს ეროვნულ გუნდს ადვილი გასეირნება არ ელოდა.

მართლაც, სტუმრები თავიდანვე მთელი გუნდით დაცვაში ჩადგნენ და მასპინძლებს მათი მასირებული დაცვის გარღვევა უჭირდათ, სახიფათო მომენტებამდე საქმე არ მიდიოდა.

მე-18 წუთზე ჩაკვეტაძე მარჯვენა ფლანგზე შეიჭრა საჯარიმოში, მისი ჩაწოდებული ბურთი მეტოქისგან ყაზაიშვილს მიუვიდა, მაგრამ დარტყმა არაზუსტი გამოუვიდა.

საქართველოს ნაკრები ორივე ფრთიდან უტევდა, ცენტრიდანაც, თუმცა უშედეგოდ. საჯარიმოში ჩაწოდებებიც არ იყო სახიფათო, ვინაიდან მეურვეებს კაჭარავა განეიტრალებული ჰყავდათ.

პირველად კარში ჩვენმა გუნდმა 37-ე წუთზე დაარტყა, როდესაც ჩაკვეტაძის საჯარიმოს გარედან გასროლილი ბურთი მეკარის ადვილი ნადავლი შეიქნა.

ერთი სიტყვით, ასეთი თამაშით ჩვენი გუნდი შედეგს ვერ მიაღწევდა და რაღაც იყო შესაცვლელი. თუმცა, შესვენებაზე ვაისმა არავინ შეცვალა და თამაშის სურათი არ შეცვლილა - ისევ იერიშები, ისევ ერთფეროვანი და ისევ ხიფათის გარეშე. ასეთ სიტუაციაში ერთადერთი შანსი გოლის გატანისა ბალტიისპირელთა მიერ შეცდობის დაშვება იყო, მაგრამ ისინი შეცდომას არ უშვებდნენ.

თანდათან ჩვენი გუნდის კომბინაციები კიდევ უფრო ქაოტური გახდა, მოწინააღმდეგემ შეტევებისათვისაც მოიცალა და 59-ე წუთზე გუტოვსკისის ახლო მანძილიდან თავით დარტყმული ბურთი ლორიამ აიღო.

შემდეგ კი კლასმა თავისი გაიტანა - 65-ე წუთიდან ჩვენმა გუნდმა დაწოლა გააძლიერა: ყაზაიშვილმა შორიდან სცადა მეტოქის კარის დალაშქვრა და ოდნავ ააცილა ბურთი მიზანს, მერე ოქრიაშვილს არ დაანება ვანინსმა გოლის გატანა და გოლიც გავიტანეთ, თუმცა მსაჯმა კაჭარავაზე თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა და არ ჩათვალა. კანკავამაც ვერ უწია მიზანს.

დრო კი უმოწყალოდ გადიოდა.

და 76-ე წუთზე ჩაკვეტაძემ პენალტი აიკიდა. ის მაქსიმენკომ წააქცია, არბიტრმა თავიდან წესების დარღვევა არ დააფიქსირა, მაგრამ კარსუკანა მსაჯმა მიანიშნა და თერთმეტმეტრიანი ოქრიაშვილმა გამოიყენა.

82-ე წუთზე სწრაფი კონტრიერიშისას საბალას დარტყმული ბურთი ლორიამ მოიგერია, ბოლოს სტუმართა იერიშებს ჩვენმა გუნდმა გაუძლო და - 1:0.

რა თქმა უნდა, უფრო დამაჯერებელი გამარჯვება მეტად გაახარებდა გულშემატკივარს, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ასეთი შეხვედრების მოგება საქართველოს ნაკრებზე გაცილებით ძლიერ გუნდებს უჭირთ. რაც მთავარია, "ჯვაროსნებმა" ტურნირის სტარტზე 6 ქულა მოიპოვეს.

თბილისი. "დინამო არენა"
საქართველო - ლატვია 1:0
გოლი: 1:0 ოქრიაშვილი (77, პენ)
საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, კვირკველია, ნავალოვსკი, კვეკვესკირი, კანკავა, ყაზაიშვილი (ხოჭოლავა 90), ოქრიაშვილი (გვილია 81), ჩაკვეტაძე (პაპუნაშვილი 85), კაჭარავა

ლატვია: ვანინსი, მაკსიმენკო, დუბრა, გაბოვსი, რუგინსი, ფერტოვსი, კარაშაუკსი, ისაევსი, ლუკიანოვსი (რაკელსი 81), იაგოდინსკისი, გუტკოვსკისი (საბალა 72)

altლატვიელთა თავკაცი: მე ვფიქრობ ეს არ იყო პენალტი და სიმულაციას ჰქონდა ადგილი

altვლადიმირ ვაისი: რთული იყო ეგრედ წოდებული ავტობუსის წინააღმდეგ თამაში

altრა ხდებოდა საქართველოს ნაკრების გასახდელში ლატვიასთან მოგების შემდეგ [VIDEO]

altგურამ კაშია: ძალიან მიყვარს ის ხალხიც, ვინც ჩემს წინააღმდეგ არიან

altგიორგი ქვილითაია: ჩვენ ერთად კიდევ ბევრი გოლი გვაქვს გასატანი

altსაქართველო - ლატვია: whoscored-ის შეფასება - ჩაკვეტაძე და ოქრიაშვილი 7.5-7.5, კაჭარავა 6.2


მკითხველის კომენტარები / 101 /
გამარჯვებას გილოცავთ პირველ რიგში,მოგება მოგებაა და ესაა უმთავრესი. ფეხბურთელებზე არანაირი პრტენზია არ გამაჩნია,რადგან შემადგენლობის დაყენება მათი საქმე არაა. არ მომწონს ეს ვაისი და დამხვრიტეთ თუ გინდათ. აყენებ გამოკვეთილ ფორვარდს და მასზე ერთი ზუსტი პასი არ კეთდება,ჩაწოდებებზე ჩალიჩობდნენ,ეს გასაგებია,როცა კაჭარავა გყავს სასტავში ასეც უნდა ქნა,მაგრამ როცა მეტოქე 10 კაცით დაცვას თამაშობს,ძნელია პოზიციის შერჩევა და კარისკენ დარტყმა,ასერომ კაჭარავას კრიტიკას თავი გავანებოთ,შემადგენლობაში პაპუნაშვილის არ დაყენება ან კიტეიშვილის კიდევ ერთხელ ამტკიცებს ვაისის სიდებილეს.როცა მეტოქე ავტობუსს გიყენებს,ამ დროს უპრიანია მოძრავი შემადგენლობის დაყენება და არა გამოკვეთილი 9 ნომერი. ორი საყრდენით თამაში ასეთ გუნდთან გაუმართლებელია და ამიტომაც მგონია,რომ კიტეიშვილი უფრო მეტ სარგებელს მოიტანდა ვიდრე კვეკვესკირი აკეთებდა ამას. კაჭარავას ნაცვლად პაპუნაშვილს ვათამაშებდი და ვაკოს წინ ავწევდი. ჩაკვეტაძე,ოქრი,პაპუნა და ვაკო მოძრავი ხალხია და პოზიციების მუდმივი ცვლა საშუალებას მოგვცემდა დაგვებნია მეტოქე და შეცდომებს დაუშვებდნენ. მეტოქის დაცვის ხაზსს ვწელავდით,მაგრამ არ იყო 1 შეხებით პასები მოკლე მონაკვეთში და რიცხობრივი უმცირესობაში ვიყავით,რადგან კაჭარავა საჯარიმოს კაცია და ის ვერ ჩამოიწევს და თავს ვერ შესთავაზებს გუნდელს. არავინ მითხრას,რომ ქართველ ფეხბურთელებს არ შეუძლიათ 1 შეხებით თამაში და ასეთი სისულელები. დაცვის გაწელვა და ავტობუსის გარღვევა გვარდიოლამ რომ იცის ისეთი უნდა და ვინმეს გინახიათ,გვარდიოლას შემადგენლობაში ახმახი ფორვარდი ყოლოდეს? არ გაინტერესებთ რატომ?ესპანეთმა მსოფლიო ფორვარდის გარეშე მოიგო. კი ბატონო არც ვაისია გვარდიოლა და არც ნაკრები ესპანეთი,მაგრამ სწავლა ყოველთვის შეიძლება. გოლის მერე ეგრევე უკან დახევა და მეორე ნომრათ თამაში რა პონტია? კიდე კარგი დასაწყისშივე არ გავიტანეთ,ტორემ მოგვიწევდა დიდი ნერვიულობა. კინაღამ გაგვიტანეს და თუ ლატვიასთან წნეხს განიცდის მწვრთნელი,მაშინ უფრო ძლიერ გუნდთთან გულის შეტევას მიიღებს და რაც შეიძლება მალე გაუშვით ეგ კაცი,ვიღაცის ცოდვა გვინდა კიდევ? დააბრუნეთ ცხადაძე და კობიაშვილო შე არასწორო! ვინც ეს კომენტარი დაბლოკოს,ის იყოს ლობჟანიძის და დვალიშვილის ნაზავი.
სხვათა თუთაშხია
10 სექტემბერი 2018 07:08
4
გილოცავთ ძმებო....ეხლა მთავარია ხვალ ანდორამ ფრე ითამაშოს და სუპერ გამოვა ყველაფერი...თუმცა ჩვენ ჩვენი უნდა დავამტკიცოთ.....
ედუარდ ზარანდია
09 სექტემბერი 2018 22:42
1
weisi zalian susti mtvrnelia, prosto iseti susti jgufi gvkavs ak ar mogeba sheuzlebelia!
qomagi
09 სექტემბერი 2018 22:39
20
Mogonili penalit mogebuli tamashi. Vaisas gadagvianebuli zamena dacvashi chadgoma golis mere roca mteli tamashi burts flob akontroleb da golis mere utmob burts sircxvilia kaia mofeba mara ese belaruss ver mougebt rom gavalt jgufidan mcare simartle es aris. Vaisssa azrze ar aris vtqvi da vambob iseb da chems azrze viqnebi eseti tamashit jgufidan gavalt da carmatebulad chatvlian isev roca realurad ar iqneba carmatebuli tu evropaze ver gavalt... kobiashvilma tavis farisevloba gamoamjgavna kasjias momxreebo da ara momxreebo kobiashvils stadionze unda gadaeca es jildo saertod ese xdeba roca jildos ver igebs piradad fexburteli stadionze adzleven sajarod es farisevlebi kidev marti sityvebi arian meti araferi
Emigranti
09 სექტემბერი 2018 22:35
12
კანკავას პირველი ტაიმის მერე ვაკრიტიკებდი მაგრამ საჭირო დროს თავის თავზე აიღო თამაში. კაკაბაძე თუ პირი დააღო დოყლაპიასავით თამაშობს მთელი თამაში. ვაისი ვინც აშკარად ცუდად თამაშობს და გამოსაცვლელია იმას არ ცვლის და ბოლომდე ათამაშებს რომ შემდეგ თამაშებში საერთოდ არ ათამაშოს. პენალტი რომ არ გაგვეტანა მაინც გავიტანდით გოლს ასე მგონია. ანდორასთან დავკარგავთ ალბათ ქულებს იმიტომ რომ ქართული ფსიქოლოგია არაა მიჩვეული ზედიზედ მოგებებს
ზაზა
09 სექტემბერი 2018 22:33
6
ვაისზე ათასჯერ მაქ ნათქვამი რო ეგ მექრთამე და აფერისტია, მაგრამ ხალხო ეგ სხვის მითითებებს ასრულებს - უთხრეს კაჭარავას ათამაშებ - გვილიას და პაპუნაშვილს არა. ვინ უთხა და ფედერაციის ხალხმა... მაგრამ კიდევ ერთი რამაა - ეი ეხლა შეგიძლიათ დაინახოთ რამხელა ძალაა ჩვენი ნაკრებისთვუს ჯანო! ჯანო ფორმაში როა ძაან კლასნია! ჩვენ არ გვყავს მეორე მასეთი დონის ფეხბურთელი. რო დაგვიბრუნდება ევროპაზე გასვლის შანსი რეალური იქნება "დაჟე" ვაისიანადაც კი..
Vakhtang Lobzhanidze
09 სექტემბერი 2018 22:33
20
კარგად მახსოვს არველაძეებით, ქეცბაიებით, ქინქლაძეებით, ჯამარაულებით ამ მართლაც უნიჭიერესი ფეხბურთელებით გაძეძგილმა გუნდმა ლატვიასთან გასვლაზე 1:0 წააგო, ხოლო სახლში 2:0 დან შემოგვიბრუნა და 2:2 დამთავრდა და ვერ ვიტყოდი, რომ იმ დროს ლატვიას უკეთესი შემადგენლობზა ყავდა ვიდრე ეხლა. ასე რომ ტ მართალია თამაშის ხარიხი უკეთესის სურვილს ტოვებდა ძან კრიტიკულებიც ნუ ვიქნებით პირიქით ორ თამაშში ასპროცენტიანი შედეგით უნდა გავიხაროთ. უსე როცა მეტოქე ე.წ. ავტობუსით გეთამაშება მესის არგენტინამაც ისლანდიასთან ვერ გაიბრწყინა იმ ისლანდიასთა 6:0 რომ წააგო შვეიცარიასთან. ასეთ თამაშში მთავარია გამარჯვება.
irakli81
10 სექტემბერი 2018 13:36
1
გამარჯვებას გილოცავთ... ყველას, ყველას, ყველას!!! თუმცა ზოგიერთების კომენტარებს, რომ ვკითხულობ, დათვის ნაშოვნის და დაწუნებულის ამბავი მახსენდება...
tngh
10 სექტემბერი 2018 10:40
1
აუ ზოგიერთისთვის რა პრაზნიკიააDDDDD სადღაც 9 დივიზიონში ჭ კლასის გუნდებთან წვალებით 2 მატჩი მოიგო ამ ვითომ საფეხბურთო ნაკრებმა და ამათმა ხომ გადმოაფრქვიეს პატრიოტიზმი კომენტარებითDDD, ისე კარგი იყო მაგრა ვიხალისე კომენტარებით, "... გილოცავთ ძმებო ამ დიდ გამარჯვებასო..."DDDDD "...ლატვიას მოვუგეთ წინ ანდორაა!!!!" DDDDDDDD ვაი თქვენს პატრონს DDDDDDDDD
megre
09 სექტემბერი 2018 23:48
17
ბილეთის დაჯავშნა აქედანვე დაიწყეთ და მოედანთან ახლოს იჯექით თამაშის მერე კაშია სამკლავურს გაჩუქებთ ლგტბს DDDDD
gugasnairebs
10 სექტემბერი 2018 01:01
13
რაო ჩაგივარდათ ნაცარში კოვზი? ევროპაზე მოხვედრის დიდი შანსია ამ
ჭ კლასიდანაც... ბოლოს მილოცვა მაინც დაწერეთ...
Guga
10 სექტემბერი 2018 00:46
6
ყველა გამოხმაურება
მეტი არა ვაისი მწვრთნელი არ იყოს, საერთოდ დაბალი კი არა დონეც არა აქვს, ვერც სასტავს აყენებს, ვერც შეცვლებს აკეთებს, ვერც შესაცვლელს ხვდება. კაჭარავა არასაფეხბურთო თემაა
a
09 სექტემბერი 2018 23:36
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული