ვლადიმირ ვაისის სია: მწირი არჩევანი, ბევრი კითხვა და სლოვაკის უცნაური ლოგიკა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა მომავალი ორი ოფიციალური მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.

საქართველოს ნაკრები 13 ოქტომბერს თბილისში ანდორას დაუპირისპირდება და 16 ოქტომბერს ლატვიას ესტუმრება.

სლოვაკი სპეციალისტის შემადგენლობა კი, ტრადიციულად, განსჯის საგანი გახდა და კვლავ გარკვეული კითხვები დატოვა.

მეკარეები
ვლადიმირ ვაისს ამ პოზიციაზე არჩევანიც არ ჰქონია, რადგან გიორგი მაკარიძე ტრავმირებულია და ზაურ მახარაძის დარეგისტრირება ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა.

ამ პოზიციაზე კი ამ ეტაპზე ლეგიონერიც აღარ გვყავს. გიორგი ლორია უკლუბოდაა და თბილისში ვარჯიშობს, როინ კვასხვაძე "ტორპედოს" ღირსებას იცავს და ლაზარე კუპატაძე კი
- "საბურთალოს" კარს.

სლოვაკი მწვრთნელისთვის, მიუხედავად უთამაშებლობისა, უპირობო ფავორიტი გიორგი ლორიაა, რომელსაც ის სრულ ნდობას უცხადებს.

დაცვა
ცენტრალურ დაცვაზე საუბარი ზედმეტია. ამ პოზიციაზე ყველა ის ფეხბურთელია, რომელიც უნდა იყოს და კონკურენცია საკმაოდ მაღალია.

თუმცა ვერც იმას იტყვი, რომ ფლანგზეც საუკეთესოები არ არიან შერჩეულები. ამ ეტაპზე გიორგი ნავალოვსკი და ოთარ კაკაბაძე ნაკრებში უკონკურენტოები არიან. თუმცა აქ ვაისი ძალიან რისკავს, რადგან სათადარიგო ფეხბურთელები არ ჰყავს გამოძახებული და ამავდროულად, კაკაბაძე ჯერჯერობით იდეალურ ფორმაში არ არის.

სლოვაკის სქემა საჭიროების შემთხვევაში ფლანგებზე ცენტრალური მცველის გამოყენებას ითვალისწინებს.

ფლანგებზე ორი ფეხბურთელის დამატების ვარიანტი ნამდვილად იყო, რომელთაც სათამაშო პრაქტიკაც აქვთ და თადარიგში მათი ყოფნით არაფერი დაშავდებოდა - გიორგი მჭედლიშვილი "გორიცადან" და გია გრიგალავა ტულის "არსენალიდან".

მართალია, გაფართოებულ სიაში გამოძახებულები არიან "რიგასის" მცველი ლაშა შერგელაშვილი და ქუთაისის "ტორპედოს" ფეხბურთელი ლევან გეგეჭკორი, მაგრამ ორივე კლუბის დონე ზემოთ ხსენებული ფეხბურთელების გუნდების დონეს ჩამოუვარდება.

alt3 ფეხბურთელი, რომელთა ნაკრებში დაბრუნებაზე უნდა ვიფიქროთ...



ნახევარდაცვა
კონკურენცია პიკს აღწევს საყრდენ ზონაშიც. აქ ერთმანეთის კონკურენტი ოთხი ფეხბურთელია გამოძახებული: ჯაბა კანკავა, ვაკო გვილია, გიორგი აბურჯანია, ნიკა კვეკვესკირი და ასევე მათ რიცხვში შეგვიძლია შევიყვანოთ ჯანო ანანიძეც, რომელსაც ნაკრებში საყრდენ პოზიციაზე არაერთხელ უთამაშია და როგორც თავად ამბობს, კანკავასთან წყვილში თამაში ერთი სიამოვნებაა. თუმცა, რამდენად დაეთმობა სათამაშო დრო ჯანოს, უცნობია. შეგახსენებთ, რომ ის ახლახან დაუბრუნდა მოედანს და როგორც მოსკოვის "სპარტაკის" იტალიელმა მწვრთნელმა მასიმო კარერამ განაცხადა, ანანიძე 90 წუთის სათამაშოდ მზად არ არის.

ბოლო პერიოდში ასევე გახშირდა საუბარი ლაშა პარუნაშვილის გამოძახებაზე. ალბათ, არ იქნებოდა მართებული, მეტოქეებიდან გამომდინარე, ნაკრების განაცხადში ხუთი საყრდენი, რადგან ამ ეტაპზე შემტევ ფეხბურთელებში გაცილებით მეტი მრავალფეროვნება გვესაჭიროება.

ლაშა შეიძლება საუკეთესოა კლუბში, თუმცა მან უნდა შეძლოს და დაამტკიცოს, რომ უფრო მაღალი დონის ფეხბურთის თამაში შეუძლია და დანიურ სუპერლიგაშიც გახდეს საუკეთესო. შემდეგ ის შეძლებს უკეთეს გუნდში მოხვედრას და მართებულიც იქნება მისი ნაკრებში გამოძახება.

მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შემტევ ნახევარმცველებში საუკეთესო ფეხბურთელები არიან გამოძახებულნი. მოდი, ავიღოთ ასეთი მოცემულობა: თორნიკე ოქრიაშვილი, ჯანო ანანიძე, ჯაბა კანკავა, გურამ კაშია, საბა კვირკველია, გიორგი ლორია ის ფეხბურთელებია, რომლებსაც შეიძლება სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონდეთ ან ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ დაბრუნდნენ, თუმცა მოედანზე რაღაცა შექმნან და მატჩის ბედი გადაწყვიტონ. ამავდროულად კი, არსებობენ ისეთი ფეხბურთელებიც, რომლებსაც იდეალური სათამაშო ფორმა ესაჭიროებათ, რათა გუნდისთვის მაქსიმუმი გააკეთონ.

ამ ეტაპზე, ალბათ, უპრიანი იქნებოდა ჯაბა ჯიღაურისა და გიორგი მერებაშვილის დასვენება, ხოლო, როცა ფორმას აღიდგენდნენ, შემდეგ სანაკრებო პაუზის დროს გამოძახება.

ნაკრებში დებიუტანტია, გდინიის "არკას" საუკეთესო ფეხბურთელი ლუკა ზარანდია, რომელიც იმ ახალგაზრდებს შორისაა, რომელთაც მომავალში უფრო მაღალ დონეზე შეუძლიათ ფეხბურთის თამაში. ზარანდიას გამოძახება იმ მხრივაც არის კარგი, რომ მას შეტევის მარჯვენა ფლანგზე თამაში შეუძლია და ამ პოზიციაზე წინა შეხვედრებში გარკვეული სახის პრობლემები გვქონდა.

რატომ არ არის ნაკრებში გიორგი არაბიძე? - ამ კითხვამ ჯერ კიდევ მაშინ შემაწუხა, როდესაც ის ლატვიასთან განაცხადში არ იყო და ვაისს ვკითხე. სლოვაკი კი ვარჯიშებზე მისი მონდომებითა და აქტიურობით არ იყო კმაყოფილი. გიორგის გაცილებით მეტი მართებს, რადგან მას ეს შეუძლია და ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში ნაკრების შეკრებაზე მსგავსი კითხვა აღარ დაისმება.

თავდასხმა
ლევან მჭედლიძე რომ არ დაბრუნებულიყო, ამ პოზიციაზე სრული კატასტროფა გვექნებოდა. მაგრამ ის დაბრუნდა და ვიმედოვნებთ, რომ მას ამ ეტაპზე მაინც აღარ შეაწუხებს ტრავმები.

მჭედლიძემ "მილანსა" და "პარმასთან" მოასწრო თამაში. ფაქტია, ის 90 წუთის სათამაშოდ ჯერ მზად არ არის, თუმცა არ გამოვრიცხოთ, რომ "ემპოლის" მომავალ დაპირისპირებაში "რომასთან" ძირითად შემადგენლობაში ვიხილავთ.

ვაისს არ უყვარს ცვლილებები, თუმცა ნიკა კაჭარავა რომ სასურველი ფორმისგან შორსაა, მისი საკლუბო პრაქტიკაც მეტყველებს. ნიკა საქართველოს ნაკრებში უნდა იყოს, თუმცა არა ამ ეტაპზე. მას შეუძლია თავისი ფიზიკური და სათამაშო პარამეტრები იდეალურად გამოიყენოს, გახდეს ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდი ნაკრებისთვის, როგორიც ადრე იყო, თუმცა ამ ეტაპზე მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი საკმაოდ დაბალია.

ამავდროულად, დიდი არჩევანი არც გვაქვს: გვყავს 20 წლის ბექა მიქელთაძე, რომელიც "ანორთოსისის" ძირითადის ფეხბურთელია და მან კლუბში გოლების გატანა აქტიურად უნდა დაიწყოს, რათა ვაისის ყურადღება მიიქციოს.

გაფართოებულ სიაში კი ორი თავდამსხმელია: ბუდუ ზივზივაძე ("დინამო", თბილისი), ბაჩანა არაბული ("პუშკაშ-აკადემია", უნგრეთი).

ზივზივაძის საწინააღმდეგო პიროვნულად არაფერი გვაქვს, უბრალოდ, უცნაურია ეროვნული ლიგიდან იმ თავდამსხმელის გამოძახება, რომელიც ამ ეტაპზე საუკეთესო არ არის. რა ლოგიკით ხელმძღვანელობს ვაისი?

საუკეთესო თავდამსხმელი ეროვნულ ლიგაში ამ დროისთვის გიორგი გაბედავაა, რომელსაც მიმდინარე სეზონში 16 გოლი აქვს აქტივში და ლიგის ბომბარდირია.

დასკვნა
უნდა მოვიგოთ! საქართველოს ნაკრებს, ბევრი სირთულის მიუხედავად, ყველა თამაშის მოგება მართებს, რათა რეიტინგიც ავიმაღლოთ და ერთა ლიგის ნახევარფინალში მასპინძლობის უფლებაც მოვიპოვოთ.

ვლადიმირ ვაისს კი უფრო მეტი მუშაობა მართებს ფეხბურთელების შერჩევისას, რათა სკამისკენ გახედვის არ ეშინოდეს და ცვლილებების გაკეთება უფრო ადრეც შეეძლოს.

ამ ეტაპზე არ იქნება მართებული იმის თქმა: "ნახეთ, სად თამაშობენ თქვენი ფეხბურთელები", რადგან ერთა ლიგის ჯგუფში არც მეტოქის ფეხბურთელები ასპარეზობენ ტოპ-ჩემპიონატებში.

altერთი დებიუტანტი - საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ერთა ლიგის მატჩებისთვის ცნობილია

მკითხველის კომენტარები / 35 /
ანდორასთან თუ გვინდა მოვიგოთ, შემდეგი შემადგენლობა უნდა დააყენოს ვაისმა:
ლორია, კაკაბაძე,კაშია, ნუგზარაშვილი, გამილაღდიშვილი, არჩვაძე, სანაძე, მოლოდნაშვილი, სირბილაძე, დვალი, მაკალათია (ან შუბლაძე).
გიორგი
02 ოქტომბერი 2018 15:57
16
ჭანტურია და ყენია დაგავიწყდა
Jotia
03 ოქტომბერი 2018 11:33
1
ამ სქემასაც დაიწუნებენ რომ ვიცი, მარკოზაშვილი რატომ არ გამოიძახაო.
დათ
04 ოქტომბერი 2018 10:08
1
Vaisi aris bizina anu .....avariashi mokolili
Gio
03 ოქტომბერი 2018 03:30
3
Ezekiel preskomferenciaze dausvit kitxva ratom ar idzaxebs ebralidzes da saertod ty icis mag bichze rame da ratom ar idzaxebs beglarishvils romelsac 25 goli aqvs ukve gatanili es ori kitxva dausvit da daceret ras gipasuxebt ar gainteresebt ?!
Emigranti
02 ოქტომბერი 2018 16:36
11
Tbilisis dinamos U19 gundi sharshan chempioni gaxda da cels ratom ar tamashobs axalgazrdul chempionta ligashi (sakvalifikacio etapze)? Tu icit mizezi, gtxovt dacerot
Qartveli888
02 ოქტომბერი 2018 16:03
0
Tbilisis dinamos U19 gundi sharshan chempioni gaxda da cels ratom ar tamashobs axalgazrdul chempioni ligashi? Tu icit mizezi gtxovt dacerot
Qartveli888
02 ოქტომბერი 2018 14:50
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული