თორნიკე ოქრიაშვილი: ლატვიის 10-ვე ფეხბურთელი თავის ნახევარზე იდგა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა თორნიკე ოქრიაშვილმა ლატვიასთან (1:0) ერთა ლიგის მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის მეორე ტურის მატჩში ლატვიის ნაკრები თორნიკე ოქრიაშვილის გოლით დაამარცხა. გიორგი ჩაკვეტაძის წაქცევისთვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი თორნიკემ გოლად აქცია და ჩვენს გუნდს გამარჯვება მოუტანა.

"ძალიან რთული მატჩი იყო, იმიტომ, რომ მათი 10-ივე ფეხბურთელი თავის ნახევარზე იდგა. ლატვია ძალიან მომზადებული იყო, მაგრამ ჩაკვეტაძემ კარგი პენალტი აიკიდა. წელიწადზე მეტია არ მითამაშია. ძალიან გამიჭირდა, მაგრამ ჩვენ ყველაფერი ვქენით, ასი პროცენტით დავიხარჯეთ და გავიმარჯვეთ. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო
გულშემატკივარს" - განაცხადა მატჩის შემდეგ თორნიკე ოქრიაშვილმა.

ამ გამარჯვებით საქართველოს ნაკრებმა D ლიგის A ჯგუფში ქულათა მაქსიმუმი მოაგროვა და 6 ქულით ლიდერობს.

13 ოქტომბერს ჩვენი გუნდი "დინამო არენაზე" ანდორას დაუპირისპირდება.

altგურამ კაშია: ძალიან მიყვარს ის ხალხიც, ვინც ჩემ წინააღმდეგ არიან

altრა ხდებოდა საქართველოს ნაკრების გასახდელში ლატვიასთან მოგების შემდეგ [VIDEO]

altჩაკვეტაძე, ოქრიაშვილი - საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგაზე ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

altვლადიმირ ვაისი: რთული იყო ეგრედ წოდებული ავტობუსის წინააღმდეგ თამაში

მკითხველის კომენტარები / 9 /
ერთი წლის უთამაშებლობის შემდეგ დამიჯერეთ რონალდო და მესიც ვერ ითამაშებენ იმის ნახევარს რასაც ახლა თამაშობენ, ძალიან მაგარი ბიჭი ხარ ოქრი ყოველთვის ბოლომდე იხარჯება ნაკრებში და ბოლომდე იბრძვის, მინდა მიბაძოს ყველამ ამ ბიჭს. ჩაკვეტაძესაც ეტყობა რომ ძალიან შრომისმოყვარე და ძლიერი ნერვების პატრონია, მე მოვისმინე ერთხელ მისი ინტერვიუ და იქ ამბობდა რომ ნერვები არ ქონდა და ახლა ყაზახეთთანაც და ლიტვასთანაც დავრწმუნდი რომ მართლა მასეა, ყოველთვის მშვიდადაა და ელოდება შანსს რომელსაც იყენებს კიდეც, ეს ბიჭი სულით ლიდერია და ასე უნდა გააგრძელოს. წარმატებები ნაკრებს
roma
10:33 10-09-2018
1
Es bichi miyvars. Ar aris formashi imedia oqtombramde sheva formashi bolomde daixarjeba nakrebshi rogorc yoveltvis . Chakvetadze aris dges dgeobit gundis dirijori da minda rom kankavas sanakrebo karieris dasrulebis shemdeg es iyos nakrebis kapirani
Emigranti
01:30 10-09-2018
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული