ლევან კობიაშვილის განცხადება საქართველო-ლატვიის მატჩის შემდეგ

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ლატვიასთან მატჩის შემდეგ სფფ-ის ოფიციალურ ვებგვერდზე განცხადება გაავრცელა.

"მოგესალმებით,

უპირველესად, გილოცავთ გამარჯვებას!

მინდა, ყველას დიდი მადლობა გადაგიხადოთ.

დიდი მადლობა ჩვენს ნაკრებს და თქვენ - ყველას, ვინც მოხვედით ჩვენ მხარდასაჭერად.

მჯერა, რომ ფეხბურთი გულშემატკივრისაა და თქვენი როლი იმ წარმატებაში, რასაც გუშინ მივაღწიეთ, ძალიან დიდია.

ინდივიდუალური მადლობა თითოეულ თქვენგანს პასუხისმგებლიანი ქომაგობისთვის და იმისათვის, რომ ჩვენმა ნაკრებმა სამაგალითო გულშემატკივრობის ფონზე გაიმარჯვა.

აქვე, მინ
და დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელმაც უზრუნველყო ჩვენი გულშემატკივრის, ყველა ჩვენგანის უსაფრთხოება და სტადიონზე მართლწესრიგის ნორმები.

სტადიონზე მშვიდი გარემო და განურჩევლად ყველა დამსწრე ადამიანის უსაფრთხოება უპირველესი პრიორიტეტია!

ყველა ჩვენგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გუშინდელი მატჩის მოგება წარმოუდგენელი იქნებოდა ერთობლივი, კოორდინირებული მუშაობის გარეშე!

კიდევ ერთხელ, მადლობა ყველას და გილოცავთ ჩვენს ერთობლივ გამარჯვებას!

ფეხბურთი გვეკუთვნის ყველას!", - წერია კობიაშვილის განცხადებაში.

altჩაკვეტაძე, ოქრიაშვილი - საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგაზე ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 7 /
ფეხბურთი ეკუთვნის იმ ქალაქსაც, რომლის ბაზაზეც ნაკრები ვარჯიშობს! (მიუხედავად იმისა, ივარჯიშებს იქ ნაკრები თუ არა). არ დაგვავიწყდება არასდროს, რომ ზესტაფონში ფეხბურთი წაგვართვი ბატონო ლევან! ეს გუნდი მთელ საქართველოს დააკლდა.
1
10 სექტემბერი 2018 14:58
10
Ratom ar gadasca kobiashvilma kashias jildo gamecit kashias stadionze saxalxod . Televizorshi rom chikchikeben qveynistvis da federaciistbis istoriuli jildo ariso... jurnalistebo dausvit exla eg kitxvebi im federaciis carmomadgenlebs da farisevlebs vinc mase chikchilebda ratom ar gadasces ?! Ratom ar usvavt mag kitxvas ar gaintetesebt pasuxi me da umetesobas ainteresebs eoca fexburteli individvalur jildos igebs tanac istoriuls rogorc egeni amboben yoveltvis tamashis cin saxalxod caradgenen xolme vinc ar icis imis gasagonad vambob... ar gadasces imitom rom ar aris istoriuli da aris samarcxvino es gushindeli tamashis cin gamochnda imedia ar dablokavt simartles ase rom kashias mxar damchero jurnalistebo dausvit eg kitxva federaciis carmomadgenlebs ar gainteresebt ?! ... chemi azrit da umetesobis azrit lgbts jildo ara fexburtelistvis istoriuli jildo
Emigranti
10 სექტემბერი 2018 15:21
4
რა საშინელება დამიწერია რომ ბლოკავთ... თქვენც სიჭინავას ამფსონები ხართ?
alexandre
11 სექტემბერი 2018 12:39
0
ეს რატომ იხდის მადლობას? მისთვის მივიდა ხალხი სტადიონზე?
დავით 67
10 სექტემბერი 2018 23:21
3
ზესტაზე მართლა გული მწყდება..... ყველაზე გამართულ და სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობდა...
elgvisa
10 სექტემბერი 2018 18:49
3
ავოე. ესე იგი კობიაშვილმა წაართვა ზესტაფონს ფეხბურთი და სიჭინავა არაფერ შუაშია? გაგიჟდება ადამიანი. რა გჭირთ? ქრონიკული უკმაყოფილების სინდრომი თუ ჩასაფრებული სკლეროტიკები ხართ? თუ სააკის და მისი ამფსონების წასვლის მერე საკვები შემოგაკლდათ? ცოტა მაინც იფიქრეთ ქვეყანაზე და არა საკუთარ თავზე.... ვაი საქართველოს....
alexandre
11 სექტემბერი 2018 11:08
1
cxadadze rom ar gagegdot, aqmde upro kargi da stabiluri gundi gveyoleboda. madloba bichebs chveni (gulshematkivrebis) gaxarebisvis
dato123
11 სექტემბერი 2018 16:33
3
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული