ჩაკვეტაძე, ოქრიაშვილი - საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგაზე ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის მეორე ტურში საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ლატვია მძიმე მატჩში 1:0 დაამარცხა.

გილოცავთ!

ანდორასთან სახლში ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ ლატვიის ნაკრების მწვრთნელი მიკსუ პაატელაინენი გააკრიტიკეს, თუმცა აღინიშნა, რომ მას ფეხბურთელთა შერჩევის მხრივ დიდი არჩევანი არ გააჩნია და მაინც სანახევროდ შეცვლილი სასტარტო შემადგენლობა გაიყვანა "დინამო არენაზე". ცვლილებები განსაკუთრებით შემტევებს შეეხო.

რაც შეეხება "ჯვაროსნებს", ვლადიმირ ვაისმა ყაზახეთთან მოგებულ შემადგენლობაში ორი ცვლილება განახორციელა - მერებაშვილის ნაცვლად ოქრიაშვილი, ხოლო ტრავმირებული ქვილითაიას მაგივრად კაჭ
არავა დააყენა ძირითადში. მოკლედ, ვაისს
არც სტრატეგიული და არც ტაქტიკური ცვლილებებისთვის არ მიუმართავს.

სავარაუდო იყო, რომ სტუმრები თავიდანვე დაცვაში ჩადგებოდნენ და კონტრშეტევებზე ააგებდნენ თამაშს. ეს ყაზახეთისგან განსხვავებული მატჩი იქნებოდა და მიუხედავად მეტოქის უკანასკნელ წლებში სუსტად ასპარეზობისა, ჩვენს ეროვნულ გუნდს ადვილი გასეირნება არ ელოდა.

მართლაც, სტუმრები თავიდანვე მთელი გუნდით დაცვაში ჩადგნენ და მასპინძლებს მათი მასირებული დაცვის გარღვევა უჭირდათ, სახიფათო მომენტებამდე საქმე არ მიდიოდა.

მე-18 წუთზე ჩაკვეტაძე მარჯვენა ფლანგზე შეიჭრა საჯარიმოში, მისი ჩაწოდებული ბურთი მეტოქისგან ყაზაიშვილს მიუვიდა, მაგრამ დარტყმა არაზუსტი გამოუვიდა.

საქართველოს ნაკრები ორივე ფრთიდან უტევდა, ცენტრიდანაც, თუმცა უშედეგოდ. საჯარიმოში ჩაწოდებებიც არ იყო სახიფათო, ვინაიდან მეურვეებს კაჭარავა განეიტრალებული ჰყავდათ.

პირველად კარში ჩვენმა გუნდმა 37-ე წუთზე დაარტყა, როდესაც ჩაკვეტაძის საჯარიმოს გარედან გასროლილი ბურთი მეკარის ადვილი ნადავლი შეიქნა.

ერთი სიტყვით, ასეთი თამაშით ჩვენი გუნდი შედეგს ვერ მიაღწევდა და რაღაც იყო შესაცვლელი. თუმცა, შესვენებაზე ვაისმა არავინ შეცვალა და თამაშის სურათი არ შეცვლილა - ისევ იერიშები, ისევ ერთფეროვანი და ისევ ხიფათის გარეშე. ასეთ სიტუაციაში ერთადერთი შანსი გოლის გატანისა ბალტიისპირელთა მიერ შეცდობის დაშვება იყო, მაგრამ ისინი შეცდომას არ უშვებდნენ.

თანდათან ჩვენი გუნდის კომბინაციები კიდევ უფრო ქაოტური გახდა, მოწინააღმდეგემ შეტევებისათვისაც მოიცალა და 59-ე წუთზე გუტოვსკისის ახლო მანძილიდან თავით დარტყმული ბურთი ლორიამ აიღო.

შემდეგ კი კლასმა თავისი გაიტანა - 65-ე წუთიდან ჩვენმა გუნდმა დაწოლა გააძლიერა: ყაზაიშვილმა შორიდან სცადა მეტოქის კარის დალაშქვრა და ოდნავ ააცილა ბურთი მიზანს, მერე ოქრიაშვილს არ დაანება ვანინსმა გოლის გატანა და გოლიც გავიტანეთ, თუმცა მსაჯმა კაჭარავაზე თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა და არ ჩათვალა. კანკავამაც ვერ უწია მიზანს.

დრო კი უმოწყალოდ გადიოდა.

და 76-ე წუთზე ჩაკვეტაძემ პენალტი აიკიდა. ის მაქსიმენკომ წააქცია, არბიტრმა თავიდან წესების დარღვევა არ დააფიქსირა, მაგრამ კარსუკანა მსაჯმა მიანიშნა და თერთმეტმეტრიანი ოქრიაშვილმა გამოიყენა.

82-ე წუთზე სწრაფი კონტრიერიშისას საბალას დარტყმული ბურთი ლორიამ მოიგერია, ბოლოს სტუმართა იერიშებს ჩვენმა გუნდმა გაუძლო და - 1:0.

რა თქმა უნდა, უფრო დამაჯერებელი გამარჯვება მეტად გაახარებდა გულშემატკივარს, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ასეთი შეხვედრების მოგება საქართველოს ნაკრებზე გაცილებით ძლიერ გუნდებს უჭირთ. რაც მთავარია, "ჯვაროსნებმა" ტურნირის სტარტზე 6 ქულა მოიპოვეს.

თბილისი. "დინამო არენა"
საქართველო - ლატვია 1:0
გოლი: 1:0 ოქრიაშვილი (77, პენ)
საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, კვირკველია, ნავალოვსკი, კვეკვესკირი, კანკავა, ყაზაიშვილი (ხოჭოლავა 90), ოქრიაშვილი (გვილია 81), ჩაკვეტაძე (პაპუნაშვილი 85), კაჭარავა

ლატვია: ვანინსი, მაკსიმენკო, დუბრა, გაბოვსი, რუგინსი, ფერტოვსი, კარაშაუკსი, ისაევსი, ლუკიანოვსი (რაკელსი 81), იაგოდინსკისი, გუტკოვსკისი (საბალა 72)

altლატვიელთა თავკაცი: მე ვფიქრობ ეს არ იყო პენალტი და სიმულაციას ჰქონდა ადგილი

altვლადიმირ ვაისი: რთული იყო ეგრედ წოდებული ავტობუსის წინააღმდეგ თამაში

altრა ხდებოდა საქართველოს ნაკრების გასახდელში ლატვიასთან მოგების შემდეგ [VIDEO]

altგურამ კაშია: ძალიან მიყვარს ის ხალხიც, ვინც ჩემს წინააღმდეგ არიან

altგიორგი ქვილითაია: ჩვენ ერთად კიდევ ბევრი გოლი გვაქვს გასატანი

altსაქართველო - ლატვია: whoscored-ის შეფასება - ჩაკვეტაძე და ოქრიაშვილი 7.5-7.5, კაჭარავა 6.2


მკითხველის კომენტარები / 101 /
პენალტი იყო და ეს არაა სადავო. სადავო დაგვიანებული შეცვლებია. გვილია, კიტეიშვილი, არაბიძე, პაპუნაშვილი, მერებაშვილი, თუნდაც უთამაშებელი მჭედლიძე იმაზე უარესს არ იზამდა რასაც კაჭარავა ჩადიოდა. 3 შეცვლა გაქვს ორს იყენებ ისიც 81 წუთამდე წელავ. ამოუხსნელია ფენომენია.
ირაკლი
09 სექტემბერი 2018 23:26
0
მშვენიერი სტარტი 6ქულა 6-დან.უკეთესს ვერც ვინატრებდით.ეხლა მთავარია მშვიდ გარემოში ანალიზი და მომზადება შემდეგი თამაშებისთვის.ნელ ნელა შევლენ ფორმაში.ისე შეცვლებში ძაან სუსტია ვაისსი.როგორ შეიძლება 0:0 და თითქმის 70 წუთი შეუცვლელად ითამაშოს.ასე ვთქვათ ჩუტიო საერთოდ არ გააჩნია.ზედმეტად ფრთხილია.კაშია კი მართლა პროფესიონალია,მიუხედავად ყველაფრისა ერთერთი საუკეთესო იყო მოედანზე
კახა ქირია
09 სექტემბერი 2018 23:22
0
გილოცავთ ყველას ამ გამარჯვებას, შემდეგი ანდორააა ბიჭებო. ასეთი თამაშით რუსეთმა მსოფლიოზე ესპანეთი გაააგდო. ჩემი აზრით ზუსტად იმ დონის სხვაობაა ჩვენსა და ლიტვას შორის როგორც ესპანეთსა და რუსეთს შორის. ჩვენ დავამარცხეთ და თან დამსახურებულად. ჩემი აზრით ჩვენ ჯგუფიდან უეჭველი საქართველო გავა და მოიგებს კიდევაც D დივიზიონს, სხვა დივიზიონებს რაც შეეხება მაკედონია, ბელორუსი კოსოვო ან ფარერები გავლენ ჯგუფიდან მაგრამ ამათაც დავამარცხებთ უეჭველი ყველას.
roma
09 სექტემბერი 2018 23:22
3
ამიხსენიტ ვინმემ.... რატო გაუშვეს ცხადაძე??? ეს ვაისი , კაი , იყოს კარგი მწვრთვნელი.... როგორც ყაველაშვილს(მუდამ პერსპექტიულს) გამაგებინეტ რა გააკეთა ვაისმა????>>>>????? რუსები იტყვიან коней на переправе не меняиут და ერტს ვიტყვი.... ოქრიაშვილი , ყაზაიშვილი, კაჭარავა, Fორმაში არ არიან, და დძაკაცურათ ნუ ათამაშებთ,,,, გეუბნები,,,, ვერ გავალთ ჯგუFიდან,,,, ესე თუ გაგძელდა... ვაისი არ იქცევა მართლად....
giorgi
09 სექტემბერი 2018 23:21
8
zxadaze rom mis unicho bichs izaxebda marto magito iko gasashvebi)))
kotika
10 სექტემბერი 2018 01:27
4
დამისახელე ერთი ტიტული ცხადაძის საქართველოს ჩემპიონობის გარდა და მიიღებ პასუხს.. "არაკვალიფიციური ხომ არ არის"...მერე გადახედე ვაისის ისტორიას. ყაზაიშვილი კარგ ფორმაშია . ოქრიაშვილი შედარებით გამოცდილია. კაჭარავა უბრალოდ იღბლიანი ფორვარდია და გარისკა.. მოვიგეთ კიდეც. და ვაისიც რომ არ იქცევა "მართლად" ეგეც რავიცი .... ვერ გეთანხმები ამ უცნაურ სიტყვაშიც..
A
09 სექტემბერი 2018 23:39
5
აგე, ანდორას ტრენერი კოჭს უგორებს ყაზახეთს - შემთხვევით წააგეთ საქართველოსთან, თქვენ ჯობიხართ, ეგენი ვინ არიანო)
დომენტი
09 სექტემბერი 2018 23:18
1
ესეთი მნიშვნელოვანი მატჩი, იცი რომ დაცვაში დადგება ლატვია თავის დელეგაციით და მინდვრის საფარი რას გიგავს??? გადართეთ ამ წუთას საფრანგეთი-ჰოლანდიააა და ნახავთ რამხელა სხვაობააა, მადლობა ბიჭებს რომ ამ 3 ქულისთვის...
Jengo
09 სექტემბერი 2018 23:15
0

გილოცავთ 3 ქულას. გეთანხმებით ზნელია 11 რაცით დაცვაში მყოფ გუნდს გაუტანო, მაგრამ როცა ხედავ, რომ კაჭარავაზე ბურთIს დაკიდებას შედეგი არ მოაქვს ცვლილება ხომ უნდა მოახდინო. ცენტრფორვარდის ასეთი გასაჭირის დროს სულაც გამოკვეთილი ცენტრის გარეშე ათამაშოს გუნდი. სეტუაციის მიხედვით ხან ერთი შემტევი იქნება წინა ხაზზე და ხან მეორე. არა აქვს მნიშვნელობა ყაზაიშვილი იქნება, არაბიძე თუ პაპუნაშვილ- ოქრიაშვილი. დაცინვაა როცა გოლის შეგდება გჩირდება და ყოვლად უმოქმედო ტაქტიკას მიმართავ ფლანგებიდა მაღალი ჩაწოდებებით, რაც იმავე კაჭარავას მოუქნელობიდან გამომდინარე კომბინაციურ თამაშზე უარს გათქმევინებს. ჩემი აზრით არაბიძის შემოყვანა მის მაცვლად ბევრად გააუმჯობესებდა შეტევას და ჯიუტად მისი სკამზე დასმა სიკეთეს არ მოგვიტანს. სასიხარულოა, რომ თამაშის თითქმის ნახევარი მაღალი პრესინგით ითამაშეს, რითაც ფაქტიურად მიაჯაჭვეს მეტოქე კარს, მაგრამ რად გინდა, როცა ეს შედეგს არ იძლევა და ამავე დროს ქანცი გაუწყდა ბიჭებს. მაკედონიის და ბელორუსიის ნაკრები ნამდვილად გამოიყენებდა მეორე ტაიმში ჩვენების გადაღლილობას. ლატვიელთა მწირი შეტევების ფონზეც ჩანდა ჩვენს დაცვაში გაჩენილი ნაპრალები და აქაც საფიქრალი გვაქვს. მოკლედ მიუხედავად გამარჯვებისა დაუკმაყოფილებლოვის გრძნოვა ტოვებს ნაკრების თამაში. ქვეჯგუფიდან ასეთი თამაშითაც გავალთ, მაგრამ მერე ნამდვილად გაგვიჭირდება თუ დროულად არ შევცვლით რაიმეს...და ეს ცვლილება ზუსტად სამწვრთნელო საქმიანობას უნდა შეეხოს.
emigranti
09 სექტემბერი 2018 23:13
2
ესეთი მნიშვნელოვანი მატჩი, იცი რომ დაცვაში დადგება ლატვია თავის დელეგაციით და მინდვრის საფარი რას გიგავს??? გადართეთ ამ წუთას საფრანგეთი-ჰოლანდიააა და ნახავთ რამხელა სხვაობააა, მადლობა ბიჭებს რომ ამ 3 ქულისთვის...
Jengo
09 სექტემბერი 2018 23:12
0
ვაისის ვერაფერი გავიგე. როცა ხედავ, რომ ფეხბურთელი ვერ თამაშობს და არ მისდის თამაში რატომ არ ცვლი ? მერაბიშვილი წინაზე და დღეს კაჭარავა. აშკარა იყო რომ დავალება იყო ჩაკიდებები საჯარიმოში და კაჭარავას უნდა მოეგო თავით. ხედავ რომ არაფერი გამოდის, რას უყურებ შეცვალე რამე . მარჯვენა ფლანგზე შეტევაში კატასტროფული მდგომარეობა გვაქვს.
მდააა
09 სექტემბერი 2018 23:11
2
ასეთ თამაშებში სჭირდება გუნდს არაბიძე, სად გააქრო ვაისმა ეს კაცი
zaza
09 სექტემბერი 2018 23:10
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული