ლევან კობიაშვილი: გიორგი არაბიძეს ნაკრებში ვერ ვიხილავთ

AutoSharing Option
ტელეკომპანია "იმედზე" გადაცემა "სპორტი იმედის" ეთერში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა "ნასიონალის" შემტევი ნახევარმცველი გიორგი არაბიძე გააკრიტიკა.

"ყველაზე ბედნიერები ჩვენ ვიქნებით, თუ გიორგი ნაკრებში იქნება და ითამაშებს. ჩვენ ვიცით, რა შეუძლია მას, მაგრამ გიორგიმ იცის, თუ რატომ არაა ნაკრებში გამოძახებული, არამარტო ეროვნულ, არამედ არც ერთ სხვა ნაკრებში. მასთან ალექსანდრე იაშვილს ჰქონდა რამდენიმე კვირის წინ საუბარი და მან იცის მიზეზი. პირველ რიგში გუნდის ინტერესებია. ფეხბურთელი, რომელიც პატივს არ სცემს გუნდს, გულშემატკივარს და იქცევა ასეთი არაპროფესიონალური საქციელით, მას ნაკრებში ვერ ვნახავთ".

ლატვიასთან ნამატჩევს ჩატარებულ პრესკონფერენცაზე არაბიძის თემას საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვლადიმირ ვაისიც შეეხო:"არაბიძე იმიტომ ვერ მოხვდა განაცხადში, რომ ვარჯიშებზე უფრო მეტად უნდა წარმოაჩინოს თავი. ისე, ეს 20 წლის ბიჭი უდავოდ ნიჭიერია".

შეგახსენებთ ის ლატვიასთან განაცხადში არ ყოფილა და არც გუნდის საგულშემატკივროდ დარჩენილა.

მკითხველის კომენტარები / 44 /
არ მოიძებნა ვინმე, ვისაც ეს ბიჭი პატივს სცემს და დაუჯერებს? არა მგონია, ამ "მეთოდმა" გაამართლოს. სხვა მიდგომა სჭირდება - ის მხოლოდ 20 წლისაა.
ზაზა
08 ოქტომბერი 2018 09:29
2
მესი არ იყო 20 წლის,რონალდუ არ იყო 20 წლის,არველაძეები,ქინქლაძე არ იყვნენ 20 წლისანები?
მასე იქცეოდა ზუსტად მასზე უფრო ბევრად ნიჭიერი ჭანტურია და კი იცით სად ტამაშობს და რამდენად ღიაა მისთვის ნაკრების კარი...
ზაზა
08 ოქტომბერი 2018 11:08
1
ფეხბურთელმა მხოლოდ თამაში კი არა, ფედერაციის უფროსობასთანაც უნდა იცოდეს მოქცევა, თორემ ციც! არ ხარ პიონერობის ღირსი!
სპირიდონა სულანჯია! დღეს არაა შენთვის სამუშაო დღე!
„„ნადა ბიტ სლიშკომ ხრაბრი, ჩტობი აკაზატსა ტრუსომ სავეტსკი არმიი““ ი. ბ. სტალინ. ესე იგი, მშიშრებს ვხვრეტთო და მშიშარა რომ იყო ამისთვის დიდი მამაცობაა საჭიროვო. ასე გვასწავლიდა დიდი სტალინი. პო კლიჩკე კობა!
ეხ, რამდენი მაგალითის მოყვანა შეიძლება, ვინ დათვლის.
კობიაშვილის ხელშია, ვის ათამაშებენ და ვის არა?
იქნებ რა სჭირს არაბიძეს, იქნებ რა პრობლემებშია და ნერვი არ ეყო. ჯერ პატარა ბიჭია, ჰკითხეთ? დაუდექით ძმურად გვერდში? აგრძნობინეთ, რომ მის გვერდით ხართ?
არა.არა თორემ კაცი თავს დადებს თანაგრძნობისთვის, ესეა ადამიანი მოწყობილი, მაგრამ თუ დაეჯახე კამაზივით, თავს შეგაკლავს.
არაბიძე!
არაბიძე თქვა! დღეს არაა შენთვის ბურთის გაგორების დღე, ჯერ კოჭი უნდა უგორავო მეფისნაცვალს და მერე „პასმოტრიმ“ თუ გეიგევი?.
კ ო მ ბ ლ ე
08 ოქტომბერი 2018 04:01
14
"პო კლიჩკე კობა" 65 წელია მიებარა "დიადი" საიუზის მიწას, ეჭვი მაქ თქვენ მის სიცოცხლეს არ მოსწრებიხართ ან არ გემახსოვრებათ, თუმცა 65წლის შემდეგაც კი ასე ამაყად ციტირებთ მის სიტყვებს...

ხოოოოდა აიიი მანდ გვაქ ზუსტად დანძ.... რო ვერ გამოვდივართ საიუზის გავლენიდან და ყველაფერს ისევ "კობას" თვალით ვუყურებთ. ცხოვრება ისე სწრაფად მიქრის რომ არაბიძის გამოსაკიდებელი და საფერებელი დრო აღარავის აქვს, პრობლემური და ატმოსფეროს გამფუჭებელი ტიპი არავის სჭირდება გუნდში, რომელიც ისედაც 1კვირით იკრიბება... საიუზში არ მიცხოვრია ვერ მოგიყვანთ მაგალითს, თუმცა აგერ ბალოტელი და იბრაგიმოვიჩი რო არავის უხაროდა თავიანთ ნაკრებებში ალბათ მოგეხსენებათ...
აააჩნიწეს ტავარიშ კომბლე, ნა დვარე XXI ვეკ!!!!!!! :)))
გიო
08 ოქტომბერი 2018 06:31
3
რა შუაშია კობიაშვილი.მწვრთნელმა ესე გადაწყვიტა.შენ თუ კობი არ გევასება,არ ნიშნავს იმას,რომ ამ შემთხვევაში არაბიძე მართალია.ძალიან სწორად იქცევიან რომ მიუთითეს,იაშვილი ცალკე ესაუბრა და დარწმუნებული ვარ ამ ბიჭს თუ ძალიან მოინდომებს შანსი ისევ ექნება.არა ბიჭო ქეცბაიასავით ტელევიზიით უნდა ლანძღონ ყველა ფეხბურთელი.თქვენ თუ იცით საერთოდ რა გნებავთ.როგორც იქნა დალაგდა ნაკრებში სიტუაცია და მშვენიერი ატმოსფეროა გუნდში ნუ ცდილობთ თქვენი ინტრიგნობით ამ ყველაფრის არევას.დავუდგეთ ნაკრებს გვერდით.მისია ევროპის ჩემპიონატი გრძელდება.
თქვენ გინდათ,რომ იქედანაც იმასაქნათ და მერე თქვენ იმას აქედანაც იმასაქნათ.
08 ოქტომბერი 2018 06:14
3
Gadauares bichs roca fexburtis federaciis prezidenti ese akrikitebs cota ar iyos sircxvilia patroni chirdeba mag bavshs .mdzime xasiatebi rom aqvs ashkara mara tu vinme ar daudga gverdze da ar daelaparaka ese verafers mivigebt garda imisa rom mxolod cuds laparakoben gio dzmao megobaron shvilo unda moerio shens mdzime xasiats da unda datmo ragaceebi. Oqriashvilsac mdzime xasiatebi da periodebi qonda mara nakrebistvis yoveltvis bolomde suli da gulit nu kidev ertxel gamochnda rom vaisi fraeria da meti araferi arafershi igebs fuls idzaxeben kobi iashka mujiri nakrebs da ese shors vervcavalt yovel tamashis dros es sami pirovneba shesvenebaze ra undat gasaxdelshi xolme romelime qveynis prezidenti ginaxavt an gagigiat shesvenebaze rom shesuliyo gasaxdelshi amat tkivat fexburti da nakrebis bedi deputati da prezidenti arc iq varga da arc iq
Emigranti
08 ოქტომბერი 2018 01:03
12
იცით რა მიკვირს ხალხო? სულ იმას ითხოვთ რომ ფედერაციის ხელმძღვანელობამ ან ჟურნალისტებმა აუცილებლად მოაგვარეთ არაბიძესთან საქმე,გაარკვიეთ რა სჭირს ამ ბიჭს ,რატომ არ იძახებენ ნაკრებშიო და აჰა გაარკვიეს კობიმ და იაშიმ და ახლა იძახით აუ კობის მიყავს პარადი და გამოსაძახებელ სიასაც ის აძლევს ვაისსო
Emzar duisburg
08 ოქტომბერი 2018 00:38
6
ნაკრებიდან გაგდება გამოსავალია?
თუ თავი გაქვთ დაელაპარაკეთ და დააყენეთ გზაზე. ჯერ პატარაა და ახლა უნდა გვერდში დგომა. არ ვამბობ ნაკრების ინტერესები უნდა შეეწიროს არაბიძესთქო. უბრალოდ თვენგან მხოლოდ მისი გაგდება ჩანს და არა დარიგება. გააგდეთ საქმე მოგვარდა! ყოჩაღ!
გიორგი
07 ოქტომბერი 2018 23:53
16
ამ ბიჭს მამა არ დაეღუპა ახლახანს? იქნებ მოფერება ან ყურადღება უნდა? ცოტა შედით ხანდახან ადამიანის მდგომარეობაში. ბოლოს მახსოვს მოლდოვასთან მაგრად უბერა. თუ წლებია უკვე ცუდად იქცევა, გასაგებია, მაგრამ ხან იქნებ რა მდგომარეობაშია ადამიანი.
Odala
07 ოქტომბერი 2018 23:32
8
კობიაშვილს შეიძლება ესე ხმამაღლა არუნდა ეთქვა, მაგრამ უკვე სხვა კუდები ედებოდა ამ ყველაფერს და განმარტება საჭირო იყო! გუნდზე მაღლა კი არცერთი ფეხბურთელი არდგას! არაბიძე კი არა რონალდუ დარბის დოღის ცხენივით და მესი ჩადის დაცვაში, მაგას როგორ აპრავებთ საერთოდ??
ან რა ოქრიაშვილი-ანანიძე არიხარჯებიანო?? ოქრიაშვილს გინახიათ როდესმე თავი დაეზოგოს და დაცვაში ჩასვლა დაზარებოდეს??
რაც შეეხება უშუალოდ არაბიძეს:
1. უნიჭიერესი ფეხბურთელია და ნაკრებისთვის დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია
2. პრობლემები ქონდა შახტარში, თავისდროზე 19 წლამდელში ყიფიანთან, ეხლა ეროვნულში და პლიუს ვერხვდება პორტუგალიის აუტსაიდერი გუნდის სასტავში.
3. ესეთი ნიჭის მქონე ფეხბურთელს როცა სადაც კი მივიდა ყველაგან პრობლემები შეექმნა, რატო გგონიათ რომ სულ სხვისი ბრალია??

Kaxa
მარტივად გეტყვი, არაბიძე კი არა ბევრად დიდი ფეხბურთელები ჩაყავთ ბევრად დიდ გზაზე და არათამაშებენ, თუმცა ეს არაძლევთ მათ უფლებას პანიკებში ჩავარდნენ!! გუნდი არის პირველი, ფეხბურთელი კი უნდა დაელოდოს თავის შანსს!!
Giorgi
07 ოქტომბერი 2018 23:10
1
თუ ამბობთ ბოლომდე თქვით რა იგულისხმება არაპროფესიონალურ საქციელში.
Mmm
07 ოქტომბერი 2018 22:23
1
თქვენ, მწვრთნელები პროფესიონალურად იქცევით? მწვრთნელი არის იგივე ამღზრდელი. ამათ პირადულ საქმეში ჩაუხედავ ადამიანებს აინტერესებსთ, რაში გამოიხატება ის დაუძლეველი ურთიერთობა, მწვრთნელებსა და ფეხბურთელს შორის, იცოდეს ფეხბურთის მოყვარულებმა, თუ ფედერაციის ხუშტურია. ფედერაცია იწვევს ფეხბურთელს, თუ ნაკრების პასუხისმგებელი, მთავარი მწვრთნელი. მოაწყვეთ პრეს-კონფერენცია და ვაისმა გულშემატკივრებს აგვიხსნას მდგომარეობა. ძლივს თავი წამოსწია ნაკრებმა და ეს გვინდა ეხლა?
გიორგი.
08 ოქტომბერი 2018 07:56
1
არვიცი არაბიძე რას იმსახურებს და რას არა ნამდვილად,მაგრამ ეგ კივიცი რომ ასეთ განცხადებას პლანეტის არცერთ ადგილას არაკეთებს და არ გააკეთებს ფედერაციის პრეზიდენტი,ასერომ ისედაც ვხვდებით მაგრამ აქ დაამტკიცა რომ ვინიტაშებს და ვინარა ეგ წყვეტს,ამიტომაც უნდოდათ ვაისი ,ამათ დაკრულზე რომ ევლო
euhh
07 ოქტომბერი 2018 22:16
17
არაბიძე რომ ნიჭიერია,ამას ბრმაც ხედავს,მაგრამ თამაშგიორგი კი სულმთლად ს რომ აშკარად უკლო,ესეც ცხადია,შახტიორშიც ძირითადის ზღვარზე იყო,მაგრამ თანდათან უკლო და მათაც უკან გადასწიეს.სხვას კი არ უნდა უწყრებოდეს,თავისი შეცდომები უნდა გაიაზროს და მიდგომები შეცვალოს,თორემ სხვა ბევრი8 ნიჭიერის მსგავსად,ესეც თვალსა და ხელს შუა ჩაქრება.არა და ცოდოა.თან მამის გარდაცვალებაც ახლა დაუყვა და ეტყობა დეპრესიაშია ბიჭი.ფეხბურთის ფედერაციამ თითი კი არ უნდა უქნიოს გიორგის,არამედ გვერდით დაუდგეს და დაეხმაროს გამოსავლის პოვნაში.ყველას ხომ ერთნაირი ხასიათი არა აქვს,გიორგი კი ჯერ სულმთლად ბიჭია,რომელსაც თავგზა აქვს არეული,სანდო მრჩეველი კი ეტყობა აღარ ჰყავს.
სოსო
07 ოქტომბერი 2018 22:12
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული