ნიკა კაჭარავა: თამაშს მონატრებული ვიყავი და მინდოდა, ყველაფერი გამეკეთებინა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ნიკა კაჭარავამ ლატვიასთან (1:0) ერთა ლიგის მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

გიორგი ქვილითაიას ტრავმის გამო ვლადიმირ ვაისმა ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე ნიკა კაჭარავა ათამაშა. მან მოედანზე 90 წუთი დაჰყო.

"თავიდან გაგვიჭირდა, რადგან ძალიან კომპაქტურად თამაშობდნენ და სივრცეებს არ გვიტოვებდნენ. ჩვენ ვცდილობდით, რაც შეიძლებოდა გაგვეწელა მათი დაცვის ხაზი, რათა ზონები გაგვეთავისუფლებინა. პირველ ტაიმში ისინი დავღალეთ, რამაც მეორე ტაიმში შედეგი გამოიღო.

წინ ძალიან დიდი გზა გველის. განსაკუთრებით, მეორე ტაიმში ვგრძნობდით გულშემატკივრის მხარდაჭერას. ამან ძალიან დიდი როლი ითამაშა. თამაშს მონატრებული ვიყავი და
მინდოდა, ყველაფერი გამეკეთებინა, რაც შემეძლო. ბიჭები მამხნევებდნენ და ბოლომდე გვერდში მედგნენ" - განაცხადა საქართველოს ნაკრების ფორვარდმა.

ნიკა კაჭარავას გიორგი ქვილითაიას შესახებაც ვკითხეთ, რომელიც საქართველოს ნაკრებში მისი კონკურენტია.

"გიორგი ძალიან დიდი ძალაა. დღეს ეს მოგება მას ეკუთვნის. ღამე არც მიძინია. ასეთი რამ შეიძლება ნებისმიერ ჩვენგანს დაემართოს. მისი როლი ძალიან დიდია დღევანდელ გამარჯვებაში. გიორგი თვითონ გვამხნევებდა და გვიჭერდა მხარს. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მას."

საქართველოს ნაკრები 13 ოქტომბერს ანდორას დაუპირისპირდება.

altთორნიკე ოქრიაშვილი: ლატვიის 10-ვე ფეხბურთელი თავის ნახევარზე იდგა

altგურამ კაშია: ძალიან მიყვარს ის ხალხიც, ვინც ჩემ წინააღმდეგ არიან

altრა ხდებოდა საქართველოს ნაკრების გასახდელში ლატვიასთან მოგების შემდეგ [VIDEO]

altჩაკვეტაძე, ოქრიაშვილი - საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგაზე ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 17 /
რატომ არ წერთ. D-ლიგის. სხვა ჯგუფებში რა ხდება?
gio
11 სექტემბერი 2018 08:08
0
ვინ ლანძღავს?ვამბობთიმას რასზც ვხედავთ.მეორეც ვაისას ვსაყვედურობთ რომ არ შეცვალა,მისით ხოარ გამოვიდოდა..ლანძღვა რასაც შენ აკეთებ ეგაა მეგობარო.
A -s
10 სექტემბერი 2018 22:39
0
" ჩვენი მესია, ოღონც ჯერ ფორმაში არ არის, ნელ-ნელა შევა"
s.s
10 სექტემბერი 2018 21:49
1
...es tavdamsxmeli..ukve sasaciloa
Gio
10 სექტემბერი 2018 17:48
5
რაც ბეგლარაშვილს ამ სეზონში გოლიაქ გატანილი,კაჭარავა მთელი ცხოვრება ვერ გაიტანს..გულშემატკივართა 90%არმოგვწონს კაჭარავა ,მაგრამ ვისესმის ჩვენი,რადგან აქ სმსებით შემოვიფარგლებით...ასერომ ჩვენც უნდა ვიაქტიუროთ ზდილობის და კანონის ფარგლებში რათქმაუნდა...
euhh
10 სექტემბერი 2018 15:49
7
Beglarishvili gamoidzaxe vaiss sanam davkargavt mag bichs am sezonshi 20 goli aqvs ukve gatanili da eseti shedegi shen gamodzaxebul mtlianad nakrebis fexburtelebs ar aqvs gatanili am sezonshi ty ginda shekribet da naxet
Emigranti
10 სექტემბერი 2018 14:53
6
ესტონეთში მეც გავიტან 20 გოლს
მხოლოდ ბათუმი, მხოლოდ დინამო
10 სექტემბერი 2018 16:37
5
ესტონეთის ჩემპიონატში კაჭარავაც გაიტანს მაგდენს
ზაქარია
10 სექტემბერი 2018 16:02
5
ბეგლარიშვილი რომ ყოფილიყო კაჭარავას ნაცვლად, უფრო შედეგიანი არ იქნებოდა თავდასხმა? ჩემი პასუხია - დიახ!
კირკიტა
10 სექტემბერი 2018 14:34
7
არ ვიცი რავთქვა ))) იბრძოლა ვერაფერს ვერ იტყვი))
anti-stepleri
10 სექტემბერი 2018 13:55
7
ვინ დააბრალა ამას ფეხბურთელი ხარო?
ირაკლი
10 სექტემბერი 2018 13:12
5
აუ ეს ხო იმენო შეშაა რა :D:D:D:
Dimitriusi
10 სექტემბერი 2018 12:50
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული