ვლადიმირ ვაისი: რთული იყო ეგრედ წოდებული ავტობუსის წინააღმდეგ თამაში

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ლატვიის დამარცხების შემდეგ (1:0) პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

- რთული თამაში იყო, თუმცა კმაყოფილი ვარ შედეგით, რადგან 3 ქულა მოვიპოვეთ. რთული იყო ეგრედ წოდებული ავტობუსის წინააღმდეგ თამაში, რადგან მეტოქე მთელი გუნდით დაცვაში იდგა.

სამუშაო აქვს რამდენიმე ფეხბურთელს ფიზიკური კუთხით, რადგან მათ კლუბებში მცირე სათამაშო დრო აქვთ და ვიმედოვნებ, შემდეგ შეხვედრაში ანდროსთან უკეთეს ფორმაში იქნებიან.

ქვილითაიას ტრავმა ტრაგედიაა, ასეთი ტრავმა არ მახსენდება. ეს შოკი იყო მთელი გუნდისთვის, ჩვენი ინფორმაციით ხვალ ჩატარდება ბელგიაში ოპერაცია და გვეცოდინება
მისი ტრავმის სიმძიმე და რეაბილიტაციის პერიოდი.

საქართველოს ნაკრებმა ლატვიასთან პირველი ოფიციალური შეხვედრა მოიგო, თუმცა მე არ ვუყურებ წარსულს და მსურს ახალი ისტორია დავწერო.

ასეთ შეხვედრაში რთულია ფეხბურთელების შეცვლა, რადგან რთულია ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად შეხვედრაში ჩართვა. შეიძლება ფიქრობთ, რომ შეცვლები დავაგვიანე, თუმცა სათადარიგო შემადგენლობაშიც არ მქონდა დიდი არჩევანი, რადგან ფეხბურთელთა უმრავლესობას თავიანთ კლუბებში სათამაშო დრო არა აქვთ და ფორმაში არ არიან.

რაც შეეხება უშუალოდ კაჭარავას, თამაში არ წაუვიდა, ბევრს ეცადა და ჰქონდა რამდენიმე კარგი მომენტიც. ფეხბურთი არ არის იოლი თამაში და ყველაფერი ხდება.

რა პროგრესი აქვს საქართველოს ნაკრებს, ეს ჟურნალისტებმა უნდა შეაფასოთ. მინდა, გულშემატკივრებს მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის, 50 000 ქომაგი იყო და მათ გვერდში ყოფნას ვგრძნობდი. ქართველებს უყვართ ფეხბურთი და ეს სასიხარულოა.

მეტოქემ ყრუ დაცვაში ჩადგა და ბოლომდე ვერ შევძელით ჩვენი თამაშის ჩვენება. პირველ ტაიმში ვცდილობდით ისე გვეთამაშა, რომ ფინალურ ფაზამდე მივსულიყავით, თუმცა არ გამოვიდა. მინდა აღვნიშნო ჩაკვეტაძის ინდივიდუალიზმი, მისი კარგი თამაში ორივე შეხვედრაში გამოსარჩევია. ზოგიერთ ფეხბურთელს უკეთ მართებდა ასპარეზობა. თორნიკე ოქრიაშვილი ახლახან ჩადგა მწყობრში და ეტყობოდა ეს, ვაკო ყაზაიშვილსისა და ნიკა კაჭარავასგან კი მეტს ველოდი.

არაბიძე იმიტომ ვერ მოხვდა განაცხადში, რომ ვარჯიშებზე უფრო მეტად უნდა წარმოაჩინოს თავი. ისე, ეს 20 წლის ბიჭი უდავოდ ნიჭიერია.

მე კომუნიკაცია მქონდა ჯანო ანანიძესთან, ორშაბათიდან ის გუნდთან ერთად ვარჯიშობს და ვნახოთ, სამი კვირის შემდეგ როგორ ფორმაში იქნება.

altჩაკვეტაძე, ოქრიაშვილი - საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგაზე ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა

მკითხველის კომენტარები / 51 /
ყველას გთხოვთ,ღმერთმა მოგვცა ნიჭი შეგვექმნა ქართული ანბანი,რაც ჩვენი სიმდიდრეა,გთხოვთ კომენტარები ზოგიერთმა ვაი ქართველებმა დაწერეთ ქართული ანბანით!
მახო
10 სექტემბერი 2018 10:10
1
დიდებული რამ ყოფილა ეს "დ" ლიგა, ძალიან გულდასაწყვეტი იქნება, შემდეგ შესარჩევში რომ სხვა ლიგაში მოგვიწიოს ასპარეზობა...
მ. ტ.
10 სექტემბერი 2018 01:39
8
აბა, შენ ეგა თქვი! აქედან თუ გავძვრებით ევროპაზე, თორე ზედა ჯგუფიდან უშანსოდ ვიქნებით.
Vakhtang Lobzhanidze
10 სექტემბერი 2018 09:29
1
:))))))))))))) ჩაგეთველა ძმაო :)))))))))))))))))))
:)))))))))))))))
10 სექტემბერი 2018 15:24
1
ვაისს მემგონი ფსონი ჰქონდა ნიჩიაზე დადებული და ჩაკვეტაძემ ჩაუშალააააა
dd
10 სექტემბერი 2018 00:33
4
ფეხბურთელი არა მყავს სათადარიგო სკამზეო და ამ დროს საუცხოო ფორმაში მყოფი კიტეიშვილი და არაბიძე უზის, ამას კი მგონი 5-6 კგ-ით დამძიმებული პაპუნაშვილი გამოყავს და ისიც საუკეთესო შემტევს ხსნის კაჭარავას ნაცვლად. მოკლედ ძალიან უკმაყოფილო ვარ ვაისის გადაწყვეტილებებით და ან მიუთითონ და შეაცვლევინონ ზოგიეერთ ფეხბურთელის მიმართ მიდგომა, ან საერთოდ მოვიშოროთ თავიდან. დარჩენილი მატჩები ახალმა(ქართველმა) მწვრთნელმა ჩაატაროს, უკვე ძნელია ჯგუფიდან არგასვლა მაოხერხონ ჩვენებმა და მწვრთნელსაც დრო და საშუალება მიეცემა საუკეთესო შემადგენლობას მიაგნოს. ძნელია ასეთი გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ დაგვიანება უფრო სახიფათოა.
emigranti
09 სექტემბერი 2018 23:28
27
არც ერთია საუცხოო და არც მეორე ! ეს არაბიძე რა გახადეთ გადამწყვეტი ? სწორი ცვლილებები ჰქონდა, უბრალოდ დაგვიანებული
: )))))))
10 სექტემბერი 2018 00:00
10
ოე, ოე ემიგრანტი, შენ საერტოდ უყურე თამაშს ? არაბიძე საერთოდ განაცხადში არ იყო. ან საიდან იცი როგორ ფორმაშია. ტქვა კაცმა ვარჯიშებზე ვერ წარმოაჩია თავიო. მეცემაღ მაგასაც და კიტესაც დრო თუ მოუმატებენ ნუ ნერვიულობთ
QT
10 სექტემბერი 2018 08:08
0
მიუხედავად გამარჯვებებისა მაინც დაუკმაყოფილებლობის გრძნობა მაქვს.ოდნავ ნორმალური გუნდი არ გაგვახარებ.
Z.LO
10 სექტემბერი 2018 00:53
1
ფეხბურთელები ფორმაში არ მყავსო და გვილია სკამზე უზის ......
Levani
09 სექტემბერი 2018 23:55
2
დღეს გაგვიმართლა - მსაჯს პენალტი შეეძლო არ დაედო. მთავარი ისაა, რომ ამ შემადგენლობაში ცალკეული მოთამაშის ინდივიდუალური ოსტატობის იმედზე ვიყავით. კაჭარავა შესაცვლელი იყო. გვეცადა სხვა. თუ ვინმე არ იყო მზად თამაშისთვის, არ უნდა ყოფილიყო განაცხადში.
მერაბი
10 სექტემბერი 2018 00:00
2
ვფიქრობ რომ ლატვია შინ უფრო გახსნილად გვეთამაშება,მაგ დროისთვის დასაკარგი აღარაფერი ექნებათ და მხოლოდ მოგებაზე ითამაშებენ.ჩემი აზრით იქ უფრო ნაკლებად გაგვიჭირდება.
ბასკეტი
10 სექტემბერი 2018 10:28
1
Kiteihvili xom yavda tadarighi tatom at atamaha? Gvilias hemoyvana daagviana an Saba lobjanize da ebralize ratom ar gamoizaxa? Romeltac 100 procentiani praqtika aqvt. Axla hven ras gvewuuneba!
Kika
09 სექტემბერი 2018 23:24
4
რა მაგარია რა დრო დაგვიდგა, ჩვენ წინააღმდეგ ჩაყენებულ ავტობუსებზე გვიწევს ლაპარაკი. პირიქით ვართ მიჩვეული ბოლო წლებია. გილოცავთ ყველას გამაეჯვებას და ეს პროფესორა ხალხი გადამრევს რა, კი ბატონო არ იყო კაჭო კარგი, მაგრამ რაღაც დავალება ქონდა იმ ადამიანს რის გამოც არ შეცვალა. კიტეიშვილი, არაბიძე და სხვები კი ალბათ არ იყვნენ სათანადოდ მზად ეხლა და სამომავლოდ კი მათინიმედიც ექნება და გვაქვს. გილოცავთ და ისიამოვნეთ რა
QT
09 სექტემბერი 2018 23:52
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული