გუშინ მან ბრიუსელში კოჭის ოპერაცია გაიკეთა.
როგორც აღმოჩნდა ტრავმა ისეთი სირთულის არ არის, როგორც მოსალოდნელი იყო.
"უბედნიერესი ვარ! ტრავმის სირთულე არ არის ისეთი სიმძიმის, რასაც მოველოდით. უფრო სწრაფად დავუბრუნები მოედანს, ვიდრე წარმომედგინა!" - წერს ქვილითაია სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრების ფორვარდმა ტრავმა საქართველოს ნაკრების ვარჯიშზე ლატვიასთან მატჩის წინა დღეს მიიღო.
გიორგი ქვილითაიას კოჭზე ოპერაცია ჩაუტარდა
გიორგი ქვილითაია: ჩვენ ერთად კიდევ ბევრი გოლი გვაქვს გასატანი