ჩაკვეტაძე, ოქრიაშვილი - საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგაზე ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის მეორე ტურში საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ლატვია მძიმე მატჩში 1:0 დაამარცხა.

გილოცავთ!

ანდორასთან სახლში ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ ლატვიის ნაკრების მწვრთნელი მიკსუ პაატელაინენი გააკრიტიკეს, თუმცა აღინიშნა, რომ მას ფეხბურთელთა შერჩევის მხრივ დიდი არჩევანი არ გააჩნია და მაინც სანახევროდ შეცვლილი სასტარტო შემადგენლობა გაიყვანა "დინამო არენაზე". ცვლილებები განსაკუთრებით შემტევებს შეეხო.

რაც შეეხება "ჯვაროსნებს", ვლადიმირ ვაისმა ყაზახეთთან მოგებულ შემადგენლობაში ორი ცვლილება განახორციელა - მერებაშვილის ნაცვლად ოქრიაშვილი, ხოლო ტრავმირებული ქვილითაიას მაგივრად კაჭ
არავა დააყენა ძირითადში. მოკლედ, ვაისს
არც სტრატეგიული და არც ტაქტიკური ცვლილებებისთვის არ მიუმართავს.

სავარაუდო იყო, რომ სტუმრები თავიდანვე დაცვაში ჩადგებოდნენ და კონტრშეტევებზე ააგებდნენ თამაშს. ეს ყაზახეთისგან განსხვავებული მატჩი იქნებოდა და მიუხედავად მეტოქის უკანასკნელ წლებში სუსტად ასპარეზობისა, ჩვენს ეროვნულ გუნდს ადვილი გასეირნება არ ელოდა.

მართლაც, სტუმრები თავიდანვე მთელი გუნდით დაცვაში ჩადგნენ და მასპინძლებს მათი მასირებული დაცვის გარღვევა უჭირდათ, სახიფათო მომენტებამდე საქმე არ მიდიოდა.

მე-18 წუთზე ჩაკვეტაძე მარჯვენა ფლანგზე შეიჭრა საჯარიმოში, მისი ჩაწოდებული ბურთი მეტოქისგან ყაზაიშვილს მიუვიდა, მაგრამ დარტყმა არაზუსტი გამოუვიდა.

საქართველოს ნაკრები ორივე ფრთიდან უტევდა, ცენტრიდანაც, თუმცა უშედეგოდ. საჯარიმოში ჩაწოდებებიც არ იყო სახიფათო, ვინაიდან მეურვეებს კაჭარავა განეიტრალებული ჰყავდათ.

პირველად კარში ჩვენმა გუნდმა 37-ე წუთზე დაარტყა, როდესაც ჩაკვეტაძის საჯარიმოს გარედან გასროლილი ბურთი მეკარის ადვილი ნადავლი შეიქნა.

ერთი სიტყვით, ასეთი თამაშით ჩვენი გუნდი შედეგს ვერ მიაღწევდა და რაღაც იყო შესაცვლელი. თუმცა, შესვენებაზე ვაისმა არავინ შეცვალა და თამაშის სურათი არ შეცვლილა - ისევ იერიშები, ისევ ერთფეროვანი და ისევ ხიფათის გარეშე. ასეთ სიტუაციაში ერთადერთი შანსი გოლის გატანისა ბალტიისპირელთა მიერ შეცდობის დაშვება იყო, მაგრამ ისინი შეცდომას არ უშვებდნენ.

თანდათან ჩვენი გუნდის კომბინაციები კიდევ უფრო ქაოტური გახდა, მოწინააღმდეგემ შეტევებისათვისაც მოიცალა და 59-ე წუთზე გუტოვსკისის ახლო მანძილიდან თავით დარტყმული ბურთი ლორიამ აიღო.

შემდეგ კი კლასმა თავისი გაიტანა - 65-ე წუთიდან ჩვენმა გუნდმა დაწოლა გააძლიერა: ყაზაიშვილმა შორიდან სცადა მეტოქის კარის დალაშქვრა და ოდნავ ააცილა ბურთი მიზანს, მერე ოქრიაშვილს არ დაანება ვანინსმა გოლის გატანა და გოლიც გავიტანეთ, თუმცა მსაჯმა კაჭარავაზე თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა და არ ჩათვალა. კანკავამაც ვერ უწია მიზანს.

დრო კი უმოწყალოდ გადიოდა.

და 76-ე წუთზე ჩაკვეტაძემ პენალტი აიკიდა. ის მაქსიმენკომ წააქცია, არბიტრმა თავიდან წესების დარღვევა არ დააფიქსირა, მაგრამ კარსუკანა მსაჯმა მიანიშნა და თერთმეტმეტრიანი ოქრიაშვილმა გამოიყენა.

82-ე წუთზე სწრაფი კონტრიერიშისას საბალას დარტყმული ბურთი ლორიამ მოიგერია, ბოლოს სტუმართა იერიშებს ჩვენმა გუნდმა გაუძლო და - 1:0.

რა თქმა უნდა, უფრო დამაჯერებელი გამარჯვება მეტად გაახარებდა გულშემატკივარს, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ასეთი შეხვედრების მოგება საქართველოს ნაკრებზე გაცილებით ძლიერ გუნდებს უჭირთ. რაც მთავარია, "ჯვაროსნებმა" ტურნირის სტარტზე 6 ქულა მოიპოვეს.

თბილისი. "დინამო არენა"
საქართველო - ლატვია 1:0
გოლი: 1:0 ოქრიაშვილი (77, პენ)
საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, კვირკველია, ნავალოვსკი, კვეკვესკირი, კანკავა, ყაზაიშვილი (ხოჭოლავა 90), ოქრიაშვილი (გვილია 81), ჩაკვეტაძე (პაპუნაშვილი 85), კაჭარავა

ლატვია: ვანინსი, მაკსიმენკო, დუბრა, გაბოვსი, რუგინსი, ფერტოვსი, კარაშაუკსი, ისაევსი, ლუკიანოვსი (რაკელსი 81), იაგოდინსკისი, გუტკოვსკისი (საბალა 72)

altლატვიელთა თავკაცი: მე ვფიქრობ ეს არ იყო პენალტი და სიმულაციას ჰქონდა ადგილი

altვლადიმირ ვაისი: რთული იყო ეგრედ წოდებული ავტობუსის წინააღმდეგ თამაში

altრა ხდებოდა საქართველოს ნაკრების გასახდელში ლატვიასთან მოგების შემდეგ [VIDEO]

altგურამ კაშია: ძალიან მიყვარს ის ხალხიც, ვინც ჩემს წინააღმდეგ არიან

altგიორგი ქვილითაია: ჩვენ ერთად კიდევ ბევრი გოლი გვაქვს გასატანი

altსაქართველო - ლატვია: whoscored-ის შეფასება - ჩაკვეტაძე და ოქრიაშვილი 7.5-7.5, კაჭარავა 6.2


მკითხველის კომენტარები / 101 /
13 ოქტომბერს ერთმანეთს ჯგუფის 1-2 ადგილოსნები დაუპირისპირდებიან საქართველო - ანდორა :-D
Zorbegi
10 სექტემბერი 2018 13:56
2
კარგად მახსოვს არველაძეებით, ქეცბაიებით, ქინქლაძეებით, ჯამარაულებით ამ მართლაც უნიჭიერესი ფეხბურთელებით გაძეძგილმა გუნდმა ლატვიასთან გასვლაზე 1:0 წააგო, ხოლო სახლში 2:0 დან შემოგვიბრუნა და 2:2 დამთავრდა და ვერ ვიტყოდი, რომ იმ დროს ლატვიას უკეთესი შემადგენლობზა ყავდა ვიდრე ეხლა. ასე რომ ტ მართალია თამაშის ხარიხი უკეთესის სურვილს ტოვებდა ძან კრიტიკულებიც ნუ ვიქნებით პირიქით ორ თამაშში ასპროცენტიანი შედეგით უნდა გავიხაროთ. უსე როცა მეტოქე ე.წ. ავტობუსით გეთამაშება მესის არგენტინამაც ისლანდიასთან ვერ გაიბრწყინა იმ ისლანდიასთა 6:0 რომ წააგო შვეიცარიასთან. ასეთ თამაშში მთავარია გამარჯვება.
irakli81
10 სექტემბერი 2018 13:36
1
მეგობრებო ასეა თუ ისეა გავიმარჯვეთ, რასაც ყველას გილოცავთ, შეიძლება ცოტა გაგვიმართლა, მაგრამ რამდენჯერ არ გაგვმართლებია ისიც გაიხსენეთ.
ასე რომ ჯობია შევირგოთ, ნუ მოვთხოვთ ბიჭებს მესობას და რონადობას და მივულოცოთ წარმატება!
ირაკლი
10 სექტემბერი 2018 12:35
0
გამარჯვებას გილოცავთ... ყველას, ყველას, ყველას!!! თუმცა ზოგიერთების კომენტარებს, რომ ვკითხულობ, დათვის ნაშოვნის და დაწუნებულის ამბავი მახსენდება...
tngh
10 სექტემბერი 2018 10:40
1
რასაკვირველი აყველას გვინდოდა დიდი ანაგარიშთ მოგება, მაგრამ ასეთი დაცვის წინააღმდეგ თამაში და გარღვევა არაა იოლი. ალბათ ყველას გახსოვთ საქართველო -ესპანეთი, დინამოზე, როდესაც ანალოგიურად მთელი გუნდი დაცვაში ვიდექით და ბოლოს ძლივ გაარღვია ესპანეთმა და 1:0 მოგვიგო. ესპანეთი იყო და მას უჭირდა ასეთი შეზღუდულ სივრცეების გადალახვა და ჯერჯერობით ჩვენ არ ვართ ესპანეთის დონის გუნდი, ამიტომაც მიმაჩნია რომ დამაკმაყოფილებელი ანგარიშია. ყაზაიშვილმა, ჩაკვეტაძემ და ოქრიაშვილმა ვერ გამოავლინეს ბოლომდე თავისი თავი, იმიტომ რომ ძალიან ჩაკეტილი სივრცეები იყო, რაც ამ შემთხევევაში მათი თამაშის სტილს ზღუდავს, მათ უფრო გახსნილი თამაშის შემთხვევაში ეძლევათ "განავარდების" საშუალება. ასე რომ მეგობრებო, ნუ ვივიწყებთ უახლეს წარსულს და შევირგოთ გამარჯვება.
DAVE
10 სექტემბერი 2018 10:13
0
და ჩვენთან ქვეჯგუფში ყაზახი, ლატვია და ანდორა რომ არის და ამათი დამარცხებაც რომ შეგვძლებია.
კარგიათავი ბაწარში მაინც რომ არ გვაქვს გასაყრელი
10 სექტემბერი 2018 10:06
6
1) არასწორი ტაქტიკა.. როცა 11 კაცით გუნდი გიდგას დაცვაში იქ დრიბლიორი ფეხბურთელი გჭირდება დაცვის გასარღვევად და არა ორი ჩამშლელი საყრდენი ნახევარმცველი. 2) არასწორად შერჩეული შემადგენლობა. 3) დაგვიანებული შეცვლები. გუნდს რაღაც ახალი სჭირდება და ცვლილებას მეოთხმოცე წუთზე აკეთებ ისიც მხოლოდ გოლის მერე და პლუს არასწორს. მე არ ვარ ექსპერტი მაგრამ მე მიყვარს ფეხბურთი და ელემენტარული გულშემატკივრებს გაგვეგება. ასე რო ყველა ამის და კიდე მრავალის გათვალისწინებით ვლადიმერ ვაისი ან არ არის კვალიფიციური მწვრთნელი ან რაღაც გარემოებების " მძევალია" . ვაის ან რამე თქვი თუ გაქ სათქმელი ან არა და წადი საიდანაც მოსულხარ.
რიგითი გულშემატკივარი
10 სექტემბერი 2018 09:43
12
გილოცავთ გამარჯვებას, ასეა თუ ისე მოვიგეთ და წაგებას ჯობია. ახლა მინდა მივმართო ყველას ვინც ფეხბურთს სპორტს ან ამ ქვეყანას განაგებს, რას გავს დინამოს მინდორი სირცხვილი სად დაკარგეთ ქვეყანას ერთი ვიმეორებ ერთი ნორმალური სტადიონი არააქ თავმოყვარეობის საკითხია თორე მე არ ვამბობ მაგის ბრალია რო ვერ თამაშობენ მეთქი.
გურული
10 სექტემბერი 2018 09:25
0
მინდორის მდგომარეობამ მეც შოკში ცამაგდო! ეს რა არის, ნეტავ რაშია საქმე, ამ მინდორსაც ფაროსანა შეესია?!
aburjga
10 სექტემბერი 2018 13:57
0
თლა შენს ყანას ჰგავს ხო ძამია?
შაკო
10 სექტემბერი 2018 10:32
0
პირველი, პენალტი ჩაკვეს უნდა შეესრულებია რამოდენიმე მიზეზის გამო. ნახევარდაცვამ ჩაკვეტაზეს მხარი ვერ აუბა, ეს პირველ მატჩშიც გამოჩნდა, ამიტომ მწვრთნელმა ეს უნდა დაინახოს, ამიტომ ოქრის და ვააკოს ნაცვლად, მინიმუმ, შესვენების შემდეგ უნდა შემოეყვანა 100 პროცენტით მზადმყოფი კიტეიშვილი და არაბიძე, უკეტესი შეტევა, ჩვენ დღეს არა გვყავს, მაგას დაამატეთ საბა ლობჟანიძე და დამთავრდა. ესენი თამაშში მინიმუმ3 გოლს გაიტანენ. თან არაბა და ჩჰაკვე შეთამაშებული არიან 20 წლიანებიდან, რა თამაში ითამაშა მაშინ არაბამ და მაგან ჩჰეხეთთან. ოქრი სულ მიწაზე იყო, ვაკოს გოლი ვერ გააქ, დამოცვალე ბოლობოლო. ეს არაპროფესიონალიზმია. აქ ჩამორჩენილი მენტალიტეტის მქონე სხანიაკია, ვაისას რა ენაღვლება. დაბალი დონეა, ასე ვთქვათ ბნელა. იმედია რაღაცას შეცვლი საოქტომბროდ.
ლევანი
10 სექტემბერი 2018 08:58
3
ასეთი ითამაში შეშვენის ჩვენს ეპოქაას? საჩუქარი კი შევირგეთ,მარა ყოველთვის გვიბოძებეენ?
zampara
10 სექტემბერი 2018 08:45
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული