ვლადიმირ ვაისის სია: მწირი არჩევანი, ბევრი კითხვა და სლოვაკის უცნაური ლოგიკა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა მომავალი ორი ოფიციალური მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.

საქართველოს ნაკრები 13 ოქტომბერს თბილისში ანდორას დაუპირისპირდება და 16 ოქტომბერს ლატვიას ესტუმრება.

სლოვაკი სპეციალისტის შემადგენლობა კი, ტრადიციულად, განსჯის საგანი გახდა და კვლავ გარკვეული კითხვები დატოვა.

მეკარეები
ვლადიმირ ვაისს ამ პოზიციაზე არჩევანიც არ ჰქონია, რადგან გიორგი მაკარიძე ტრავმირებულია და ზაურ მახარაძის დარეგისტრირება ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა.

ამ პოზიციაზე კი ამ ეტაპზე ლეგიონერიც აღარ გვყავს. გიორგი ლორია უკლუბოდაა და თბილისში ვარჯიშობს, როინ კვასხვაძე "ტორპედოს" ღირსებას იცავს და ლაზარე კუპატაძე კი
- "საბურთალოს" კარს.

სლოვაკი მწვრთნელისთვის, მიუხედავად უთამაშებლობისა, უპირობო ფავორიტი გიორგი ლორიაა, რომელსაც ის სრულ ნდობას უცხადებს.

დაცვა
ცენტრალურ დაცვაზე საუბარი ზედმეტია. ამ პოზიციაზე ყველა ის ფეხბურთელია, რომელიც უნდა იყოს და კონკურენცია საკმაოდ მაღალია.

თუმცა ვერც იმას იტყვი, რომ ფლანგზეც საუკეთესოები არ არიან შერჩეულები. ამ ეტაპზე გიორგი ნავალოვსკი და ოთარ კაკაბაძე ნაკრებში უკონკურენტოები არიან. თუმცა აქ ვაისი ძალიან რისკავს, რადგან სათადარიგო ფეხბურთელები არ ჰყავს გამოძახებული და ამავდროულად, კაკაბაძე ჯერჯერობით იდეალურ ფორმაში არ არის.

სლოვაკის სქემა საჭიროების შემთხვევაში ფლანგებზე ცენტრალური მცველის გამოყენებას ითვალისწინებს.

ფლანგებზე ორი ფეხბურთელის დამატების ვარიანტი ნამდვილად იყო, რომელთაც სათამაშო პრაქტიკაც აქვთ და თადარიგში მათი ყოფნით არაფერი დაშავდებოდა - გიორგი მჭედლიშვილი "გორიცადან" და გია გრიგალავა ტულის "არსენალიდან".

მართალია, გაფართოებულ სიაში გამოძახებულები არიან "რიგასის" მცველი ლაშა შერგელაშვილი და ქუთაისის "ტორპედოს" ფეხბურთელი ლევან გეგეჭკორი, მაგრამ ორივე კლუბის დონე ზემოთ ხსენებული ფეხბურთელების გუნდების დონეს ჩამოუვარდება.

alt3 ფეხბურთელი, რომელთა ნაკრებში დაბრუნებაზე უნდა ვიფიქროთ...



ნახევარდაცვა
კონკურენცია პიკს აღწევს საყრდენ ზონაშიც. აქ ერთმანეთის კონკურენტი ოთხი ფეხბურთელია გამოძახებული: ჯაბა კანკავა, ვაკო გვილია, გიორგი აბურჯანია, ნიკა კვეკვესკირი და ასევე მათ რიცხვში შეგვიძლია შევიყვანოთ ჯანო ანანიძეც, რომელსაც ნაკრებში საყრდენ პოზიციაზე არაერთხელ უთამაშია და როგორც თავად ამბობს, კანკავასთან წყვილში თამაში ერთი სიამოვნებაა. თუმცა, რამდენად დაეთმობა სათამაშო დრო ჯანოს, უცნობია. შეგახსენებთ, რომ ის ახლახან დაუბრუნდა მოედანს და როგორც მოსკოვის "სპარტაკის" იტალიელმა მწვრთნელმა მასიმო კარერამ განაცხადა, ანანიძე 90 წუთის სათამაშოდ მზად არ არის.

ბოლო პერიოდში ასევე გახშირდა საუბარი ლაშა პარუნაშვილის გამოძახებაზე. ალბათ, არ იქნებოდა მართებული, მეტოქეებიდან გამომდინარე, ნაკრების განაცხადში ხუთი საყრდენი, რადგან ამ ეტაპზე შემტევ ფეხბურთელებში გაცილებით მეტი მრავალფეროვნება გვესაჭიროება.

ლაშა შეიძლება საუკეთესოა კლუბში, თუმცა მან უნდა შეძლოს და დაამტკიცოს, რომ უფრო მაღალი დონის ფეხბურთის თამაში შეუძლია და დანიურ სუპერლიგაშიც გახდეს საუკეთესო. შემდეგ ის შეძლებს უკეთეს გუნდში მოხვედრას და მართებულიც იქნება მისი ნაკრებში გამოძახება.

მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შემტევ ნახევარმცველებში საუკეთესო ფეხბურთელები არიან გამოძახებულნი. მოდი, ავიღოთ ასეთი მოცემულობა: თორნიკე ოქრიაშვილი, ჯანო ანანიძე, ჯაბა კანკავა, გურამ კაშია, საბა კვირკველია, გიორგი ლორია ის ფეხბურთელებია, რომლებსაც შეიძლება სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონდეთ ან ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ დაბრუნდნენ, თუმცა მოედანზე რაღაცა შექმნან და მატჩის ბედი გადაწყვიტონ. ამავდროულად კი, არსებობენ ისეთი ფეხბურთელებიც, რომლებსაც იდეალური სათამაშო ფორმა ესაჭიროებათ, რათა გუნდისთვის მაქსიმუმი გააკეთონ.

ამ ეტაპზე, ალბათ, უპრიანი იქნებოდა ჯაბა ჯიღაურისა და გიორგი მერებაშვილის დასვენება, ხოლო, როცა ფორმას აღიდგენდნენ, შემდეგ სანაკრებო პაუზის დროს გამოძახება.

ნაკრებში დებიუტანტია, გდინიის "არკას" საუკეთესო ფეხბურთელი ლუკა ზარანდია, რომელიც იმ ახალგაზრდებს შორისაა, რომელთაც მომავალში უფრო მაღალ დონეზე შეუძლიათ ფეხბურთის თამაში. ზარანდიას გამოძახება იმ მხრივაც არის კარგი, რომ მას შეტევის მარჯვენა ფლანგზე თამაში შეუძლია და ამ პოზიციაზე წინა შეხვედრებში გარკვეული სახის პრობლემები გვქონდა.

რატომ არ არის ნაკრებში გიორგი არაბიძე? - ამ კითხვამ ჯერ კიდევ მაშინ შემაწუხა, როდესაც ის ლატვიასთან განაცხადში არ იყო და ვაისს ვკითხე. სლოვაკი კი ვარჯიშებზე მისი მონდომებითა და აქტიურობით არ იყო კმაყოფილი. გიორგის გაცილებით მეტი მართებს, რადგან მას ეს შეუძლია და ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში ნაკრების შეკრებაზე მსგავსი კითხვა აღარ დაისმება.

თავდასხმა
ლევან მჭედლიძე რომ არ დაბრუნებულიყო, ამ პოზიციაზე სრული კატასტროფა გვექნებოდა. მაგრამ ის დაბრუნდა და ვიმედოვნებთ, რომ მას ამ ეტაპზე მაინც აღარ შეაწუხებს ტრავმები.

მჭედლიძემ "მილანსა" და "პარმასთან" მოასწრო თამაში. ფაქტია, ის 90 წუთის სათამაშოდ ჯერ მზად არ არის, თუმცა არ გამოვრიცხოთ, რომ "ემპოლის" მომავალ დაპირისპირებაში "რომასთან" ძირითად შემადგენლობაში ვიხილავთ.

ვაისს არ უყვარს ცვლილებები, თუმცა ნიკა კაჭარავა რომ სასურველი ფორმისგან შორსაა, მისი საკლუბო პრაქტიკაც მეტყველებს. ნიკა საქართველოს ნაკრებში უნდა იყოს, თუმცა არა ამ ეტაპზე. მას შეუძლია თავისი ფიზიკური და სათამაშო პარამეტრები იდეალურად გამოიყენოს, გახდეს ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდი ნაკრებისთვის, როგორიც ადრე იყო, თუმცა ამ ეტაპზე მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი საკმაოდ დაბალია.

ამავდროულად, დიდი არჩევანი არც გვაქვს: გვყავს 20 წლის ბექა მიქელთაძე, რომელიც "ანორთოსისის" ძირითადის ფეხბურთელია და მან კლუბში გოლების გატანა აქტიურად უნდა დაიწყოს, რათა ვაისის ყურადღება მიიქციოს.

გაფართოებულ სიაში კი ორი თავდამსხმელია: ბუდუ ზივზივაძე ("დინამო", თბილისი), ბაჩანა არაბული ("პუშკაშ-აკადემია", უნგრეთი).

ზივზივაძის საწინააღმდეგო პიროვნულად არაფერი გვაქვს, უბრალოდ, უცნაურია ეროვნული ლიგიდან იმ თავდამსხმელის გამოძახება, რომელიც ამ ეტაპზე საუკეთესო არ არის. რა ლოგიკით ხელმძღვანელობს ვაისი?

საუკეთესო თავდამსხმელი ეროვნულ ლიგაში ამ დროისთვის გიორგი გაბედავაა, რომელსაც მიმდინარე სეზონში 16 გოლი აქვს აქტივში და ლიგის ბომბარდირია.

დასკვნა
უნდა მოვიგოთ! საქართველოს ნაკრებს, ბევრი სირთულის მიუხედავად, ყველა თამაშის მოგება მართებს, რათა რეიტინგიც ავიმაღლოთ და ერთა ლიგის ნახევარფინალში მასპინძლობის უფლებაც მოვიპოვოთ.

ვლადიმირ ვაისს კი უფრო მეტი მუშაობა მართებს ფეხბურთელების შერჩევისას, რათა სკამისკენ გახედვის არ ეშინოდეს და ცვლილებების გაკეთება უფრო ადრეც შეეძლოს.

ამ ეტაპზე არ იქნება მართებული იმის თქმა: "ნახეთ, სად თამაშობენ თქვენი ფეხბურთელები", რადგან ერთა ლიგის ჯგუფში არც მეტოქის ფეხბურთელები ასპარეზობენ ტოპ-ჩემპიონატებში.

altერთი დებიუტანტი - საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ერთა ლიგის მატჩებისთვის ცნობილია

მკითხველის კომენტარები / 35 /
ამინ ბატონო, არ წაშალო:

უცანური ლოგკა ჩვენ ქართველებს გვაქვს, ამ სლოვაკს კი არა. ნახეთ ჩვენი კომენტარები - ორი ქართველი ვერ შეთანხმდება ნაკრების შემადგენლობაზე. ყველას თავისი რჩეული ყავს და ყველა თავის შემადგენლობის დაყენებას ითხოვს (პოზიასაც უსაზღვრავს ორიგინალურს).

აცალეთ თუ ეგ არის მწვრთნელი თუ არა და მაშინ თქვენ ყოფილხართ მთავარი მწვრთნელი და ჰა, ჩაიბარეთ ნაკრები, ოღონდ მერე ერთმანეთი არ დავხოცოთ შემადგელობაზე დავაში...

გიორგი
02 ოქტომბერი 2018 13:35
3
Samartlianad-ს. თუ იცი მჭედლიძე რამდენი წელია იტალიაშია და სერია ა-ში ირჯება? დარწმუნებული იცი. ხომ ასეა!? მაშინ მასეთ შედარებებს რატომ აკეთებ. ზივზივაძემ დანიურ ესბერგშიც კი ვერ გაქაჩა და უკან ჩამოვიდა. არაფერი მაქვს ზივზივაძის საწინაამღდეგო, მაგრამ სად მჭედლიძის კლასი და სად მისი. ფეხბურთთან თუ რაიმე შეხება გაქვს უნდა დამეთანხმო ძმობილო.
ufro samartlianad
02 ოქტომბერი 2018 15:34
1
budus da lvanis shedareba namdvilad araa aranarad gamartlebuli,magram ramdeni welia italiashia levani,ramdeni welia nakrebshia da mitxarit misi margiqmedebis koepicienti(italiashi,nakrebshi,amxanagurebshi,magdeni goli samtamashshiaq gatanili lobjanidzes)
ddd
02 ოქტომბერი 2018 18:44
2
მაგაში აშკარად გეთანხმები, ბუდუს რა უნდა ნაკრებში ვერ ვიგებ, კარგი ბიჭია მაგრამ ამ ეტაპზე არ არის ამ დონეზე,
მე გაბედავაზე მაქვს აქცენტი, ამ ეტაპზე გაბედავა საუკეთესოა ჩემი აზრით
samartianad
02 ოქტომბერი 2018 21:40
0
როდის იყო ნიკა კაჭარავა საქართველოს ნაკრებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდი, იქნებ გაგვახსენოთ.
რამაზი
02 ოქტომბერი 2018 14:35
0
გაბედავა ორივე თავდამსხმელს ჯობია, ფუტკარივით მშრომელია ეს ბიჭი, ფიზიკურად ყოველთვის იდეალურად არის მზად,სამ ტაიმსაც კი ითამაშებს ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს,
შანსს უეჭველი იმსახურებს, ჟურნალისტებმა და გულშემატკივრებმა კატეგორიულად უნდა მოვთხოვოთ მომდევნო მატჩისთვის გამოსცადოს მაინც
Samartlianad
02 ოქტომბერი 2018 15:09
9
Ise ra magis pasuxia da kipiani sportis ministri tu mokva avariashi pederacia ar mokva avariashi?! Vaisi?! Aba srulchkiaze mkofi xalxi kacharavas gamoizaxebdnen?
5gio
03 ოქტომბერი 2018 03:32
3
ჭანტურიშვილს ჯიღაურს და კაჭარავას არაფერი არ ესაქმებათ საქართველოს ნაკრების განაცხადში კი არა გაფართოებულ სიაშიც. მჭედლიშვილი ძალიან დაუფასებელი ფეხბურთელია ეროვნულ ლიგაშიც ძალიან კარგად გამოიყურებოდა მარჯვენა მცველის პოზიციაზე და ახლა ხორვატიაშიც კარგად თამაშობს ჭანტურიშვილს კიდევ არაბიძე ხარაიშვილი საბა ლობჟანიძე ებრალიძე ყველა ჯობს
კაჭარავა უკომენტაროდ საერთოდ რატომ არის ეგ ბიჭი ფეხბურთელი მე ვერ ვხვდები სხირტლაძე ან მიქელთაძე უნდა ყოფილიყო მის მაგივრად
brazi
02 ოქტომბერი 2018 16:28
6
ზივზივაძესთან დაკავშირებით პასუხი მარტივია "დინამო თბილისი" და ფულის გამთეთრებელი ფიფია ,,,დარწმუნებული ვარ ქიმაძე რიო გადასულიყო დინამოში როცა ქონდა შემოთავაზება და გაუშვა ერთ ადგილას თავაზიანათ დინამოცდა ფიფიაც ეხლა ნაკრების ფეხბურთელი იქნებოდა
qutaiseli
02 ოქტომბერი 2018 13:37
13
ეს დიზლაიქები არმაწუხებს თან მჭედლიძის გამოა უმეტესი დიზლაიქი და ვინმემ ყოველგვარი იაზვობის,შეურაცყოფის და ლანძღვის გარეშე ამიხსენით რითიმსახურებს მჭედლიძე ასეთ ქებას...პ.ს. სამწუხაროდ საქართველოს არც ერთ ფეხბურთელს არვიცნობ და უბრალოდ ფოტოს იქეთ არანაირი შეხება არმქონია არცერთთან,უმაღლესი ლიგიდან დაწყებული ჭ ლიგით დამთევრებული,ელემენტარულად ნაცნობი ფეხბურთელიც კი არამყავს (ვინმემ რომარიფიქროს რაღაც პირადულიაქ ალბათო ან რაიმე მსგავსი)
euhh
02 ოქტომბერი 2018 18:38
18
მჭედლიძეს დღეს ვერცერთი ქართველი ფეხბურთელი ვერ შეედრება მის პოზიციაზე! თუ ფეხბურთი ცოტა მაინც იცი შეხედე მის თამაშებს და მიხვდები. მჭედლიძე არის მანჯუკიჩის ჟირუს სტილის ფეხბურთელი ოღონდ მათზე ტექნიკური ტრავმები რომ არ აწუხებდეს ბევრად უკეთეს გუდში იქნებოდა და გოლებსაც ბევრს გაიტანდა
GIO
03 ოქტომბერი 2018 11:49
1
ქუთაისლებო ნუ ჩივიხართ რა გვჩაგრავენ და მარტო დინამოდან იძახებთ და ჩვენი გუნდიდან არა! რა ქიმაძე ან სხვა ფეხბურთელი, პირველ რიგში ვინც არის გამოსაძახებელი საქართველოს ჩემპიონატიდან გაბედავაა და არა ზივზივაძე ქიმაძე ან სხვა! ჯერ კიდევ ევროპალიგის საკვალიფიკაციოდან ეტყობოდა როგორი მონდომებული იყო და რაც მთავარია შედეგიანი! euhh-ს რა ბეგლარიშვილი შეხედე რა ჩემპიონატში თამაშობს ჩემი აზრით ფლორას პირველი ხუთი გუნდი საქართველოს ჩემპიონატის უპრობლემოდ მოუგებს
ara
02 ოქტომბერი 2018 15:34
1
ხოდა მაგიტო ვართ ხოლმე უკმაყოფილო ზივზივაძეს რო იძახებს დინამოდან და თუნდაც გაბედავას არა, რაც შეეხება ქიმაძეს, ის მარცხენა მცველია და თან ისეთი მცველი შეტევა რო ნავალოვსკიზე კარგად იცის! და გაბედავა მირჩევნია მიუხედავად იტალიაში წლებია მოთამაშე მჭედლიძეს, ამ ბიჭების არ გამოძახებით და გეგეჭკორის ტორპედოდან გამოძახებით ვრწმუნდები რო ვაისი საქართველოს ჩემპიონატის არცერთ თამაშს არ უყურებს სამწუხაროდ
ბასკი
02 ოქტომბერი 2018 18:09
6

შედეგიანი ზივზივაძე იყო ევროპალიგაზე თუ გაბედავა,იქნებ გენახა.
gio
03 ოქტომბერი 2018 10:25
1
სკამის პრობლემა ვაისს ფორმაციის ნაკრებში გადაწყვეტილია, ეს არ არის სანერვიულო.
ვაისმა იცის რომ ცვლილებ არ არის საჭირო, მატჩს 11 ფეხბურთელით ასრულებს
lasha
02 ოქტომბერი 2018 13:08
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული