საქართველოს ნაკრებმა სრული შემადგენლობით პირველად ივარჯიშა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადების პროცესში დღეს სრული შემადგენლობით პირველი ვარჯიში გამართა. 8 ოქტომბერს საწვრთნელ პროცესში მხოლოდ 15 ფეხბურთელი მონაწილეობდა, დღეს კი გუნდმა 24 ფეხბურთელის შემადგენლობით ივარჯიშა. მათ შორის ერთი დებიუტანტია - პოლონური არკას ლეგიონერი ლუკა ზარანდია.

"მიხარია, რომ ეროვნულ ნაკრებთან ერთად ვარ. ყველა ფეხბურთელისთვის ეს დიდი მოტივაციაა. ვეცდები, რომ გუნდს სრულად დავეხმარო, თუ ამის შესაძლებლობა მექნება. საქართველოს ნაკრებისთვის ახლა მნიშვნელოვანი ეტაპია, ორი გამარჯვების შემდეგ კარგი სატურნირო მდგომარეობა გვაქვს და დარწმუნებული ვარ, ასე გავაგრძელებთ." - ლუკა ზარანდია

სავარჯიშო პროცესი ს.კ. "ზესტაფონის" თბილისის ზღვის ბაზაზე წარიმართა. ამ დროისთვის, ნაკრებში გამოძახებული ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და ოფიციალური მატჩებისთვის ემზადება.

"ერთა ლიგა ორი გამარჯვებით დავიწყეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მთავარ კონკურენტ ყაზახეთთან 5 ქულიანი უპირატესობა გვაქვს.

რაც შეეხება ანდორას, მეტოქე ჩაკეტილ ფეხბურთს თამაშობს და მათი ბარიერების გადალახვა იოლი არ იქნება. თუმცა ამ ერთკვირიან შეკრებას სწორედ იმისთვის გამოვიყენებთ, რომ მეტოქის წინააღმდეგ სწორი ტაქტიკა შევარჩიოთ და დადებითი შედეგი ვაჩვენოთ." - გიორგი აბურჯანია

ერთა ლიგის გათამაშებაზე, საქართველოს ნაკრები ანდორას 13 ოქტომბერს თბილისში უმასპინძლებს. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება. მეოთხე ტურის თამაშს ქართველი ფეხბურთელები 16 ოქტომბერს, ლატვიის წინააღმდეგ სტუმრად, რიგაში გამართავენ. შეხვედრა, თბილისის დროით, 22:45 საათზე შედგება.

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 17 /
რატო არ გამოიძახეთ ნაკრებში გაბედავა და ქიმაძე? რომლებიც კარგ ფორმაში არიან და კარგ სეზონს ატარებენ, გაბედავა ეროვნულ ჩემპიონატში ბომბარდირია ხოლო ქიმაძე საუკეთესო სეზონს ატარებს,საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს და სამწვრთნელო შტაბს გაბედავა 10 თავით მაღლა დგას კაჭარავაზე რომელიც თავის კლუბში სათადარიგო სკამზე ზის.
ლევანი
12:40 11-10-2018
0
ძალიან გამიხარდა, ჯანოს დანახვა, როცა ჯანოა ნაკრები უფრო კარგ, ხარისხიან ფეხბურთს თამაშობს.
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული