ერთი დებიუტანტი - საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ერთა ლიგის მატჩებისთვის ცნობილია

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 8 ოქტომბრიდან ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას იწყებს.

ვლადიმირ ვაისის გუნდი 13 ოქტომბერს თბილისში ანდორას უმასპინძლებს. 16 ოქტომბერს რიგაში ჩვენი გუნდი ლატვიას დაუპირისპირდება.

უეფა-ს ერთა ლიგის მესამე და მეოთხე ტურის მატჩებისთვის ვლადიმირ ვაისმა 26 ფეხბურთელი გამოიძახა. მათ შორის ერთი დებიუტანტია - პოლონური "არკას" 22 წლის ქართველი ლეგიონერი ლუკა ზარანდია. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ეროვნულ ნაკრებს დაუბრუნდა მოსკოვის "სპარტაკის" ნახევარმცველი ჯანო ანანიძე.

საქართველოს ნაკრები საწვრთნელ პროცესს მომავალი ორშაბათიდან ს.კ. "ზესტაფონის" თბილისის ზღვის ბაზაზე დაიწყებს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები:
გიორგი ლორია (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), საბა კვირკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, მინსკი, ბელორუსი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (ლუგო, ესპანეთი), ვაკო გვილია (ლუცერნი, შვეიცარია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, მოსკოვი) გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), თორნიკე ოქრიაშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი), ლუკა ზარანდია (არკა, პოლონეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი (სპარტაკ-ტრნავა, სლოვაკეთი)

თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი)

ამ დროისთვის, ცნობილია კიდევ ოთხი ფეხბურთელის ვინაობა, რომლებსაც მთავარი მწვრთნელი ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში განიხილავს:

ლევან გეგეჭკორი (ტორპედო, ქუთაისი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია), ბუდუ ზივზივაძე (დინამო, თბილისი), ბაჩანა არაბული (პუშკაშ-აკადემია, უნგრეთი)

საქართველოს ნაკრები მესამე ტურის მატჩს ანდორასთან თბილისში, "დინამო არენაზე" 13 ოქტომბერს, 20:00 საათზე გამართავს.

altნაკრების მომავალი - ყველაზე ძვირად ღირებული 23 წლამდე ქართველი ფეხბურთელები

alt3 ფეხბურთელი, რომელთა ნაკრებში დაბრუნებაზე უნდა ვიფიქროთ...

altსაქართველოს ნაკრები ფიფა-ს რეიტინგში დაწინაურდა

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 43 /
შეეცადეთ ობიექტურები იყოთ და პესიმიზმს შეეშვათ, ბევრი ვაისის ქმედება მეც არ მომწონს მაგრამ ამ წინა სამატჩოდ უპრიანი არ იქნება ასეთი ლაპარაკი ვინ გამოიძახა და ვინ არაა, მაგაზე ჩვენი საუბარი რამეს შეცვლის როგორ გგონიათ? უბრალოდ ჩვენ ჩვენი საქმე გავაკეთოთ მივიდეთ სტადიონზე და ბოლომდე ვუგულშემატკივროთ, დარწმუნებული ვარ ვინც არუნდა გავიდეს სტადიონზე ბოლომდე დაიხარჯება და თავის წვლილს შეიტანს ანდორას გადათელვაში, პროფესორობა კი არ უნდა დავიწყოთ ვინ გამოიძახოს და ვინ არაა, უბრალოდ ვაისს შედეგი მოვთხოვოთ და სულ არ მაინტერესებს რა ანგარიშით და როგორი თამაშით მთავარია საქართველოოს სასარგებლოდ ტაბლოზე ერთით მეტი გოლი ეწეროს. ღმერთი ფარავდეს საქართველოს და გამარჯვებისკენ გვატაროს. წინ ბიჭებო თქვენ ხომ ხუთჯვრიან დროშა გაქვთ ამოქარგული გულზე, დაიცავით ჩვენი ღირსება და დაანახეთ მსოფლიოს რომ თქვენი დროც მოვიდა დიდ ფეხბურთში.
roma
14:12 03-10-2018
0
არაბიძე არ დარბისო, ლობჟანიძე დარბის მაგრამ არაო, ახალგაზრდებს თუ არ მიეცი შანსი თავის გამოჩენის და განვითარების გვეყოლება 32 წელს გადაცილებულები და თავის გუნდებში უთამაშებელი ფეხბურთელები მომავალ წელს და შედეგი ისევ ისეთი იქნება როგორსაც მივეჩვიეთ! იმიტომაც არის რომ ჩაკვეტაძის იმედი გვაქ მარტო. მიდი გიო შენ თუ გვიშველი!
Lasha
16:52 02-10-2018
4

სიახლეები პოპულარული