ვლადიმირ ვაისი: რთული იყო ეგრედ წოდებული ავტობუსის წინააღმდეგ თამაში

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ლატვიის დამარცხების შემდეგ (1:0) პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

- რთული თამაში იყო, თუმცა კმაყოფილი ვარ შედეგით, რადგან 3 ქულა მოვიპოვეთ. რთული იყო ეგრედ წოდებული ავტობუსის წინააღმდეგ თამაში, რადგან მეტოქე მთელი გუნდით დაცვაში იდგა.

სამუშაო აქვს რამდენიმე ფეხბურთელს ფიზიკური კუთხით, რადგან მათ კლუბებში მცირე სათამაშო დრო აქვთ და ვიმედოვნებ, შემდეგ შეხვედრაში ანდროსთან უკეთეს ფორმაში იქნებიან.

ქვილითაიას ტრავმა ტრაგედიაა, ასეთი ტრავმა არ მახსენდება. ეს შოკი იყო მთელი გუნდისთვის, ჩვენი ინფორმაციით ხვალ ჩატარდება ბელგიაში ოპერაცია და გვეცოდინება
მისი ტრავმის სიმძიმე და რეაბილიტაციის პერიოდი.

საქართველოს ნაკრებმა ლატვიასთან პირველი ოფიციალური შეხვედრა მოიგო, თუმცა მე არ ვუყურებ წარსულს და მსურს ახალი ისტორია დავწერო.

ასეთ შეხვედრაში რთულია ფეხბურთელების შეცვლა, რადგან რთულია ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად შეხვედრაში ჩართვა. შეიძლება ფიქრობთ, რომ შეცვლები დავაგვიანე, თუმცა სათადარიგო შემადგენლობაშიც არ მქონდა დიდი არჩევანი, რადგან ფეხბურთელთა უმრავლესობას თავიანთ კლუბებში სათამაშო დრო არა აქვთ და ფორმაში არ არიან.

რაც შეეხება უშუალოდ კაჭარავას, თამაში არ წაუვიდა, ბევრს ეცადა და ჰქონდა რამდენიმე კარგი მომენტიც. ფეხბურთი არ არის იოლი თამაში და ყველაფერი ხდება.

რა პროგრესი აქვს საქართველოს ნაკრებს, ეს ჟურნალისტებმა უნდა შეაფასოთ. მინდა, გულშემატკივრებს მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის, 50 000 ქომაგი იყო და მათ გვერდში ყოფნას ვგრძნობდი. ქართველებს უყვართ ფეხბურთი და ეს სასიხარულოა.

მეტოქემ ყრუ დაცვაში ჩადგა და ბოლომდე ვერ შევძელით ჩვენი თამაშის ჩვენება. პირველ ტაიმში ვცდილობდით ისე გვეთამაშა, რომ ფინალურ ფაზამდე მივსულიყავით, თუმცა არ გამოვიდა. მინდა აღვნიშნო ჩაკვეტაძის ინდივიდუალიზმი, მისი კარგი თამაში ორივე შეხვედრაში გამოსარჩევია. ზოგიერთ ფეხბურთელს უკეთ მართებდა ასპარეზობა. თორნიკე ოქრიაშვილი ახლახან ჩადგა მწყობრში და ეტყობოდა ეს, ვაკო ყაზაიშვილსისა და ნიკა კაჭარავასგან კი მეტს ველოდი.

არაბიძე იმიტომ ვერ მოხვდა განაცხადში, რომ ვარჯიშებზე უფრო მეტად უნდა წარმოაჩინოს თავი. ისე, ეს 20 წლის ბიჭი უდავოდ ნიჭიერია.

მე კომუნიკაცია მქონდა ჯანო ანანიძესთან, ორშაბათიდან ის გუნდთან ერთად ვარჯიშობს და ვნახოთ, სამი კვირის შემდეგ როგორ ფორმაში იქნება.

altჩაკვეტაძე, ოქრიაშვილი - საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგაზე ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა

მკითხველის კომენტარები / 51 /
რასაც ვუყურებ სავსებით რეალურად აღიქვამს ყველაფერს, უბრალოდ იმაში არ ვეთანხმები, რომ ხედავ რომ ყაზაიშვილს და კაჭარავას არ მისდის თამაში უნდა შეცვალო რა..... ისე ქვილითაია რომ ყოფილიყო სულ სხვა შედეგი იქნებოდა დარწმუნეული ვარ.... კაჭარავამ სამწუხაროდ მაგარდ მოუკლო მომატების ნაცვლად :(
Dinamo
09 სექტემბერი 2018 23:08
4
არაბიძე კი არა ლაზარე კუპატაძე შემოეყვანა კაჭარავას ნაცვლად, რავიცი მაგაზე უარესს მაინც ვერაფერს გააკეთებდა!
Dinamo
10 სექტემბერი 2018 01:53
0
დინამო არ მითხრა ეხლა არაბიძე შემოეყვანეო :)))
: )))))))
10 სექტემბერი 2018 00:16
5
ბატონო ვლადიმირ ვაისს, ძნელია შეცვლის გაკეთებაო რომ ამბობთ - აბა შეცვლა რისთვის არის ? რომ ხედავთ, უფრო სწორედ რომ ვერ ხედავთ რატომღაც, როგორ იცვლება მატჩის სადავეები და ლატვიელები უახლოვდებიან ჩვენ საჯარიმოს, როგორ ვერ გრძნობთ რომ მთელი გუნდი ქვეცნობიერად ელოდება შეცვლას, რომ ახალი ფეხბურთელი და თქვენი ჩარევა, ახალ სტიმულს მისცემს ისევ, რომ განაახლონ შეტევები ? ნუთუ ვერ გრძნობთ ხოლმე, რომ მარტო ტაბლოზე ანთებული 0-0 არაა მაჩვენებელი რა მოხდება უახლოეს 5 - 10 წუთში? თუ არაფერს შეცვლით ხოლმე, როცა თამაშის ლოგიკა გვაჩვენებს, რომ ეს ტაქტიკა, რაც თავიადნ კარგი იყო უცებ აღარ ვარგა, რომ მოწინააღმდეგემ შეცვალა რაღაცა და უკვე აღარ ჭრის ის, რაც აქამდე ჭრიდა ? ამ დაგვიანებებით თქვენ წააგეთ მეორე თამაში, ან მინიმუმ ეს ფრე იქნებოდა ყველაზე კარგ შემთხვევაში, ჩაკვეტაძეს რომ არ გადაერჩინეთ თქვენც და ჩვენც - ისიც იმიტომ, რომ მიხვდა, რომ გუნდური სტრატეგია წავაგეთ. გყავთ კიტეიშვილი, არაბიძე, მჭედლიძე - გამოუშვით რა, რომ სტადიონზეც ხალხმა ოვაციები მოაწყოს მორიგ დრიბლინგზე და გამწვავებაზე, ან დარტყმაზე. სახლში ვთამაშობთ, უპირატესობა გვაქვს, რატომ ვერ ხვდებით, რომ ახლა უნდა შემტევი გუნდი ჩამოვაყალიბოთ, ამ დაცვითი თამაშით და შიშით, ფრეზე თამაშით, რომც გავიდეთ , ვერაფერს ვერ ვიზამთ უფრო წესიერ გუნდებთან. ეხლა მათემატიკის დრო არაა და ქულების დათვლის - შეტევაა ჩვენი სტიქია , საქართველოში შემოქმედებითი ფეხბურთი უყვართ და ფეხბურთელებსაც ეს შეუძლიათ უკეთ. გამოიყენეთ ეს შედარებით სუსტე მეტოქეებთან მატჩები ამ შეტევითი პოტენციალის გაზრდისთვის, შეთამაშებისთვის ტექნიკური ფეხბურთელებისა და შეტევითი ფეხბურთელების, რომ ვიპოვნოთ ჩვენი თამაში, რომელიც უკვე გამოიკვეთა. ხომ ხედავთ რომ ჩაკვეტაძის გამოჩენამ, ნავალოვსკის აქტიურობამ, კაკაბაძის, ოქრიაშვილის, ყაზაიშვილის წარმატებამ და ასე.შ გააჩინა იმედები, რომ შევუტევთ, რომ ასე მოვიგებთ ხოლმე. არაა ეს კაზახეთი. დაცვიდან შეიძლება საფრანგეთთან თამაში, მეორე ნომრად, მარა არა კაზახეთთან, ანა ლატვიასთან და ანდორასთან. ამდენი სიფრთხილე არ შეიძლება! და კიდევ, - არაფერი პირადული :) ხო, ერთიც - მადლობა ოქრიაშვილი რომ დაყენეთ ძირითადში, ჩანდა რომ გუნდმა ირწმუნა თავისი ძალის, მიუხედავად იმისა, რომ ფორმაში არ იყო. მაგრამ ოქრიაშვილი გამთამაშებელი უფროა, ვიდრე ფლანგის მოთამაშე, ან თავდამსხმელი - მან უნდა არიგოს პასები და არა მარტო კანკავამ, რომელიც არაა ასეთი შემოქმედებითი ტიპის ფეხბურთელი. გმადლობთ
გადასარევი გიორგი
10 სექტემბერი 2018 00:15
0
ძალიან არ მიყვარს მწვრთნელის გაკრიტიკება, მაგრამ ახლა ვერ ვიკავებ თავს, რომ ამბობ სათამაშო პრაქტიკაო და გუნდში გყავს ისეთი ნიჭიერიერი ფეხბურთელი როგორიც კიტეიშვილია და არ ათამაშებ რომელიც ჯანოს არაფრით არ ჩამოუვარდება თუ არ ჯობია, რომელიც არის უნიკალური მომენტების შემქმნელი ფეხბურთელი, ტექნიკური და საუკეთესო გამთამაშებელი და ბურთის ართმევაზეც ძალიან კარგია და არ ათამაშებ და კაჭარავას ათამაშებ ჯიუტად ბოლომდე, რომელიც თავდასხმის ჩამშლელი უფრო იყო ვიდრე თავდამსხმელი,რა უნდა თქვა კაცმა, შე კაიკაცო გამოგეყვანა კიტეიშვილი მეორე ტაიმში მაინც და ყაზაიშვილი წინ წაიწევდა და ჩაკვეტაძე და კიტეიშვილი საუკეთესო მომენტებს და პასებს მისცემდნენ ყაზაიშვილს და დაცვასაც გაარღვევდნენ ...........
ბატნო მწვრთნელო
09 სექტემბერი 2018 23:51
0
ძალიან სუსტი მწვრთნელია... ცვლილებებს ხომ სასწაულს აკეთებს, იფიქრებ ხელის შეშლა უნდა გუნდისთვისო...
გულშემატკივარი
11 სექტემბერი 2018 11:54
0
კაჭარავა მეტს ვერსოდეს ითამაშებს ეს მისი მაქსიმუმია. სერბეთს რომ გაუტანა ეგ სერბების შეცდომის ბრალი იყო. თავდამსხელებში სერიოზული დეფიციტია და ყველაზე მთავარი ბურთის თრევას სანამ არ მოვეშვებით გამართულ ფეხბურთს ვერ ვითამაშებთ.
David
09 სექტემბერი 2018 23:32
1
კაჭარავას ტიპის ფეხბურთელის ყოლა ძალიან კარგია, რადგან შეიძლება მისი მაგრად გამოყენება. უბრალოდ შეცვლა უნდა იცოდე კაცმა, როდის დგება საჭიროება და უნდა გახსოვდეს, რომ სხვა ფეხბურთელებსაც მისცე შანსი
გადასარევი გიორგი
10 სექტემბერი 2018 00:25
6
დადებითი და სასიხარულოა ნამდვილად 2 ტურის შემდეგ 6 ქულა!!! ამასთანავე, ვფიქრობ არ უნდა დავკარგოთ რეალობის აღქმა და მომავლისთვის გასათვალისწინებელია, რომ დაცვაში ასეთ შეცდომებს ცოტაოდენ ნორმალური გუნდი არ გვაპატიებს და ნორმალური ცენტრალური თავდამსხმელის (ერთი მაინც) გარეშე, რომელსაც ან სისწრაფე ექნება ან ფეხზე იდგება მყარად ან ე.წ. ტექნიკა ექნება გაგვიჭირდება!!! და ბოლოს იქნებ ყველამ ერთად მივაწვდინოთ ინფორმაცია ვისაც ეს ეხება ( ალბათ თვითონ არ იცის) წლის ამ პერიოდში, 21- საუკუნეში მოედნის ნაცვლად დინამოს სტადიონზე "ყანა" რომ არის რბილად რომ ვთქვათ სირცხვილია!!!!
გიგა
10 სექტემბერი 2018 00:34
1
რაც მთვარია ერთი უდიდესი და თვალშისაცემი პლიუსი დაგვანახა ამ ორმა თამაშმა, დვალიშვილი აღარ იყო ნაკრებში :))))
ziqenbud
09 სექტემბერი 2018 23:54
2
Chidaoba dauckia)))
ss
10 სექტემბერი 2018 00:18
1
მოედნის საფარს მიხედეთ!!!!!!
გიგა
10 სექტემბერი 2018 00:35
0
კარგია მოგება,მაგრამ ესე ძალიან გაგვიჭირდება,ამოჩემებული ყავთ ფეხბურთელები და სხვას არ აძლევენ დროს,ტიპი შტურმის ძირითადში თამაშობს,მანამდე მარტო ათრევდა დინამოს და ეს 10 წუთს არ აძლევს,მემგონი კიტეიშვილი იმსახურებს თამაშს,თან როცა ვაკო იმენა დადის,დავისჯებით შენიანი ჩემიანის გამო სასტავის დაყენებით,ორი კაცი გვყავს ნაკრებში რომლებიც დაუღალავად დარბიან,კანკავა და გვილია,ამან გვილია დაალპო,ვისაც პრაქტიკა აქ ისეთი უზის და ვინც 1 წელია მინდორზე არ გასულა იმათ ათამაშებს
ჯუბუ
10 სექტემბერი 2018 01:27
4
კიტე იმენა მაგ ტიპის გუნდებთან არის მისწრება ლატვიის დაცვას ყველივით გაჭრიდა თავისი ტექნიკით. მეგონა რო ვაისი დააყენებდა
შაკო
10 სექტემბერი 2018 10:42
0
მგონი პირველად უყურებ საქართველოს ნაკრების თამაშებს. გვილია ვაისმა მოიყვანა გუნდში სხვათაშოირს და ყველა ძირითადში დააწყებინა ამ მატჩებამდე, ზამენაზე რომ შემოიყვანა მაშინაც ეტყობოდა რომ გვილია ფორმაში არ იყო.
semi
10 სექტემბერი 2018 14:30
0
ძაან უცნაურ გადაწყვეტილებებს ღებულობს ვაისი, ძაან შეშინებული ტრენერია ... მიუხედავად იმისა რო გავიმარჯვეთ ორივე შეხვედრაში რეალურად ჩაკვეტაძემ გადაგვარჩინა!!!
Levani
09 სექტემბერი 2018 23:54
1
Es kaci an gvrkaifeba an martla sxva idzaxebs fexburtelebs . Satadarigoze ar myavda iseti fexburtelebi visac satamasho dro aqvto da roca nakrebi gamoidzaxa mashin gamocdilebi gamovifzaxeo da ara visac praqtika aqvso da tqven am kacs edzaxit profesionals da dzlier mcrtnels sul tavs rom imartlebs hm...
Emigranti
09 სექტემბერი 2018 23:10
9
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული