ლევან კობიაშვილი: გიორგი არაბიძეს ნაკრებში ვერ ვიხილავთ

AutoSharing Option
ტელეკომპანია "იმედზე" გადაცემა "სპორტი იმედის" ეთერში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა "ნასიონალის" შემტევი ნახევარმცველი გიორგი არაბიძე გააკრიტიკა.

"ყველაზე ბედნიერები ჩვენ ვიქნებით, თუ გიორგი ნაკრებში იქნება და ითამაშებს. ჩვენ ვიცით, რა შეუძლია მას, მაგრამ გიორგიმ იცის, თუ რატომ არაა ნაკრებში გამოძახებული, არამარტო ეროვნულ, არამედ არც ერთ სხვა ნაკრებში. მასთან ალექსანდრე იაშვილს ჰქონდა რამდენიმე კვირის წინ საუბარი და მან იცის მიზეზი. პირველ რიგში გუნდის ინტერესებია. ფეხბურთელი, რომელიც პატივს არ სცემს გუნდს, გულშემატკივარს და იქცევა ასეთი არაპროფესიონალური საქციელით, მას ნაკრებში ვერ ვნახავთ".

ლატვიასთან ნამატჩევს ჩატარებულ პრესკონფერენცაზე არაბიძის თემას საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვლადიმირ ვაისიც შეეხო:"არაბიძე იმიტომ ვერ მოხვდა განაცხადში, რომ ვარჯიშებზე უფრო მეტად უნდა წარმოაჩინოს თავი. ისე, ეს 20 წლის ბიჭი უდავოდ ნიჭიერია".

შეგახსენებთ ის ლატვიასთან განაცხადში არ ყოფილა და არც გუნდის საგულშემატკივროდ დარჩენილა.

მკითხველის კომენტარები / 44 /
არაბიძე დააბრუნეთ! დავუშვათ შეეშალა ვარჯიშზე რაღაც, ამის გამო უნდა მოკვეთოთ ნაკრებიდან? საჯაროდ შენიშვნის მიცემა საკმარისი იქნებოდა. ვისაც ვარჯიშზე შეშლია ან ურთიერთობებში ყველა რომ მოიკვეთოს დარჩება ვაისი და კობიაშვილი ნაკრებში. ეს თქვენი პირადი კლუბი არ არის, ქვეყნის ნაკრებია! "ჭ" კლასის გუნდებთან ორი მატჩის მოგება არ ნიშნავს რომ ყველაფრის უფლება გაქვთ! ქეცბაიამ რომ გაუშვა კობიაშვილი გაიხსენეთ ეგ ამბავი და იგივეს ნუ აკეთებთ.
pegas
12 ოქტომბერი 2018 12:43
1
რატომ არიან ეს ჩვენი ფეხბურთელები ასეთი უტიფრები?
იმიტომ რომ განათლება და აღზრდა აკლიათ, მხოლოდ ბურთის გორაობა არ არის მთავარი!!!
სააკაძე
08 ოქტომბერი 2018 17:30
1
ფეხბურთელმა მხოლოდ თამაში კი არა, ფედერაციის უფროსობასთანაც უნდა იცოდეს მოქცევა, თორემ ციც! არ ხარ პიონერობის ღირსი!
სპირიდონა სულანჯია! დღეს არაა შენთვის სამუშაო დღე!
„„ნადა ბიტ სლიშკომ ხრაბრი, ჩტობი აკაზატსა ტრუსომ სავეტსკი არმიი““ ი. ბ. სტალინ. ესე იგი, მშიშრებს ვხვრეტთო და მშიშარა რომ იყო ამისთვის დიდი მამაცობაა საჭიროვო. ასე გვასწავლიდა დიდი სტალინი. პო კლიჩკე კობა!
ეხ, რამდენი მაგალითის მოყვანა შეიძლება, ვინ დათვლის.
კობიაშვილის ხელშია, ვის ათამაშებენ და ვის არა?
იქნებ რა სჭირს არაბიძეს, იქნებ რა პრობლემებშია და ნერვი არ ეყო. ჯერ პატარა ბიჭია, ჰკითხეთ? დაუდექით ძმურად გვერდში? აგრძნობინეთ, რომ მის გვერდით ხართ?
არა.არა თორემ კაცი თავს დადებს თანაგრძნობისთვის, ესეა ადამიანი მოწყობილი, მაგრამ თუ დაეჯახე კამაზივით, თავს შეგაკლავს.
არაბიძე!
არაბიძე თქვა! დღეს არაა შენთვის ბურთის გაგორების დღე, ჯერ კოჭი უნდა უგორავო მეფისნაცვალს და მერე „პასმოტრიმ“ თუ გეიგევი?.
კ ო მ ბ ლ ე
08 ოქტომბერი 2018 04:01
14
რა შუაშია კობიაშვილი.მწვრთნელმა ესე გადაწყვიტა.შენ თუ კობი არ გევასება,არ ნიშნავს იმას,რომ ამ შემთხვევაში არაბიძე მართალია.ძალიან სწორად იქცევიან რომ მიუთითეს,იაშვილი ცალკე ესაუბრა და დარწმუნებული ვარ ამ ბიჭს თუ ძალიან მოინდომებს შანსი ისევ ექნება.არა ბიჭო ქეცბაიასავით ტელევიზიით უნდა ლანძღონ ყველა ფეხბურთელი.თქვენ თუ იცით საერთოდ რა გნებავთ.როგორც იქნა დალაგდა ნაკრებში სიტუაცია და მშვენიერი ატმოსფეროა გუნდში ნუ ცდილობთ თქვენი ინტრიგნობით ამ ყველაფრის არევას.დავუდგეთ ნაკრებს გვერდით.მისია ევროპის ჩემპიონატი გრძელდება.
თქვენ გინდათ,რომ იქედანაც იმასაქნათ და მერე თქვენ იმას აქედანაც იმასაქნათ.
08 ოქტომბერი 2018 06:14
3
"პო კლიჩკე კობა" 65 წელია მიებარა "დიადი" საიუზის მიწას, ეჭვი მაქ თქვენ მის სიცოცხლეს არ მოსწრებიხართ ან არ გემახსოვრებათ, თუმცა 65წლის შემდეგაც კი ასე ამაყად ციტირებთ მის სიტყვებს...

ხოოოოდა აიიი მანდ გვაქ ზუსტად დანძ.... რო ვერ გამოვდივართ საიუზის გავლენიდან და ყველაფერს ისევ "კობას" თვალით ვუყურებთ. ცხოვრება ისე სწრაფად მიქრის რომ არაბიძის გამოსაკიდებელი და საფერებელი დრო აღარავის აქვს, პრობლემური და ატმოსფეროს გამფუჭებელი ტიპი არავის სჭირდება გუნდში, რომელიც ისედაც 1კვირით იკრიბება... საიუზში არ მიცხოვრია ვერ მოგიყვანთ მაგალითს, თუმცა აგერ ბალოტელი და იბრაგიმოვიჩი რო არავის უხაროდა თავიანთ ნაკრებებში ალბათ მოგეხსენებათ...
აააჩნიწეს ტავარიშ კომბლე, ნა დვარე XXI ვეკ!!!!!!! :)))
გიო
08 ოქტომბერი 2018 06:31
3
შეიძლება ბევრი არ დამეთანხმოს, მაგრამ მაინც ვთვლი, რომ ქართულ ფეხბურთს დღესდღეობით ორი ტალანტი ყავს, ორივე გიორგი, ჩაკვეტაძე და არაბიძე. ჩაკვეტაძეს ხასიათის სირთულეები ჯერ არასოდეს გამოუხატავს და იმედია ასევე დარჩება. არაბიძე შედარებით ბევრად რთული პიროვნებაა. მსოფლიო ფეხბურთმა არაერთი მსგავსი შემთხვევა იცის და ჩამოთვლას არ დავიწყებ. ყოველთვის იყვნენ ფეხბურთელები, რომლებმაც ხასიათის გამო მთელი კარიერა გუნდიდან გუნდში გადასვლაში გაატარეს, რადგან დიდხანს ვერსად უძლებდნენ. მიუხედავად ამისა ყოველთვის გამოჩნდებოდა მწვრთნელი, რომელიც ახერხებდა მათთან კონტაქტის ფორმის პოვნას და ისინიც სასწაულებს ახდენდნენ მის ხელში. ვაისის გაკეთებული განცხადება გასაგებია(თუმც არ ვეთანხმები), მწვრთნელია და თვლის, რომ მის მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს. აი კობიაშვილის განცხადება კი ცხადყოფს, რომ აქ ცოტა სხვა ამბავთან გვაქვს საქმე და არა უვარჯიშებლობას. საიტის რედაქციას და სპორტულ ჟურნალისტებს მინდა ვთხოვო რამდენადაც შესაძლებელია გამოარკვიონ რაშია საქმე და კონკრეტულად რა გახდა მიზეზი ასეთი განცხადების გაკეთებისა. დაუკავშირდნენ თვითონ გიორგის, ჰკითხონ მის თანაგუნდელებს ნაკრებში თუ ყოფილ კლუბებში. ნაკრებს ვაისის გარდა სხვა მწვრთნელებიც ყავს, მათაც დაეკითხნონ და სიცხადე შევიტანოთ ამ მტკივნეულ საკითხში. არ მეგულება ქართველი ფეხბურთის გულშემატკივარი რომელსაც ეს საკითხი არ აწუხებდეს და ჩაატარეთ ეს სამუშაო, ბოლოს და ბოლოს ეს თქვენი ვალია. ნაკრებში ყველაზე მტკივნეული თავდასხმის ხაზია და სულ ასე რომ არ იყოს არაბიძის მსგავსი ფეხბურთელის დაკარგვა დანაშაულია. ჩემი აზრით თქვენთვის მარტივია იმის დადგენა ვინს სჩადის ამ დანაშაულს. ზალიან გთხოვთ არ დაბლოკოთ და ჩემი პირველი თხოვნა შეასრულოთ, რაზეც ბევრი დამეთანხმება.
emigranti
07 ოქტომბერი 2018 21:55
4
არვიცი არაბიძე რას იმსახურებს და რას არა ნამდვილად,მაგრამ ეგ კივიცი რომ ასეთ განცხადებას პლანეტის არცერთ ადგილას არაკეთებს და არ გააკეთებს ფედერაციის პრეზიდენტი,ასერომ ისედაც ვხვდებით მაგრამ აქ დაამტკიცა რომ ვინიტაშებს და ვინარა ეგ წყვეტს,ამიტომაც უნდოდათ ვაისი ,ამათ დაკრულზე რომ ევლო
euhh
07 ოქტომბერი 2018 22:16
17
"ვაი ჟურნალისტები" ხართ. კონტექსტიდან ამოგლეჯილი სათაურია.
zangura
08 ოქტომბერი 2018 10:15
0
Gadauares bichs roca fexburtis federaciis prezidenti ese akrikitebs cota ar iyos sircxvilia patroni chirdeba mag bavshs .mdzime xasiatebi rom aqvs ashkara mara tu vinme ar daudga gverdze da ar daelaparaka ese verafers mivigebt garda imisa rom mxolod cuds laparakoben gio dzmao megobaron shvilo unda moerio shens mdzime xasiats da unda datmo ragaceebi. Oqriashvilsac mdzime xasiatebi da periodebi qonda mara nakrebistvis yoveltvis bolomde suli da gulit nu kidev ertxel gamochnda rom vaisi fraeria da meti araferi arafershi igebs fuls idzaxeben kobi iashka mujiri nakrebs da ese shors vervcavalt yovel tamashis dros es sami pirovneba shesvenebaze ra undat gasaxdelshi xolme romelime qveynis prezidenti ginaxavt an gagigiat shesvenebaze rom shesuliyo gasaxdelshi amat tkivat fexburti da nakrebis bedi deputati da prezidenti arc iq varga da arc iq
Emigranti
08 ოქტომბერი 2018 01:03
12
Dამპლებოოო იმას რატო Aრ ცერტ ამხელა Gხიდან ცჰამოგკავტ ფეხბურტრლი Dა განაცხადაჰიც არ Aჰეგკავტ უნამუაოებო არ Gაცგა ტკვენი მუცელი Gიორგი პირდაპირია და თAვს არ Dაგიხრიტ Mაფიოზებოო დამცობილი გაკვტ თAვზე მტელი ფეხბურტი Dა ფედერაცია ვაი თKვენ პატრონს ხომ Eხვეცებოფიტ უკრაინასჰი რომ ჩHააკიტხა იასჰვილმა ოგონდა Iკ არ ეტამასჰა მასჰინ Xომ ეხვეცებოდიტ გაინაგტეტ Dა მორცჰა ვნაცოტ Vინ ვის აჰეეხვეცება Kიდე
Kaxa
07 ოქტომბერი 2018 20:09
30
მთავარია საქართველოს ნაკრები და არა ცალკეული პიროვნებები. ვინც არ უნდა იყვნენ ისინი, ასაკის ან თანამდებობის მიუხედავად.
ჰაჰა
08 ოქტომბერი 2018 13:09
1
მაგის არ თამაშით გუნდს დიდი ტრაგედია არ დაატყდება თავს, ამიტომ ჯობია დაისაჯოს ყველა ვინც ეგრე იქცევა და \შAემდგომში ჩამოყალიბდება დისციპლინა, მესი და რონალდუ არ იქცევიან ისე როგორც ესენი თავიანთ გუნდში, თითქოსდა უმძიმდეთ ტიტულების ტარება იმდენი ქონდეთ
givi
08 ოქტომბერი 2018 15:53
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული