"ჯვაროსნები" ამ დროისთვის 1254 ქულით 93-ე ადგილზე არიან, ხოლო წინა თვეს 96-ე ადგილზე იყვნენ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა სექტემბერში ერთა ლიგის ორი მატჩი გამართა. 6 სექტემბერს ჩვენმა გუნდმა სტუმრად ყაზახეთი 2:0 დაამარცხა, ხოლო 9 სექტემბერს შინ ლატვიას 1:0 სძლია.
ჩვენი მეტოქეები ერთა ლიგაზე კი, პირიქით, დაქვეითდნენ. ყაზახეთი ორი საფეხურით დაქვეითდა და ახლა 118-ე ადგილზეა. ლატვიამაც 2 ადგილით დაიწია და ამ დროისთვის 131-ე პოზიციაზე იმყოფება. სამაგიეროდ, 2 პოზიციით დაწინაურდა ანდორა და
პირველ ათეულში ლიდერი შეიცვალა და ახლა რეიტინგის პირველი ადგილი ბელგიას ეკუთვნის, რომელიც მცირედი ქულებით უსწრებს მსოფლიო ჩემპიონ საფრანგეთს. სხვა ცვლილებები ათეულში არ მომხდარა.
შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები "დინამო არენაზე" 13 ოქტომბერს გამართავს. ბილეთების ყიდვა კი უკვე TKT.ge-ზე შეგიძლიათ.
2 მატჩში 6 ქულა ავიღეთ? ავიღეთ - აბა, რით ვართ უკმაყოფილოები?
2 მოგება, 3 გოლი, "მშრალი კარი" - საქართველოს ნაკრების სტატისტიკა 2 მატჩის შემდეგ