ფედერაციასთან ყველაფერი გავარკვიე - არაბიძის კომენტარი კობიაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და პორტუგალიური „ნასიონალის“ ფეხბურთელი გიორგი არაბიძე, სფფ-ს პრეზიდენტს ლევან კობიაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც იცით, ტელეკომპანია "იმედზე" გადაცემა "სპორტი იმედის" ეთერში კობიაშვილმა განაცხადა, რომ არაბიძე არაპროფესიონალური საქციელით გამოირჩა და ამიტომ მას ნაკრებში ვეღარ ვნახავთ.

არაბიძის კომენტარი ექსკლუზიურად Sportall.ge-მ მოიპოვა.

- საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან უკვე ყველაფერი გავარკვიე. ჩემი ქვეყნისთვის ყოველთვის ბოლომდე ვითამაშებ და 100%-ით დავიხარჯები.

ყველას გადაწყვეტილებას პატივს ვცემ და ყოველთვის მზად ვარ, საქართველოს ნაკრებს დავეხმარო. - განგვიცხადა არაბიძემ.

altლევან კობიაშვილი: გიორგი არაბიძეს ნაკრებში ვერ ვიხილავთ

მკითხველის კომენტარები / 16 /
რატო ვიცით ყველაფრის გაზვიადების ვერ გავიგე...აუ ესეთი ნიჭიერი ესეთი ტალანტი და ა.შ.კი შეიძლება შედარებით სხვაზე უკეთესია მონაცემებით მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს იმას რომ გუნდი უნდა მოერგოს მას და არა პირიქით.სადაც ითამაშა ყველგან პერსპექტიული დარჩა ბოლომდე და ესე "ვერ გავფრინდებით..."აზრზე მოსვლა და წარმატებები მინდა უსურვო
კახა ქირია
02:18 08-10-2018
0
გიო შენ გაქვს უდიდესი ნიჭი, პოტენციალი, შესაძლებლობა, რავიცი პირობები, რომ გახდე უმაღლესი კლასის მოთხოვნადი ფეხბურთელი. ერთი კითხვა მაქვს რატო ინგრევ კარიერას???????? ასეთი წინდაუხედავი საქციელებით.
giga
22:58 07-10-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული